"ნარინჯისფერებს" ევროპის 2014 წლის ჩემპიონატის პლეი-ოფის მატჩამდე საქართველოს ნაკრებთან გაჯიბრება სურთ
ფუტსალის ცნობილი სპეციალისტი ორლანდო დუარტე ამჟამად ლატვიაში საქმიანობს. მან სურვილი გამოთქვა, რომ თბილისს ფიფა-ს ინსტრუქტორის სტატუსით ეწვიოს.

"პორტუგალიის ნაკრების და "სპორტინგის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი მალე საქართველოში გვესტუმრება, სადაც სამ დღეს დაჰყოფს და ქართველი მწვრთნელებისთვის კურსებს ჩაატარებს.

ვადები მალე დადგინდება და ამის შემდეგ საქართველოს ფუტსალის ასოციაცია (სფა) სპორტის სამინისტროსა და ფეხბურთის ფედერაციას სათანადო წერილით მიმართავს", - გვითხრა სფა-ს გენერალურმა მდივანმა ბექა კვიციანმა.

მისივე თქმით, ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაციიდან პარასკევს მიიღეს წერილი, სადაც ამ ქვეყნის ფუტსალის ფედერაციის ხელმძღვანელი იეროენ ვან ეგერაატი სურვილს გამოთქვამს, ევროპის 2014 წლის ჩემპიონატის პლეი-ოფის მატჩამდე საქართველოს ნაკრებს კიდევ ერთხელ გაეჯიბრონ - ამჯერად ორ ამხანაგურ მატჩში.

"ნარინჯისფერთა" დამრიგებელი მარსელ ლოსველტსი ფიქრობს, რომ უკეთესი იქნება, თუ მისი გუნდი თბილისს ეწვევა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
15-ქალას ელიტური მეტოქე
ქართველი მსაჯები ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორიო მატჩებს განსჯიან
გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს
შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 3-2 ტორპედო. "იბერიამ" კინაღამ 3:0 გაფლანგა, "ტორპედოს" პლეი-აუტის ზონასთან 7 ქულა აშორებს
ტრეზეგე: კვარაცხელიას ყველაფერი აქვს, რათა მომავალში "ოქროს ბურთი" მოიგოს
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
ქართველების 4-4 ქულა ესპანეთში: შერმადინის დამაჯერებელი გამარჯვება, ანდრონიკაშვილი ბილბაოში დამარცხდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის 52 ქულა და სანდრო ცენტრის პოზიციაზე - "ლეიკერსმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო
WU17 | საქართველო 3:1 ჩრდილოეთ მაკედონია
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე