საქართველო-აზერბაიჯანი-ყაზახეთის გაერთიანებული ჩემპიონატი - პლუსები და მინუსები
დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ზვიად სიჭინავას განცხადებამ საქართველოს, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის გაერთიანებული ჩემპიონატის შესახებ.

თურმე, ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებულია, ქვეყნებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, საქმის კურსშია უეფა, ტურნირის ჩატარებას კი დაახლოებით 50 მილიონი დოლარი დასჭირდება.

რაც შეეხება დეტალებს: თუ სამ ქვეყანას შორის შედგება შეთანხმება, მომავალ პრემიერლიგაში 18 გუნდი ითამაშებს - თითო ქვეყნიდან ექვსი კლუბი. თუ ორი ქვეყანა შეთანხმდა, ჩემპიონატი 16-გუნდიანი იქნება (8-8 გუნდი თითო ქვეყნიდან).

სიჭინავამ ხაზი გაუსვა, რომ სამივე ქვეყანა ევროტურნირებზე თავის კვოტას შეინარჩუნებს და 4-4 გუნდით ითამაშებს.

პროექტი ერთი წლის განმავლობაში უნდა მომზადდეს. ამ პერიოდში ჩატარდება ამხანაგური თამაშები, რის შემდეგაც შეაფასებენ - რამდენად დიდი იქნება ტელევიზიების, სპონსორების და მაყურებელთა ინტერესი და ღირს თუ არა გაერთიანებული ჩემპიონატის ჩატარება.

მაგრამ ცნობილი გახდა, რომ ყაზახეთის ფეხბურთის ფედერაციამ გაერთიანებული ჩემპიონატის ჩატარებაზე უარი განაცხადა.

აზიელებმა "სოვეტსკი სპორტთან" განაცხადეს - ყაზახეთის პრემიერლიგა ისედაც ვითარდება და კავკასიელებთან გაერთიანების აზრს ვერ ვხედავთო.

პროექტი თბილისის "დინამოს" პრეზიდენტმა რომან ფიფიამ მოიწონა: "ამ თემაზე ფედერაციას აქვს კონსულტაციები "თორმეტთა" საბჭოსთან და ვფიქრობ, ეს ქართული ფეხბურთის პროგრესს და პოპულარიზაციას ხელს შეუწყობს".

თბილისის "ვიტ ჯორჯიას" პრეზიდენტმა გურამ რუხაძემ კი პესიმიზმი არ დამალა:

- დღეს აზერბაიჯანული კლუბები ფინანსურად ჩვენზე მაღლა დგანან, ბევრად მეტი ბიუჯეტი აქვთ და უკეთესი ლეგიონერებითაც არიან გაძლიერებულები. შესაბამისად, ჩვენზე უკეთეს სასტარტო მდგომარეობაში იმყოფებიან. მაგრამ ამ კუთხით პროექტს შეიძლება პერსპექტიულიც ვუწოდოთ, რადგან კონკურენტებს უნდა დავეწიოთ.

მეორე მხრივ, ვიცით, რომ ტურნირის მინიმალური ბიუჯეტი შეიძლება 50 მილიონი იყოს. დღევანდელი მდგომარეობით, მონაწილეობის სურვილი საქართველოსა და აზერბაიჯანს აქვთ, ანუ მინიმუმ 25-25 მილიონი უნდა გავიღოთ. თუ ამდენის საშუალება არსებობს, არ ჯობია, ეს თანხა ქართულ კლუბებს გავუნაწილოთ და ჩვენს ჩემპიონატს მოვახმაროთ?

გაძლევთ პირობას, ასეთ შემთხვევაში, ორ-სამ წელიწადში აზერბაიჯანს უკან ჩამოვიტოვებთ და ისეთი ჩემპიონატი გვექნება, რომ ჩვენთან გაერთიანებით ბევრად უკეთესი ლიგები დაინტერესდებიან. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ საკუთარ ჩემპიონატს უნდა მივხედოთ და ეს პროექტი აზრს კარგავს.

- "სოკარი" თანხას მხოლოდ ერთიან ჩემპიონატში ჩადებს და არა ცალკე საქართველოს უმაღლეს ლიგაში...

- ვინ გითხრათ, რომ ინვესტორი "სოკარია"? მე ვესწრებოდი "12-თა საბჭოს" სხდომას, სადაც ეს იდეა გაჟღერდა, მაგრამ ამ აზერბაიჯანული კომპანიის სურვილზე მსგავსი არაფერი თქმულა.

- საერთოდ, ამ საკითხზე ლაპარაკი როდის დაიწყო?

- კარგად მახსოვს, პირველი აპრილი იყო და ვკითხულობდით - საპირველაპრილო ხუმრობა ხომ არ არისო. გულახდილად ვთქვათ, ეს პროექტი ფულისთვის კეთდება - სხვა მხრივ, აზერბაიჯანელებთან საერთო ჩემპიონატი არ დაგვაინტერესებდა.

თუ გვაქვს ფული, მოდით, ჩვენს ჩემპიონატსა და კლუბებს მოვახმაროთ. დღევანდელივით ნუ ვაქცევთ კერძო კლუბებს სახელმწიფოს "გერებად". შეიძლება, სახელმწიფო კლუბებს უხდიდეს 2 მილიონს, ზოგს 1.3 მილიონს და კერძო კლუბებს არაფრით ეხმარებოდეს?!

მე გამოვედი წინადადებით, საბიუჯეტო თანხებით შეიქმნას ორი ფონდი: პირველი ყველაზე თანაბრად განაწილდეს, მეორე კი იყოს პრემიალური და ადგილების მიხედვით გაიცეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

რეალურია ქართულ-აზერბაიჯანულ-ყაზახური ჩემპიონატის ჩატარება?

ლევან ყიფიანი: ჯერ გაერთიანებული ჩემპიონატის პროექტი უნდა ვნახოთ

კახა კალაძე: საქართველოს ჩემპიონატი დამოუკიდებლად უნდა გაგრძელდეს

ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
მესიმ განმარტა, თუ რატომ აღნიშნავს გოლს სუპერგმირების სტილში
"ჩვენ ბესტი გვყავდა, თქვენ ქინქლაძე და კვარაცხელია" - ჩრდ.ირლანდიის ნაკრების მწვრთნელის პრესკონფერენცია
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ჩემთვის ყველაფერი ნათელია" - ლუნინმა "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა