საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXVII ტური. 7-12 ადგილები
დიახ, გიორგი ყიფიანის გუნდი, ცხრილის გარდა, ეჭვების ზემოთაც დადგა - სატურნირო ცხრილის მიხედვით, ფაქტობრივად, უმოტივაციოდ დარჩენილი რუსთაველები აგერ, უკვე მეორე ტურია, სპორტულ პრინციპს განუხრელად იცავენ, რითაც ყოველგვარი ეჭვი გააბათილეს - ქვედა ექვსეულის თავში მოქცეულებმა ჯერ თანაკუთხელ "სიონს" დააკარგვინეს ქულები, ახლა კი ქობულეთიდან "მასპინძლებისთვის" ასე საჭირო 3 ქულა წაიღეს.

ამით ხმა ჩააკმენდინეს მართლაც ბოროტ ენებს, თითქოსდა, რუსთაველებმა და ბათუმელებმა ერთმანეთში თასის მეოთხედფინალი და საჩემპიონატო 6 ქულა გაცვალეს.

არადა, გია გურულის გუნდს მოგება ჰაერივით სჭირდებოდა, თუმცა მშვენიერი სტარტის (ზედიზედ სამი მოგება) შემდეგ უკვე მეორე ტურია, აჭარული გუნდი ვერ იგებს, რითაც მდგომარეობას მეტად ირთულებს.

როგორც ჩანს, დღევანდელი "დინამოსთვის" ერთი წამყვანი მოთამაშის გამოკლებაც ბევრს ნიშნავს: ასე იყო ფოთში, როცა მათ შეტევებს ამირან მუჯირის არყოფნა აშკარად დაეტყო, ამჯერად კი ალეკო კოშკაძის გარეშე გუნდს კიდევ უფრო გაუჭირდა.

მატჩი თანაბარ ორთაბრძოლაში დაიწყო და თითქოს მასპინძელთა მცირეოდენი უპირატესობაც შეინიშნებოდა, თუმცა სტუმრებმა თანდათან მოუმატეს და ტაიმის შუაწელიდან უკვე ინიციატივა სტუმრების მხარეს გადავიდა.

თუმცა ეს ძირითადად ბურთის ფლობასა და დალაგებულ თამაშში გამოიხატა, რეალურ ხიფათებამდე საქმე არც ერთ კართან არ მიდიოდა.

ამ პერიოდიდან აღსანიშნავია მუჯირის ჯარიმა, რომელიც მიხეილ ალავიძემ ძლივს მოიგერია. დამატებაზე თავით სანდრო გურული ურტყამდა, მაგრამ მეკარე საიმედოდ გაისარჯა. სულ მალე კი უკვე სტუმართა შეტევისას ივან პიცანმა გამოიჩინა თავი, როცა 30-ე წუთისთვის რუსთაველებს არ გაატანინა.

თამაშის განახლებისთანავე ფორმალური მასპინძლების თავკაცმა ორი შეცვლა მოახდინა, რითაც აშკარად შეტევის გაძლიერება განიზრახა. თუმცა მისი გუნდის შეტევებს ხარისხი აშკარად აკლდა, ხოლო სტუმრები გაცილებით ორგანიზებულად უტევდნენ - უკვე მეორე ტაიმის სტარტზევე შეეძლოთ მათ დაწინაურება, მაგრამ მარცხენა ფლანგზე მეტად აქტიურმა ზვიად ლობჟანიძემ ექვსიოდ მეტრიდან ისე დაარტყა, ბათუმელთა რიგებში მოთამაშე მისსავე მოსახელე-მოგვარე მცველს საკუთარი გუნდის გადარჩენის შანსი მისცა.

აქედან 15 წუთში გოლი მაინც გავიდა - ერთ-ერთი შეტევისას დენის დობროვოლსკიმ ვერცხლისწყალივით მოძრავი გოგი ფიფია მოძებნა, რომელმაც ახლოდან კი დაარტყა, მაგრამ ბათუმელთა ლეგიონერ მეკარეს კარის გადარჩენა შეეძლო, თუმც ვერ მოახერხა - 1:0.

ამან მასპინძლების მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა და გია გურული რისკზე წავიდა - მარცხენა მცველი ჯემალ გაბუნია თამაშიდან მოხსნა და მის ნაცვლად შემოსული ნიკა დიასამიძე ბესიკ ჩიმაკაძეს შეუწყვილა.

მწვრთნელის გადაწყვეტილება შესაძლოა გადამწყვეტი რამდენიმე წამში გამხდარიყო: მაღალი ბურთი მეკარის ბაქნის მარჯვენა მხარეს მიდიოდა, როცა ექსდინამოელმა ალავიძემ მუტევებელი შეცდომა დაუშვა - მიწაზე დაცემა აცალა ბურთს, რომელიც თავზე გადაახტა და მართალია, ძალიან მახვილი კუთხიდან, მაგრამ ბათუმელი შემტევი ცარიელ კართან მარტო დარჩა - რუსთაველებისა და განსაკუთრებით, მათი მეკარის სასიხარულოდ, ბურთი ბადეს გვერდიდან მოხვდა.

ამის შემდეგ კი იყო მუჯირის დარტყმა საჯარიმოს მისადგომებიდან, როცა ალავიძეს მცველები ეფარებოდნენ, მაგრამ ბურთი კარს მცირედით ასცდა. უფრო ადრე ჩიმაკაძის სახიფათო გასროლა მეორე მხარეს გადასცდა ალავიძის დასაცავ ობიექტს. თუმცა მაშინ მეკარე კუთხეს მთლიანად აკონტროლებდა.

გატანის უფრო რეალური შანსი კი სტუმრებს მიეცათ, როცა ფიფია პირისპირ დარჩა პიცანთან, მაგრამ მეკარემ დაასწრო, რითაც მას დუბლის შესრულების შანსი არ მისცა, თუმცა ამით თავის გუნდს ვერაფრით შეეშველა - ბათუმელებმა უმნიშვნელოვანესი ქულები დაკარგეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა