"ქუინზ პარკი" გავარდნას შეეგუა
XXXIII ტურში "ევერტონთან" "გუდისონ პარკზე" 2:0 დამარცხების შემდეგ, პრაქტიკულად, გაირკვა, რომ "ქუინზ პარკი" მომდევნო სეზონს ჩემპიონშიპში გაატარებს. ჰარი რედნაპმა თამაშის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე საკუთარ შეგირდებს საჯაროდ პირველად დასდო ბრალი უნებისყოფობასა და დისციპლინის ნაკლებობაში. აი, რა თქვა მან:

- თქვენ მეკითხებით, როგორ შეიძლება პრემიერლიგიდან გავარდეს გუნდი, რომელსაც შემადგენლობაში ამდენი კარგი ფეხბურთელი ჰყავს? ვერაფერს გეტყვით, რადგან თავადაც ძალიან მინდა, ამ შეკითხვაზე პასუხი ვიპოვო. ყველა იმაზე ლაპარაკობს, რომ "ქუინზ პარკს" ამდენი ვარსკვლავი ჰყავს. შეიძლება ეს სიმართლეც იყოს, მაგრამ არც ერთ ამ ნიჭიერ ფეხბურთელს არ შეუძლია, გუნდის ლიდერობის ტვირთი თუნდაც სულ მცირე ხნით საკუთარ თავზე აიღოს.

შეიძლება გუნდში მართლაც გყავდეს ფეხბურთელები დიდი სახელებით, მაგრამ მაინც დაგჭირდეს ძლიერი პიროვნებები, რომელთაც გაჭირვების ჟამს საკუთარი თავის გარშემო შეუძლიათ სხვების დარაზმვა. ეს კიდევ ერთი სერიოზული პრობლემაა, რომლის გადაჭრაც მოგვიწევს გავარდნის შემთხვევაში. ხელმძღვანელობამ ასეთი მოთამაშეები დაუფიქრებლად უნდა გაყიდოს. ზოგიერთს უზარმაზარი ხელფასი აქვს, მაგრამ ევროპული მასშტაბით არაფერსაც არ წარმოადგენს. ბოლო დროს რამდენჯერმე ჩემს ყურამდეც მოაღწია ლაპარაკმა, რომ ზოგიერთი ოცნებობს, რაც შეიძლება სწრაფად წავიდეს ჩვენგან.

ასეთი მოთამაშეების შემხედვარეს თვითმკვლელობის სურვილი მიჩნდება. არადა, ერთადერთი, რასაც მათგან ვითხოვ, ძალიან მოკლე ხნით საერთო მიზნის ქვეშ გაერთიანებაა, რათა როგორმე ვიხსნათ კლუბი. ძალიან ვთხოვ ყველას, ჯერჯერობით ნუ დაუკავშირდებით თქვენს აგენტებს და ნუ სთხოვთ თქვენთვის ახალი გუნდების მონახვას. ამ ეტაპზე ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა სწორედ ეს არის: გვაკლია დისციპლინა და გამარჯვებებისკენ სწრაფვის სურვილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
[VIDEO] ვირცის გოლი და საგოლე პასი - "ლივერპულმა" "კრისტალ პალასი" დამაჯერებლად დაამარცხა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა