თუ პრობლემა უფრო სერიოზულია?
სულ ახლო წარსულში "ინტერმა" ჩემპიონთა ლიგა მოიპოვა, გზად კი ხოსეპ გვარდიოლას "ბარსელონა" ჩამოიცილა - დღეს ამ გუნდისგან აღარაფერია დარჩენილი, რაც სერია A-ს სატურნირო ცხრილიდანაც ნათლად ჩანს.

"ინტერი" მიჯრით მეორე წელს ვერ ხვდება ჩემპიონთა ლიგაზე, ეს კი ევროპული ფეხბურთის გრანდისთვის ნამდვილად მეტისმეტია. ანდრეა სტრამაჩონის გუნდმა კიდევ ერთი მატჩი წააგო, ამჯერად "კალიარისთან" შერცხვა და სამეულში მოხვედრის პრაქტიკული შანსი დაკარგა. ამ შეხვედრაში "ინტერის" საწინააღმდეგოდ კიდევ ერთი საეჭვო პენალტი დაინიშნა, რამაც მილანური გრანდის წარმომადგენლები აღაშფოთა... დაახლოებით ანალოგიური რამ მოხდა "ინტერი"-"ატალანტას" პაექრობაში და მილანში უკვე ტოტალურ ჩაგვრაზე ალაპარაკდნენ. აი, რას ამბობს "ნერაძურის" მთავარი მწვრთნელი ანდრეა სტრამაჩონი:

"საერთოდ არ მესმის, როგორ შეიძლება ასეთი თერთმეტმეტრიანების დადება. მიმდინარე სეზონში მსაჯები აშკარად გვჩაგრავენ და ვერაფრით ვხვდები, რატომ ხდება ასე. შეთქმულება? - დარწმუნებით ვერაფერს გეტყვით, მაგრამ "ინტერის" წინააღმდეგ რომ არბიტრები თითქმის ყველა ტურში ცდებიან, ეს ფაქტია. პირველ ტაიმში შესანიშნავად ვითამაშეთ, "კალიარი" ჩვენს ნახევარზე ხეირიანად არც გადმოსულა; აი, შემდეგ კი ყველაფერი შეიცვალა. არბიტრმა გაუგებარი შეცდომები დაუშვა, მალე კი გამოგონილი თერთმეტმეტრიანიც დანიშნა. მოკლედ, ეს იყო "ტოტალური უსამართლობა".

მორიგ წარუმატებლობაზე კომენტარი "ინტერის" პრეზიდენტმა მასიმო მორატიმაც გააკეთა: "ფაქტია, რომ მსაჯები ჩვენს წინააღმდეგ მეტისმეტად ხშირად ცდებიან. უკვე არაერთი ქულა დავკარგეთ გამოგონილი თერთმეტმეტრიანების გამო და ეჭვი მაქვს, რომ ეს კიდევ არაა დასასრული. შესაძლოა, ეს ვიღაცას აწყობდეს, მაგრამ დღეს კონკრეტული გვარების დასახელებისთვის მზად არ ვარ.

მსაჯებთან ერთად, ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა ტრავმებია. "კალიარისთან" შეხვედრაში ტრავმა მიიღეს იუტო ნაგატომომ და ვალტერ გარგანომ, რომლებიც გარკვეული პერიოდით ჩამოშორდებიან ფეხბურთს. მთელი სეზონია ასე გრძელდება და გამოსავალიც არსად ჩანს".

მოკლედ, მასიმო მორატიმ "ინტერის" კრიზისი ტრავმებს და მსაჯებს დააბრალა, მაგრამ ხომ არ არის ეს სირაქლემას პოზაში დგომა? - "ინტერის" პრობლემები ბევრად უფრო ღრმა ჩანს, ვიდრე უბრალოდ ტრავმიანობა ან მსაჯთა შეცდომებია. რთული ვითარებიდან გამოსვლის პირველი ნაბიჯი პრობლემების გააზრება და მათი აღიარებაა, რასაც მორატი ჯერჯერობით არ აკეთებს. სენიორ მასიმო არც მწვრთნელის გამოცვლას აპირებს და დიდად არც შემადგენლობის გაძლიერება სურს.

პრეზიდენტის თქმით, ანდრეა სტრამაჩონი სწორედ მიმდინარე სეზონში აგროვებს საჭირო გამოცდილებას და სურს, რომ ახალგაზრდა მწვრთნელის შესაძლებლობები ისევ "ნერაძურის" მოხმარდეს. დიახ, ჟურნალისტის კითხვაზე: "იქნება რევოლუცია"? - მორატი შემდეგნაირად პასუხობს:

"რევოლუციების დრო ნამდვილად არაა, რადგან ჩვენ ახალ გუნდს ვაშენებთ და ეტაპობრივად უნდა განვვითარდეთ. შეიძლება გაგიკვირდეთ, რადგან გუნდში ბევრი ასაკიანი მოთამაშე გვყავს, მაგრამ დამიჯერეთ, ჩვენ ვიცით, რასაც ვაკეთებთ. მიუხედავად ყველაფრისა, ვენდობი ანდრეა სტრამაჩონის და მინდა, რომ გუნდში კიდევ დიდხანს დარჩეს. ჩვენთან ის მწვრთნელად ჩამოყალიბდა და მისი სხვაგან გაშვება არ იქნებოდა მართალი. თუმცა ვნახოთ, ყველაფერს მაინც დრო გვიჩვენებს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა