რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე მხოლოდ სამი სათამაშო დღეა დარჩენილი
ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე მხოლოდ სამი სათამაშო დღეა დარჩენილი. რა თქმა უნდა, ყველაზე დიდ ინტერესს იწვევს "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" მატჩები, რომელიც დასავლეთის პლეი ოფში მერვე საგზურისთვის "იუტა ჯაზს" ებრძვის.

"ჯაზმენები" არ თამაშობდნენ, "ლეიკერსს" კი ურთულესი მატჩი ჰქონდა "სან ანტონიოს" წინააღმდეგ. ყველას აინტერესებდა - შეძლებდა თუ არა კალიფორნიული კლუბი ტრავმირებული კობი ბრაიანტის გარეშე დასავლეთი კონფრენციის ლიდერის დამარცხებას. ეს ძალიან რთული საქმე იყო, რადგან "ლეიკერსის" ლაზარეთში ასევე სტივ ნეშიც იმყოფებოდა.

მოკლედ, გუნდს სჭირდებოდა კალათბურთელი, რომელიც თავის თავზე აიღებდა ინიციატივას და თავისიანებს წინ გაუძღვებოდა. ასეთი კალათბურთელი "ლეიკერსის" რიგებში მოიძებნა, ოღონდ ეს არ ყოფილა პაუ გასოლი, დუაიტ ჰოვარდი ან მეტა უორლდ პისი, არამედ... სტივ ბლეიკი! ადამიანი, რომელსაც ყველაზე გამოუსადეგარ მოთამაშეს უწოდებდნენ მაიკ დ’ენტონის გუნდის შემადგენლობაში.

მაგრამ გამთამაშებელი ეღირსა თავის წილ დიდებას "ლეიკერსში". ის გახდა მეორე თავის გუნდში შედეგიანობის მიხედვით (23 ქულა), მაგრამ, რაც მთავარია, სწორედ სტივმა შეძლო ტონი პარკერის ნეიტრალიზაცია და ფრანგმა ამ რეგულარულში თავისი ყველაზე უარესი მატჩი ჩაატარა. ოთხი ქულა, ამდენივე შეცდომა და 10 სროლიდან ცხრა აცილება.

"სპურსის" გამთამაშებლის თამაშიდან გამოთიშვის შემდეგ მასპინძლებს უფრო გაუადვილდათ დაცვაში თამაში. ამის წყალობით, დასკვნით მეოთხედს გუნდები თანაბარი ანგარიშით შეხვდნენ. არადა, გასოლს ისე რომ ეთამაშა, როგორც ბოლო სამ მატჩში, შესაძლოა, ამ მომენტში კალიფორნიელებს კომფორტული სხვაობა ჰქონოდათ, მაგრამ, ესპანელმა ჩააგდო შეხვედრა - 17-დან 14 სროლა ააცილა.

მასპინძლებისდა საბედნიეროდ, გუნდში სხვა მსროლელები აღმოჩნდნენ. დაახლოებით ოთხი წუთის პერიოდში ჯეიმისონმა და მიქსმა ხუთი (!) სამქულიანი ჩააგდეს.

ხოლო მეტა უორლდ პისისა და დუაიტ ჰოვარდის ზუსტი ტყორცნების შემდეგ კალიფორნიელთა უპირატესობა ორნიშნა გახდა. თუმცა "სპურსს" ნაადრევად არ დაუყრია ფარ-ხმალი და მინიმუმამდეც შეეძლო ანგარიშის შემცირება, მაგრამ ნილისა და გრინის სამქულიანებმა შედეგს არ მიაღწია.

ახლა პლეი ოფის ბოლო საგზურისთვის ბრძოლაში ასეთი მდგომარეობაა: "ლეიკერსმა" ბოლო მატჩში უნდა დაამარცხოს შინ "ჰიუსტონი", ან იმედი ჰქონდეს, რომ "იუტა" ორი დარჩენილი მატჩიდან ("მინესოტასთან" და "მემფისთან" სტუმრად) ერთხელ მაინც წააგებს.

მაიამი-ჩიკაგო 105:93

30:22, 26:32, 30:23, 19:16

მ: ჯეიმსი (24+7 მოხსნა+6 პასი), უეიდი (22), კ. ანდერსონი (15+7 მოხსნა), ჩელმერსი (15+5 პასი), ბოში (12+9 მოხსნა+4 დაფარება), მილერი (11+6 მოხსნა).

ჩ: დენგი (19), ბუზერი (16+20 მოხსნა), ჰაინრიხი (14), რობინსონი (14), ბატლერი (13+5 მოხსნა), კუკი (10+5 მოხსნა).

ტორონტო-ბრუკლინი 93:87

24:20, 27:12, 19:27, 23:28

ტ: დეროზანი (36+5 მოხსნა), გეი (26+10 მოხსნა+3 ჩაჭრა), ჯონსონი (10+9 მოხსნა).

ბ: უილიამსი (30+7 პასი), ლოპესი (16+5 მოხსნა), ბლეტჩი (15+8 მოხსნა), ჯონსონი (12+5 პასი), რ. ევანსი (0+16 მოხსნა+3 ჩაჭრა).

ნიუ იორკი-ინდიანა 90:80

23:15, 24:25, 22:20, 21:20

ნ-ი: ენტონი (25+5 მოხსნა), კოუპლენდი (20), სმიტი (15+8 მოხსნა), ფელტონი (11), შამპერტი (10+5 მოხსნა).

ი: სტივენსონი (22), უესტი (17+8 მოხსნა), პენდეგრაფი (12), ჯორჯი (9+7 მოხსნა+11 პასი), ჰიბერტი (4+10 მოხსნა+3 დაფარება).

ფილადელფია-კლივლენდი 91:77

32:19, 21:15, 21:17, 17:26

ფ: რაიტი (15), ტ. იანგი (14+9 მოხსნა), ჰოესი (14+5 მოხსნა+6 პასი+4 დაფარება), ჰოლიდეი (14+5 მოხსნა), უილიკინსი (11), მოლტრი (10+6 მოხსნა).

კ: ტომპსონი (12+12 მოხსნა+3 დაფარება), ელინგტონი (12), სპეიტსი (12), ჯონსი (11+10 მოხსნა), უეიტერსი (11).

დენვერი-პორტლენდი 118:109

37:21, 30:29, 22:28, 29:31

დ: იგუოდალა (28+7 მოხსნა+9 პასი+3 ჩაჭრა+3 დაფარება), ფურნიე (24+3 ჩაჭრა), რენდოლფი (18+6 მოხსნა), ლოუსონი (12+10 პასი+3 ჩაჭრა), ჩენდლერი (11), მაკგი (10+3 დაფარება).

პ: ლილარდი (30+5 მოხსნა+6 პასი), ჰიქსონი (19+9 მოხსნა+6 პასი), ბარტონი (17+9 მოხსნა+5 პასი), მეინორი (14), ლეონარდი (10+5 მოხსნა).

ნიუ ორლეანი-დალასი 89:107

19:33, 21:29, 27:19, 22:26

ნ-ო: ანდერსონი (20+12 მოხსნა), გორდონი (15), რობერტსი (13+6 პასი), ვასკესი (11), ლოპესი (10+13 მოხსნა), ამინუ (10+8 მოხსნა).

დ: მერიონი (21+7 მოხსნა+6 პასი), ნოვიცკი (19), კარტერი (16+7 მოხსნა+5 პასი), რაიტი (16), კამანი (11+7 მოხსნა).

ჰიუსტონი-საკრამენტო 121:100

33:24, 29:20, 32:32, 27:24

ჰ: ჰარდენი (29+9 პასი), ლინი (15), დელფინო (14), პარსონსი (13+5 მოხსნა+5 პასი), სმიტი (11+5 მოხსნა), აშიქი (10+12 მოხსნა).

ს: აუთლო (15), სალმონსი (14), ოლდრიჩი (12+12 მოხსნა), ტომასი (10+10 პასი), ფრედეტი (10+5 მოხსნა+5 პასი), ტ. ევანსი (10).

ლეიკერსი-სან ანტონიო 91:86

22:23, 21:20, 18:18, 30:25

ლ: ჰოვარდი (26+17 მოხსნა+3 დაფარება), ბლეიკი (23+5 მოხსნა), ჯეიმისონი (15+6 მოხსნა), გასოლი (7+16 მოხსნა+3 დაფარება).

ს-ა: დანკანი (23+10 მოხსნა+3 დაფარება), გრინი (16), ნოა (12), სპლიტერი (11+10 მოხსნა+3 დაფარება).

დირკის კოცნა შეიძლება - გერმანელი კარიერაში 25 ათას ქულამდე ავიდა

მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა "დალასსა" და "ნიუ ორლეანს" შორის რეგულარული ჩემპიონატის მატჩში. "დალასის" ვეტერანმა, გერმანელმა დირკ ნოვიცკიმ კარიერაში თავისი მონაგარი 25 ათას ქულამდე აიყვანა. ამით ფორვარდი გახდა მე-17 კალათბურთელი NBA-ს ისტორიაში, ვინც ამ მაჩვენებელს მიაღწია.

საინტერესოა, რომ ნოვიცკი შხაპს არ დაელოდა და მატჩის დასრულებისთანავე მოიპარსა წვერი, რომელსაც იანვრიდან ატარებდა. მაშინ "დალასს" 23 წაგება და 13 მოგება ჰქონდა და ნოვიცკიმ, კამანმა, მაიომ და კარტერმა განაცხადეს, რომ იქამდე არ გაიპარსავდნენ წვერს, სანამ მოგებებისა და წაგებების რაოდენობა არ გათანაბრდებოდა. ეს მოხდა სწორედ "ნიუ ორლეანთან" მატჩის შემდეგ. შეხვედრა "დალასმა" 107:89 მოიგო.

"მოლოდინი ხანგრძლივი იყო. ცოლი ჯერ კიდევ თებერვლიდან მოყოლებული აღარ მკოცნიდა", - განაცხადა ნოვიცკიმ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

NBA. რეგულარული ჩემპიონატი: კობი ბრაიანტმა სეზონი დაამთავრა

[VIDEO] ბრანსონის 30 ქულა - "ნიქსმა" სუპერფინალი მოგებით გახსნა
[VIDEO] მოქმედი ჩემპიონი დამარცხებულია - "სან ანტონიო სპურსი" NBA-ის სუპერფინალში ითამაშებს
[VIDEO] სუპერსერია მეშვიდე მატჩით დასრულდება - "სან ანტონიომ" "ოკლაჰომა" დაამარცხა და
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"კვარა", ნევეში, თუ ვიტინია? - პერესმა მომდევნო კვირას 150-მილიონიანი ტრანსფერი დაანონსა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
"განსაკუთრებული იყო" - კვარაცხელია გულშემატკივრებმაც საუკეთესოდ აღიარეს
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში
არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს
Le Parisien: პსჟ-მ ბატრაკოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ესპანეთი
ქალთა ნაკრები ფარერის კუნძულების ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს
ვან დერ ვაარტმა მიანიშნა, რომ რუსებმა ევროპირველობაზე დოპინგი მიიღეს
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად