ექიმები ჯუზეპე როსის დაბრუნებას აპრილის შუა რიცხვებში გვპირდებოდნენ
იტალიელ სპორტულ ჟურნალისტებს არაფერი ავიწყდებათ და არც ის დაავიწყდათ, რომ "ფიორენტინას" ექიმები ჯუზეპე როსის დაბრუნებას აპრილის შუა რიცხვებში გვპირდებოდნენ. აპრილის შუა რიცხვები დადგა, 26 წლის თავდამსხმელის დაბრუნების შესახებ კი აქამდე არაფერი ისმოდა. "გაძეტა დელო სპორტის" ჟურნალისტი "ვიოლას" მთავარ ექიმს გაესაუბრა და მისგან შემდეგი მოისმინა:

"ჯუზეპემ უმძიმესი ტრავმა გადაიტანა და მისი ჯანმრთელობით გარისკვა აღარ გვინდა. ცოტა რომ დაგვეჩქარებინა პროცესები და მკურნალობის ხელოვნური მეთოდები გამოგვეყენებინა, როსის შესაძლოა, მომდევნო ტურშივე ეთამაშა, მაგრამ ამას მოვერიდეთ. სამაგიეროდ, როდესაც დაბრუნდება, 100%-ით ჯანმრთელი იქნება და მშვიდად ითამაშებს. როდის? - თარიღი უკვე ცნობილია და შემიძლია გითხრათ კიდეც... ჯუზეპე როსის მოედანზე გასვლის საშუალება 36-ე ტურში, მაისის შუა რიცხვებში ექნება, დანარჩენი კი უკვე მთავარ მწვრთნელზეა დამოკიდებული".

აქვე ვთქვათ, რომ 36-ე ტურში "ფიორენტინა" "სიენას" ესტუმრება. ასე რომ, დიდია შანსი, როსი ფეხბურთს ტოსკანურ დერბიში დაუბრუნდეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად