ჯონი ჯანელიძის გაწვრთნილმა ფოთის "კოლხეთმა" 1990 წლის 30 მარტს, ეროვნული ჩემპიონატის პირველ მატჩში თბილისის "დინამოს" 1:0 მოუგო
1990 წლის 30 მარტი - გახსოვთ ეს თარიღი? იმ დღეს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველი მატჩი გაიმართა, თბილისის "დინამომ" ფოთის "კოლხეთი" ისტუმრა.

ეროვნული მუხტი ძალიან დიდი იყო, მატჩის დაწყებამდე სიტყვით ზვიად გამსახურდიაც კი გამოვიდა.

მაშინ საქართველო ჯერ არ იყო დამოუკიდებელი სახელმწიფო, ფეხბურთმა კი მოვლენებს დაასწრო - ქართული ფეხბურთი საბჭოთას გამოეყო და ეროვნული ჩემპიონატის ჩატარება დაიწყო, სხვანაირად ხომ ფიფა-უეფაში ვერ გავწევრიანდებოდით.

რაც შეეხება ეროვნული ჩემპიონატის პირველ შეხვედრას, "კოლხეთმა" გადაჭედილ ეროვნულ სტადიონზე "დინამოს" 1:0 მოუგო, ავტოგოლი გელა კეტაშვილმა გაიტანა.

"კოლხეთს" მაშინ ჯონი ჯანელიძე წვრთნიდა. დღეს ასეთი გამოცდილი სპეციალისტი არავის სჭირდება. ჯანელიძეც აღარ მწვრთნელობს, მოსაყოლი კი ბევრი აქვს.

1990 წლის 30 მარტი - პერიპეტიებზე ჯონი ჯანელიძე გვიყვება.

ბევრს უკითხავს, თუ რა დავალება მივეცი მაშინ "კოლხეთის" ფეხბურთელებს.

რა თქმა უნდა, როგორც ყველა მატჩის წინ, ამ შეხვედრისთვისაც ფეხბურთელებს კონკრეტული დავალება ჰქონდათ, ოღონდაც მთავარი სხვა რამე იყო - "კოლხეთის" ფეხბურთელთა უმრავლესობა პირველად თამაშობდა "დინამოს" წინააღმდეგ, ჩემს ფეხბურთელებს პირველად მოუწევდათ ამხელა აუდიტორიის წინაშე მინდორზე გასვლა. ამიტომაც ჩემი მთავარი ამოცანა ის იყო, რომ ფეხბურთელებისთვის დიდი ფსიქოლოგიური ტვირთი მომეხსნა, მათ მოედანზე თავისუფლად უნდა ეგრძნოთ თავი და მგონი, ეს მოვახერხეთ.

თანაბარი თამაში გამოვიდა; ვაიმე, რას გადავურჩით - ასე არ ყოფილა ჩვენი საქმე. ცხადია, ყველანი ძალიან გახარებულები ვიყავით, ისტორიულ შეხვედრაში გამარჯვება ჩვენს მხარეს დარჩა.

იმ მატჩის შემდეგ კიდევ ხუთ შეხვედრაში ვიყავი "კოლხეთის" მთავარი მწვრთნელი. მერე ფოთის დელეგაციას ვახლდი ამერიკის შეერთებულ შტატებში.

ჩემ არყოფნაში "კოლხეთმა" ორი მატჩი ითამაშა - წააგო რუსთავის "გორდასთან", წყალტუბოს "სამგურალთან" კი ფრედ დაასრულა შეხვედრა. როცა დავბრუნდი, გორის "დილას" სტუმრად მოვუგეთ, მომდევნო შეხვედრა ზუგდიდში ფრედ ვითამაშეთ.

მოგეხსენებათ, 1990 წელს მსოფლიოს ჩემპიონატი იყო იტალიაში და მეც იქ წავედი. საქართველოში რომ დავბრუნდი, "კოლხეთში" აღარ მივსულვარ, იქ უკვე შეცვლილი იყო სიტუაცია...

უსაქმოს დიდხანს არ დავრჩენილვარ - ერთი კვირა თუ იქნებოდა გასული, ფეხბურთის ფედერაციის მაშინდელმა პრეზიდენტმა ნოდარ ახალკაცმა რომ მითხრა, ზესტაფონში ხარ საჭიროო და მეც იქაური "მარგვეთი" ჩავიბარე, რომელიც მაშინ ჯერ პირველ ლიგაში თამაშობდა. ყველაფერი კარგად წარიმართა, "მარგვეთი" უმაღლეს ლიგაში გადავიდა.

თქმა რად უნდა, "დინამოსთან" თამაში ყველა ქართული გუნდისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო. როცა "მარგვეთის" მწვრთნელი გახლდით, ზესტაფონში მოვახერხეთ "დინამოს" დამარცხება. შეხვედრის ერთადერთი გოლი ნოდარ კიკნაძემ გაიტანა, რომელსაც საფეხბურთო სამყაროში "ფეროს" ეძახდნენ.

"დინამოს" მესამედაც მოვუგე. მაშინ გურჯაანის "ერქვანის" მწვრთნელი გახლდით. შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა, 2:1 გავიმარჯვეთ. გადამწყვეტი გოლი დავით ყიფიანის შვილმა, ნიკუშამ გაიტანა.

ახლა აღარ დავდივარ ეროვნული ჩემპიონატის მატჩებზე. არადა, ადრე ისე იყო, როცა თამაშზე არ წავიდოდი, კითხულობდნენ, ჯონის რამე ხომ არ შეემთხვა, რამე ხომ არ სჭირსო. ფეხბურთზე ახლაც დავდივარ, უამისობა არ შემიძლია, ოღონდაც მხოლოდ ახალგაზრდული გუნდების მატჩებს ვესწრები საკლუბო თუ სანაკრებო დონეზე.

ეროვნული ჩემპიონატის პირველი მატჩი კი მართლაც დაუვიწყარია. ახლაც კარგად მახსოვს, ფეხბურთელებს რაც ვუთხარი - წააგებთ ამ თამაშს, წაგებული მატჩი თქვენი იქნება; ფრედ ითამაშებთ, ფრეც თქვენი იქნება; მოიგებთ, ნუ მაშინ ხომ თქვენი იქნება მოგებაცა და ყველაფერიც, ეს ისეთი მნიშვნელობის, ისეთი ისტორიული მატჩია, რომ ყველაფერი თქვენ დაგრჩებათ-მეთქი!

ეროვნული ჩემპიონატის ჩამოყალიბებამდე ფოთის "კოლხეთი" საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის მეცხრე ზონაში გამოდიოდა. სოხუმის "დინამოსთან" ერთად დავწინაურდით ამ ლიგიდან, ოღონდაც არა პირველ ლიგაში - იმ სეზონისთვის პირველად დააფუძნეს ბუფერული ლიგა. ეს იყო შუალედი მეორე და პირველ ლიგებს შორის. ჩვენც იქ უნდა გვეთამაშა, მაგრამ რადგან გამოვეყავით საბჭოთა ფეხბურთს, ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში აღმოვჩნდით.

ფოთის ხელმძღვანელობის ღვაწლიც უნდა აღინიშნოს: ბაკურ გულუა, პეტრე ბერაია, ლელა კაკულია, გერონტი კუხალეიშვილი - ყველა გვერდში ედგა "კოლხეთს". კლუბის პრეზიდენტის ფუნქციას იგორ მამალაძე ასრულებდა, რომელსაც ჯემალ კიკაბიძე ეხმარებოდა; "კოლხეთის" მწვრთნელის, დემურ ტყებუჩავას დამსახურებაზეც უნდა ითქვას...

23 წელი გავიდა იმ მატჩიდან, მაგრამ გუნდის შემადგენლობა ახლაც კარგად მახსოვს: მ. გვასალია, გიორგაძე, კურგენიანი, ქაჯაია, გიგატაძე, შამათავა, თოფურია, თვარაძე, ავრამიდისი, დ. მახარაძე და ჯუღელი.

"დინამო" მაშინ მართლაც რეპუტაციის გუნდი გახლდათ და მისი დამარცხება ძალიან ძნელი იყო. ქართული ფეხბურთის ფლაგმანი და აკვანი - ამ პრინციპის მიხედვით იყო, რომ ეროვნული ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში "დინამომ" და "კოლხეთმა" ითამაშეს.

ახლა ხშირად მეკითხებიან ქართულ ფეხბურთზე, ჩვენს ეროვნულ ნაკრებზე. საქმე იმაშია, რომ მწვრთნელთა რამდენიმე კატეგორია არსებობს: არიან მწვრთნელები, რომელთაც შრომით შეუძლიათ, დიდი სიხარული მოუტანონ ქართველ გულშემატკივრებს; ზოგი მწვრთნელი წარმატებულია ბავშვებთან მუშაობაში, ზოგი ნაკრებში, ზოგი კლუბში. ყველას ყველგან არ შეუძლია ერთნაირი წარმატებით მუშაობა...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს მინიფეხბურთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთს დაუზავდა
დიდი დაბრუნება - ვლადიმირ ვაისი სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია
ბუნდესლიგის ამომავალი ვარსკვლავი შეიძლება მამარდაშვილის ან კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდეს
FIFA-მ მსოფლიო ჩემპიონატზე ვუვუზელას გამოყენება აკრძალა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
U21. საქართველოს ნაკრები აშშ-სთან დამარცხდა
საქართველოს ქალთა ნაკრებმა ფარერებთან თითქმის მოგებული მატჩი წააგო
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს
რუსი მწვრთნელი ვან დერ ვაარტს ფსიქიატრის დახმარებას დაჰპირდა
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
ანა ჯაფარიძე პარატაეკვონდოში რომის გრან პრის გამარჯვებულია
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"კვარა", ნევეში, თუ ვიტინია? - პერესმა მომდევნო კვირას 150-მილიონიანი ტრანსფერი დაანონსა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
"განსაკუთრებული იყო" - კვარაცხელია გულშემატკივრებმაც საუკეთესოდ აღიარეს
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
[VIDEO] "ოქროს ბურთის" ხუთი ყველაზე დიდი უსამართლობა?
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად