მასიმილიანო ალეგრი: ელ შაარავიმ მოუკლო
სერია A-ს XXXII ტურის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი "სან სიროზე" გაიმართა, სადაც "მილანმა" "ნაპოლის" ქულები გაუყო. ეს იყო ფრე სტუმართა სასარგებლოდ, რადგან ნეაპოლელებმა უშუალო კონკურენტთან 4-ქულიანი სხვაობა შეინარჩუნეს. მოკლედ, ვალტერ მაცარის გუნდი მეორე ადგილზე კვლავაც კომფორტულად არის მოკალათებული, ჩემპიონატის დასრულებამდე კი მხოლოდ ექვსი ტურია დარჩენილი. ყველაფერ ამის ფონზე მაცარის მატჩისშემდგომი კომენტარი მეტად მოულოდნელი გახლდათ:

"შეგირდების მიმართ კარგის მეტი არაფერი მეთქმის, მაგრამ თამაშის სცენარიდან გამომდინარე, შედეგით უკმაყოფილო ვარ. მატჩის დიდი ნაწილი შეტევაში გავლიეთ, მომენტებიც უხვად შევქმენით და უნდა მოგვეგო კიდეც. ძალიან დასანანი ქულები დავკარგეთ და ეს უკმაყოფილებაც აქედან მოდის. ჩემპიონთა ლიგის საგზური ჯერ არ მოგვიპოვებია და ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ".

მოულოდნელი განცხადება გააკეთა მასიმილიანო ალეგრიმაც... "მილანის" მთავარმა მწვრთნელმა თავისი უცნაური გადაწყვეტილება სტეფან ელ შაარავის თადარიგში დატოვების შესახებ ასე ახსნა:

"რობინიო ვარჯიშებზე შესანიშნავად ირჯებოდა და ჩავთვალე, რომ სასტარტო შემადგენლობაში ასპარეზობას იმსახურებდა. ვგონებ, ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან ბრაზილიელი გამოცდილი მოთამაშე და დიდი ჩემპიონია. თანაც, სტეფან ელ შაარავიმ ცოტა მოუკლო და მას დასვენება სჭირდებოდა. ვფიქრობ, სტეფანს ფსიქოლოგიური პრობლემები შეექმნა, რადგან უცებ უდიდეს წნეხში მოექცა. დარწმუნებული ვარ, მალე დაძლევს პრობლემებს და ძველებურად ათამაშდება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად