საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXVII ტური. 1-6 ადგილები
14 აპრილს საქართველოს 24-ე ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის 27-ე ტურის მატჩები გაიმართა. საპრიზო ადგილებისთვის მებრძოლთა ზონაში ქუთაისის "ტორპედომ" ზუგდიდის "ზუგდიდი" მიიღო.

მატჩის დაწყებამდე, მოედანზე გამოსვლისას ზუგდიდელ ფეხბურთელებს გიორგი ონიანისა და ვალერი ბოლქვაძის მხარდასაჭერად სპეციალურად დამზადებული მაისურები ეცვათ, ხოლო ტორპედოელები მათი ტრავმირებული თანაგუნდელების მაისურებში იყვნენ გამოწყობილნი.

თამაში, როგორც მოსალოდნელი იყო, "ტორპედოს" უპირატესობით წარიმართა. მე-5 წუთზე ბერიაშვილი მეტოქის საჯარიმოს ხაზზე იდგა, როცა მისგან მარცხნივ ტუღუში მონახა, რომლის მახვილი კუთხიდან დარტყმულმა ბურთმა კარს ზემოდან ჩაუარა.

მე-17 წუთზე ქუთაისელებმა ანგარიში გახსნეს. მრავალსვლიანი კომბინაციის შემდეგ ბექა ტუღუშმა სტუმარ მცველებთან ჭიდილში ბურთის კარისკენ გასაძვრენად თავისუფალი ადგილი შენიშნა და დაახლოებით 25 მეტრიდან ტექნიკური დარტყმით ზუგდიდელთა მეკარეს მარჯვენა დაბალ კუთხეში გაუტანა - 1:0.

22-ე წუთზე გრიგალაშვილმა მეტოქის შეცდომით ისარგებლა და მარცხენა მხრიდან საჯარიმოს შუაგულიდან კარის მიმართულებით მოძრავ ბერიაშვილს გაუკეთა პასი. გიორგიმ ოპონენტების მოტყუება გადაწყვიტა და შემდეგ დაარტყა, თუმცა ბურთი მცველმა არ გაუშვა.

24-ე წუთზე კი ზუგდიდელ ფეხბურთელებს გათანაბრება შეეძლოთ, მაგრამ მათ მიგინეიშვილმა არ დაანება, რომელმაც მასთან პირისპირ გასულ გაბედავას მოუგერია ბურთი.

პირველი ტაიმის დარჩენილ წუთებში გუნდებმა სახიფათო მომენტები გაცვალეს. ჯერ ბერიაშვილი შეიჭრა მეტოქე გუნდის საჯარიმოში, სადაც დარტყმა ოდნავ დააგვიანა და მცველი ჩაუხტა ფეხებში.

შემდეგ კი სიხარულიას ხელსაყრელი პოზიციიდან კარში გაგზავნილი ბურთი "ტორპედოს" კაპიტანმა გააუვნებელყო. ტაიმიც დასრულდა.

მეორე ორმოცდახუთ წუთში "ტორპედოს", როგორც მთელი თამაშის განმავლობაში, თამაშის სადავეები ერთი წუთითაც არ გაუშვია ხელიდან. შექმნილი საგოლე მომენტების აბსოლუტური უმრავლესობა სტუმართა კართან იყო.

გატანასთან ახლოს ორჯერ დათუნაიშვილი, კუხიანიძე და ფანცულაია იყვნენ, რომელთა დარტყმები მცირედით არაზუსტი აღმოჩნდა.

77-ე წუთზე გრიგალაშვილის ქუსლით გაკეთებული გადაცემით ბერიაშვილი მეკარესთან პირისპირ დარჩა. გიორგი მას ბურთს თავს ზემოთ უგდებდა, მაგრამ კიპერმა ჩანაფიქრი გამოიცნო და ბურთი მოიგერია.

მსაჯის მიერ კომპენსირებულ მესამე წუთზე კი "ტორპედომ" მეორედაც მოახერხა "ზუგდიდის" კარის დალაშქვრა. მარცხენა მხრიდან ტაბატაძის აქტიურობით ბურთი გიგაურს მიუვიდა. ამ უკანასკნელმა საჯარიმოში მყოფ ელგუჯა გრიგალაშვილს გადააწოდა ბურთი, რომელიც ორ მცველს გაექცა და გამოზომილი დარტყმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:0.

Video

14.04.13. ტორპედო - ზუგდიდი 2:0

fctorpedo.ge

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"