"ბრუკლინ ნეთსის" ქართველმა ფორვარდმა "ვაშინგტონ ვიზარდსის" წინააღმდეგ 25,25 წუთი ითამაშა და ორმაგი დუბლით მეტოქის დამარცხებაში დაეხმარა
თორნიკე შენგელიამ ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში პირველი ორმაგი დუბლი შეასრულა.

ქართველმა ფორვარდმა, რომელიც განვითარების ლიგიდან დაბრუნების შემდეგ განაცხადში არ ყოფილა, 16 აპრილს, გამთენიისას, "ვაშინგტონ ვიზარდსის" წინააღმდეგ 25,25 წუთი ითამაშა და ორმაგი დუბლით ბრუკლინელებს მეტოქის დამარცხებაში დაეხმარა.

დაძაბული ბრძოლა საბოლოოდ ბრუკლინელების გამარჯვებით - 106:101 დასრულდა.

რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე 2 მატჩით ადრე ბრუკლინელებს დასავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილი გარანტირებული ჰქონდათ და მწვრთნელებმა რამდენიმე წამყვანი მოთამაშე დაასვენეს, ახალბედებს კი თავის გამოჩენის შანსი მიეცათ, რაც მშვენივრად გამოიყენა თოკო შენგელიამ.

ქართველმა ფორვარდმა ბრუკლინელთა სათადარიგოთაგან ყველაზე მეტი ითამაშა. შენგელიამ 13-დან 5 ორქულიანი და 3-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. ჯამში თორნიკემ 11 ქულა, 11 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება ისე მოაგროვა, ბურთი არ დაუკარგავს.

Video

თორნიკე შენგელიას პირველი ორმაგი დუბლი ნბა-ში

ბრუკლინელთაგან ორმაგი დუბლი კიდევ ერთ კალათბურთელს ჰქონდა. 20 ქულით და 12 მოხსნით ანდრეი ბლეთჩი საუკეთესო იყო, კრის ჰამფრიმ კი 20 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა.

მირზა ტელეტოვიჩმა 24 წუთში 14 ქულა დააგროვა, ისევე, როგორც კიდევ ერთმა ახალბედა ტაიშონ ტეილორმა.

"ბრუკლინ ნეთსს" 48 მოგება და 33 წაგება აქვს და როგორც ვთქვით, მე-4 ადგილზეა. ბრუკლინელები ელოდებიან საპლეიოფო მეტოქეს, რომელიც 2 დღეში გაირკვევა. დიდი შანსია, შენგელიას გუნდს ტრავმირებული ზაზა ფაჩულიას "ატლანტა ჰოუქსი" შეხვდეს, რომელსაც მე-5 ადგილის დაკავებაში "ჩიკაგო" ეცილება.

რეგულარული ჩემპიონატის ბოლო მატჩს "ბრუკლინი" 17 აპრილს "დეტროიტთან" გამართავს და დიდი შანსია, შენგელიამ კვლავ ხანგრძლივი დროით ითამაშოს.

ასევე იხილეთ:

ქართველი სპორტსმენები სოც-ქსელებში: მეორე ნახევარი

toko
აბა ზანგებმა როგორ უნდა გვაჯობონ, ეგრე უნდა, ყოჩაღ თოკოო
toko
აბა ზანგებმა როგორ უნდა გვაჯობონ, ეგრე უნდა, მაგარი ხარ თოკოო.......
Booo
ვენაცვალე ჯიგარში!
გელა
მადლობა
armo
კარგია მაგრამ,............. 15დან 5 ორქულიანი და 3დან 1 საჯარიმო. უკეთესიც შეიძლება. გისურვებ წარმატებებს!!!
r_dinio
ვინმემ ხომ არ იცის ამ თამაშის ყურება სად შეიძლება?მთლიან თამაშს ვგულისხმობ
კობა
იგულიცხმება ორი ორნიშნა რიცხვი, ანუ 10 ან მეტი
gibs
მაგარი კაცია რა თოკო მაგრად გაქაჩავს შემდეგ სეზონს
გელა
მაგარია და თორნიკეს ვულოცავ. აქვე ერთი რამ მაინტერესებს: რამდენად სწორი ტერმინია "ორმაგი დუბლი"? ერთმაგი დუბლიც არსებობს? დუბლი თვითონ ორმაგს არ ნიშნავს? ვიცი, რომ ტერმინი, კარგა ხანია, დამკვიდრებულია, მაგრამ რამდენად სწორად?
Georgi
ბრავო, შენგელია! :)
jeko
მაგარია მალე დაიმკვიდრებს ადგილს ნბა-ში
Kakhaber
ყოჩაღ! დაგლიჯა!
Kakhaber
მაგარია.
Kakhaber
ყოჩაღ! დაგლიჯა!
dato
მაგარი კაცი
beso
მაგარი იყო დიდი მომავალი აქ ამ ბიჭს , წარმატებები თოკო
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"