საქართველო-აზერბაიჯანი-ყაზახეთის გაერთიანებული ჩემპიონატი - პლუსები და მინუსები
გაერთიანებული ჩემპიონატი აზერბაიჯანთან და ყაზახეთთან ერთად - იდეა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან წამოვიდა და ბუნებრივია, საინტერესოა, რას ფიქრობს ამ ყველაფერზე ჩვენი საფეხბურთო სამყარო, რა პოზიცია აქვთ ამასთან დაკავშირებით ქართულ კლუბებს.

რესპონდენტებს ორი კითხვა დავუსვით:

1. როგორია თქვენი აზრი ფედერაციის ამ იდეაზე?

2. როგორ უყურებთ იმას, რომ ამ ქვეყნებმა ეროვნული ჩემპიონატის დამოუკიდებლად ჩატარება გააგრძელონ და პარალელურად, ერთმანეთშიც ითამაშონ მთელი სეზონის განმავლობაში ევროტურნირების მსგავსი ფორმატით?

გია გურული (ბათუმის "დინამოს" მთავარი მწვრთნელი):

1. ასეთ გაერთიანებულ ჩემპიონატში რომ შეხვალ, როგორი პრინციპით უნდა მოხდეს გავარდნა და მერე ახალი გუნდების გადმოსვლა?

ძნელია ასეთ ჩემპიონატზე ლაპარაკი, როცა ჯერ მისი რეგულაციები არ არის ცნობილი.

მიმაჩნია, რომ ამ იდეის განხილვას ის აჯობებს, თუ ჯერ ჩვენს ჩემპიონატს მივხედავთ და ბავშვთა ფეხბურთს ვუშველით - ამ ყველაფრის შემდეგ კი უკვე შესაძლებელი იქნება სხვა რაღაცებზე ფიქრი.

2. ქართული გუნდები ჩემპიონატში 32 მატჩს ატარებენ, ეს კი ცოტაა, განსაკუთრებით იმ გუნდებისთვის, თასის გათამაშებას ადრიანად რომ ეთიშებიან. ვფიქრობ, 40 თამაში სეზონში ნორმალური იქნება.

დამატებით ტურნირში თამაში ქართული გუნდებისთვის პრობლემა არ უნდა იყოს, თუმცა გასარკვევია, როგორი იქნება კალენდარი, რა მოედნებზე მოგვიწევს ასეთ ტურნირში გამოსვლა...

ერთი სიტყვით, ჯერ ნაადრევად მიმაჩნია ამაზე ფიქრი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

რეალურია ქართულ-აზერბაიჯანულ-ყაზახური ჩემპიონატის ჩატარება?

ლევან ყიფიანი: ჯერ გაერთიანებული ჩემპიონატის პროექტი უნდა ვნახოთ

კახა კალაძე: საქართველოს ჩემპიონატი დამოუკიდებლად უნდა გაგრძელდეს

გურამ რუხაძე: ეს 25 მილიონი ბარემ ჩვენს ჩემპიონატს მოვახმაროთ

ელგუჯა ქომეთიანი: კლუბები გაძლიერდებიან, ხალხი სტადიონზე დაბრუნდება

ვახტანგ ბზიკაძე: მგონია, აზერბაიჯან-ყაზახეთთან საქართველო დაიჩაგრება

Vova
Vისურვებდი რომ Gიას ნაერი პატრიოტები და საქმის მოსიხვარულე პროპესიონალები მართავდნენ საქართველოს ფედერაციას!
ALEQSANDRE
მე ვფიქრობ 16 გუნდიან ჩემპიონატში (8-8 გუნდები) ქართულ გუნდებს შორის პირველ ადგილზე გასული გუნდი ჩემპიონთა ლიგის საგზურს მიიღებს, მე2 და 3 ევროპის ლიგის, ხოლო ბოლო ადგილზე გასული - გავარდება. ანუ მაგალითად 1. 2.დინამო თბილისი 3. 4. ტორპედო ქუთაისი 5. 6 ზესტაფონი 7 8 .გორის დილა. 9. 10. ბათუმის დინამო 11 12. საჩხერის ჩუიხურა 13. რუსტავის მეტალურგი 14 ზუგდიდი 15. 16
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...