ალექს გარსია მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, დაიწყოს აქცია, რომ ესპანეთში ონიანის მკურნალობისთვის საჭირო თანხების ნაწილი შეკრიბოს
გიორგი ონიანის თავს გადამხდარი ამბავი ყველასათვის ცნობილია: 10 აპრილს საქართველოს თასის მეოთხედფინალის განმეორებით მატჩში ბოლნისის "სიონმა" ეროვნული ნაკრების ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" "ტორპედოს" უმასპინძლა - ქუთაისელთა მცველი სწორედ ამ შეხვედრაში დაშავდა.

ონიანი მოედნის დამცავი ბადის ბოძს შეეჯახა.

29 წლის მცველს პირველ კლინიკურ საავადმყოფოში (ე.წ. არამიანცი) კისრის მეხუთე მალის მოტეხილობა-ამოვარდნილობა და ზურგის ტვინის დახურული ტრავმა დაუდგინეს. ფეხბურთელს ვესტუმრეთ და ონიანების ოჯახის წევრებმა გვითხრეს, რომ ექიმებს, გოგი მაღალაშვილსა და ვახტანგ პერტაიას ემადლიერებიან, რადგან მათ წარმატებული ოპერაცია ჩაუტარეს.

ახლა გიორგი მკურნალობას პირველი კლინიკური საავადმყოფოს ნეიროქირურგიულ განყოფილებაში აგრძელებს. მისი მდგომარეობა სტაბილურია და დადებითი ნევროლოგიური დინამიკა შეინიშნება.

არის იმედი, რომ მკურნალობის შემდეგ მოედანს დაუბრუნდეს.

გიორგი ონიანს თანადგომა გამოუცხადა უმაღლესი ლიგის თითქმის ყველა კლუბმა, მოთამაშეებმა... მოკლედ, ლამის მთელმა საფეხბურთო სამყარომ.

ასე გამოუცხადეს მხარდაჭერა გიორგი ონიანს ”ზესტაფონისა” და თბილისის ”დინამოს” ფეხბურთელებმა მატჩის დაწყებამდე

მაგრამ ერთი ისეთი ამბავი გვითხრა, ზოგიერთი გულგრილი ქართველისთვის მაგალითად რომ გამოდგება.

სოციალური ქსელი "ფეისბუქით" მას ალექს გარსია დაუკავშირდა - თბილისის "დინამოს" ყოფილი მთავარი მწვრთნელი, რომელიც ამჟამად "ბარსელონას" დამრიგებლის, ტიტო ვილანოვას ასისტენტია.

ალექს გარსია მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, დაიწყოს აქცია, რომ ესპანეთში გიორგი ონიანის მკურნალობისთვის საჭირო თანხების ნაწილი შეკრიბოს.

კარგი ჟესტია ადამიანისგან, რომელიც საქართველოდან წავიდა და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კლუბში მუშაობს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ექიმების პროგნოზი: გიორგი ონიანი თამაშს შეძლებს

გიორგი ონიანმა ოპერაციის შემდეგ კიდურების ამოძრავება შეძლო

გიორგი ონიანის ტრავმასთან დაკავშირებით კომენტარი ლადო ბურდულმა გააკეთა

გიორგი ონიანს კისრის მალის მოტეხილობა დაუდგინდა

სიონი-ტორპედო 2:0 - დამსახურებული სიხარული [VIDEO]

ალექს გარსიას ღია წერილი თბილისის "დინამოს" და მთელ საქართველოს

dato
ამის გამგდებს თავში ფეხი ქონდა აშკარაა!!! სამწლიანი პროექტით მოყვანილ კაცს, რომელმაც უცებ გუნდი შეკრა, 6 თვეში პატარა კრიზისი არ აპატიეს და არ აცადეს გამოსწორება. შეუჩდნენ დევდარიანი მოვიყვანოთ ამხელა ფულს რაში ვყრითო!!! ხოდა ისტორიაში პირველად დარჩა დინამო საპრიზოს მიღმა :)) მორიგი ვაი ქართველები თუ იზამდენენ ამას
Nukri
კარგი ადამიანია,ფაქტია ..
დათო333
ამიტომ მიყვარს დინამო თბილისის შემდეგ ბარსელონა, სადაც ადამიანობა ფულზე მაღლა დგას. მადლობა ყველას ვინც მის გვერდით არიან.გასაჭირში ჩანს კაცობა და ადამიანობა.
Geo
წავიდა არა გააგდეს დინამოდან და ეგ დღე არ დამავიწყდება საიტეს რო ვნახე სტატია! სკოლაში ვიყავი მობილურით შევედი და მაგარი დავიგრუზე და მაგარი ცუდად მოექცენ გარსიას და გარსიას საღოლ ესეთი თანადგომისთვის!
GRACIAS GARSIA
საღოლ გარსიას საერთდ ესპანელები კარგი ხალხია gracias garsia por tu atencion bravoooooooo
შაკო
გარსია მაგარი კაცია. ძმა ხარ ალექს!
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე