"იუვენტუსის" მეკარემ სტუმრად "ლაციოსთან" გამარჯვების (2:0) შემდეგ სიხარული არ დამალა
"იუვენტუსის" კაპიტანმა ჯანლუიჯი ბუფონმა სტუმრად "ლაციოსთან" გამარჯვების (2:0) შემდეგ სიხარული არ დამალა. 15 აპრილს მოპოვებულმა გამარჯვებამ ტურინელები იტალიის ჩემპიონობასთან კიდევ უფრო დააახლოვა.

"ძალიან კარგად ვითამაშეთ, არადა, ეს იოლი თამაში არ იყო. საერთოდაც, რთული კვირა გვქონდა და ჩემპიონთა ლიგიდან გამოთიშვის შემდეგ რეაბილიტაცია გვმართებდა", - თქვა იტალიის ნაკრების მეკარემ.

პირველობის დასრულებამდე 6 ტურით ადრე "ბებერი ქალბატონი" უახლოეს კონკურენტს 11 ქულით უსწრებს და ტურინელთა კაპიტანი არ მალავს, რომ გულში ჩემპიონობას წინასწარ ზეიმობს.

"3 თუ 4 კვირის შემდეგ სკუდეტოს ოფიციალურად მოვიგებთ და ეს დიდი მიღწევა იქნება. ჩვენ ეს დავიმსახურეთ - ჩემპიონატის სტარტზე მოპოვებული ლიდერობა შევინარჩუნეთ და სეზონის განმავლობაში შემხვედრი სირთულეებიც დავძლიეთ", - თქვა ჯიჯიმ.

აღსანიშნავია, რომ რომში გამართული მატჩის შემდეგ ბუფონს ტაშს "ლაციოს" ფანებიც უკრავდნენ.

"იტალიაში ასეთ რაღაცებს ჯერ კიდევ ვერ მივეჩვიეთ, თუმცა "ლაციოს" ფანები მრავალი წლის განმავლობაში ავლენენ ჩემ მიმართ პატივისცემას და არც მე ვუშვებ შემთხვევას ხელიდან, რათა იმავეთი ვუპასუხო. ძალიან ვაფასებ "ლაციოს" გულშემატკივრებს და ისინი ამას ნამდვილად იმსახურებენ", - დასძინა ბუფონმა.

ასევე იხილეთ:

იტალია. სერია A. XXXII ტური: მთავარ კითხვაზე პასუხი გაცემულია

"იუვენტუსს" ახალი მეკარე სჭირდება - გრაბარამ სერიოზული ტრავმა მიიღო
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
უკრაინელებს საქართველოსთან მატჩში შესაძლოა, მუდრიკთან ერთად დოვბიკიც ვერ დაეხმაროს
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"ხალხი თამაშებზე მის გამო დადის, ამიტომ "ოქროს ბურთი" მან უნდა მოიგოს" - ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა