საქართველო-აზერბაიჯანი-ყაზახეთის გაერთიანებული ჩემპიონატი - პლუსები და მინუსები
რამდენიმე დღის წინ ერთობლივი ქართულ-აზერბაიჯანული პროექტის იდეა გაჟღერდა - საუბარია გაერთიანებულ ჩემპიონატზე, რომელსაც აზერბაიჯანული ნავთობკომპანია "სოკარი" დააფინანსებს. მხარეები ამ ტურნირის თაობაზე, ფაქტობრივად, შეთანხმებულები არიან.

"ლელოს" უახლოეს ნომრებში ამ პროექტის შესახებ საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის კლუბების მწვრთნელთა მოსაზრებებს შემოგთავაზებთ. დღეს კი ჩვენი რესპონდენტი "ზუგდიდის" თავკაცი ელგუჯა ქომეთიანია.

- ვერ ვიტყვი, რომ ამ იდეით მოხიბლული ვარ, მაგრამ მეორე მხრივ, რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ. ჩვენი პრიორიტეტი საქართველოს ჩემპიონატის დონის ამაღლება უნდა იყოს და ჩვენს უმაღლეს ლიგაში დღევანდელზე გაცილებით დიდი ფინანსები უნდა ტრიალებდეს, მაგრამ რაკი დღეისთვის ეს შეუძლებელია, სჯობს, ძალები გაერთიანებულ ქართულ-აზერბაიჯანულ ლიგაში მოვსინჯოთ და უკეთეს მომავალს დაველოდოთ.

ვიმეორებ, ეს პროექტი მაინცდამაინც სახარბიელოდ არ მეჩვენება, მაგრამ რადგან სუსტი ჩემპიონატი გვაქვს, მისი განხორციელება მაინც ღირს.

- რას მოუტანს ქართულ კლუბებს გაერთიანებული ლიგა?

- როგორც ვიცი, მონაწილეებს აზერბაიჯანული კომპანია სოლიდურ თანხებს გადაუხდის და მათ მგზავრობასაც უზრუნველყოფს. ქართული კლუბების უმრავლესობას ფინანსურად არ ულხინს და თუ მათი ლიგაში მონაწილეობა მართლაც დაფინანსდა, საშუალება მიეცემათ, შემადგენლობა გააძლიერონ და უფრო კონკურენტუნარიანნი იყვნენ.

ბიუჯეტის გაზრდა ქართულ კლუბებს ფეხბურთელთათვის ხელფასის მომატების საშუალებასაც მისცემს. მინდა, უცხოეთში წასული ქართველი ლეგიონერები სამშობლოში დაბრუნდნენ და ეს ინიციატივა ამასაც შეუწყობს ხელს.

დარწმუნებული ვარ, ტრიბუნებზე გულშემატკივარი დაბრუნდება. უფრო ძლიერი კლუბებისა და ძლიერი ჩემპიონატის ხილვა ხალხს ნამდვილად მოუნდება. გარდა ამისა, მეზობელ ქვეყნებს შორის გაჩაღებული საფეხბურთო კონკურენცია საკმაო მოტივაციაა როგორც ფეხბურთელებისთვის, ასევე ქომაგებისთვის.

- რა ბედი ელით იმ კლუბებს, რომლებიც გაერთიანებულ ლიგაში ვერ მოხვდებიან?

- მათი ფინანსური მდგომარეობა ვერ გაუმჯობესდება, მაგრამ არც გაუარესდება. გაერთიანებულ ჩემპიონატში რვა ქართული კლუბი ითამაშებს და ისინი, რომლებიც მათ რიცხვში ვერ მოხვდებიან, შემდეგ სეზონში იბრძოლებენ იქ შესასვლელად.

გაერთიანებულ ლიგაში ხომ ადგილი არავის ექნება დაჯავშნილი და იქ საინტერესო იქნება ბრძოლა როგორც ჩემპიონობისთვის, ასევე ლიგაში დარჩენისთვის.

ვფიქრობ, იქ ვერმოხვედრილ კლუბებს შორის ელიტაში შესასვლელად მეტად საინტერესო ბრძოლები გაჩაღდება.

რაც მთავარია, საქართველოს ევროტურნირებზე კვლავ ოთხი წარმომადგენელი ეყოლება და საქართველოს თასის მნიშვნელობაც, სავსებით შესაძლებელია, კიდევ უფრო გაიზრდება.

რა თქმა უნდა, დამოუკიდებელი ჩემპიონატის მომხრე ვარ. დიდი იმედი მაქვს, აზერბაიჯანთან შეამხანაგება დიდხანს არ გასტანს და უახლოეს მომავალში ჩვენც გვექნება მაღალი დონის უმაღლესი ლიგა. მანამდე კი ახალი პროექტი ქართული კლუბებისთვის წინსვლის წინაპირობად უნდა იქცეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

რეალურია ქართულ-აზერბაიჯანულ-ყაზახური ჩემპიონატის ჩატარება?

ლევან ყიფიანი: ჯერ გაერთიანებული ჩემპიონატის პროექტი უნდა ვნახოთ

კახა კალაძე: საქართველოს ჩემპიონატი დამოუკიდებლად უნდა გაგრძელდეს

გურამ რუხაძე: ეს 25 მილიონი ბარემ ჩვენს ჩემპიონატს მოვახმაროთ

ვახტანგ ბზიკაძე: მგონია, აზერბაიჯან-ყაზახეთთან საქართველო დაიჩაგრება

aleqsi
რა გამყიდველობაზე საუბრობთ, დარწმუნებული ვარს ფეხბურთზე ნამყოფიც არა ხართ... თავი დაანებეთ ამ ვაიპატრიოტიზმს რააა.. კარგი იდეაა, დროებით ასე ჯობს, ამით არაფერს ვკარგავთ, მოგებით კი ძალიან ბევრს მოვიგებთ ვეთანხმები ელგუჯა ქომეთიანს...
nika
ვაი საწყალო საქართველო საით მიდიხარ!?... ის რომ ჩვენი ფეხბურთი მძიმე დღეშია არ უნდა ნიშნავდეს იმას,რომ ე.წ.მომხიბლავ წინადადებებს დავთანხმდეთ და გავიყიდოთ ვერცხლზე...როგორც სჩანს სიტყვა დამოუკიდებლობა თქვენთვის არაფერს არ ნიშნავს...
ako
ქართველები თითქმის ყველანი გამყიდველები ხართ უკვე,ფულზე საკუთარ ოჯახს, დედას, დას ძმას ყიდიდით ოდითგანვე და ეხლაც აგრძელებთ.რამოდენიმე ხანში სამშობლოსაც მთლიამად გაყიდით და ჩვენს ლამაზ სამშობლოს უცხოელები დაეპატრონებიან, თითქმის უკვე დაეპატრონენ.გონს მოეგეთ ქართველებო ტუ ქართველები დარჩით.
ku2
ჩვენი ჩემპიონატი ძალიან სუსტია და იქნებ ამ სიახლემ სასიკეთოთ იმოქმედოს! -ვინც ეწინააღმდეგება, ქვას ისვრის და თავს უშვერს, ასე მგონია მათ ეს ამპარტავნობით მოსდით.
საქართველოს მინიფეხბურთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთს დაუზავდა
დიდი დაბრუნება - ვლადიმირ ვაისი სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია
ბუნდესლიგის ამომავალი ვარსკვლავი შეიძლება მამარდაშვილის ან კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდეს
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"კვარა", ნევეში, თუ ვიტინია? - პერესმა მომდევნო კვირას 150-მილიონიანი ტრანსფერი დაანონსა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
"განსაკუთრებული იყო" - კვარაცხელია გულშემატკივრებმაც საუკეთესოდ აღიარეს
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში
არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს
Le Parisien: პსჟ-მ ბატრაკოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ესპანეთი
ქალთა ნაკრები ფარერის კუნძულების ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს
ვან დერ ვაარტმა მიანიშნა, რომ რუსებმა ევროპირველობაზე დოპინგი მიიღეს
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად