კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ არტურო ვიდალი ამ ფორმაციის "იუვესთვის" უმნიშვნელოვანესი ფიგურაა
სერია A-ს XXXII ტურმა კიდევ უფრო დაგვარწმუნა, რომ "იუვენტუსს" სკუდეტოში ვეღარავინ შეეცილება...

ფაქტობრივად, გაინაღდა ჩემპიონთა ლიგის საგზური "ნაპოლიმ" და მხოლოდ ისღაა გასარკვევი, პირდაპირ ძირითად ბადეში მოხვდება თუ მაინც საკვალიფიკაციო ეტაპზე მოუწევს თამაში.

გამოიკვეთა ისიც, რომ თუ ვინმეს შეუძლია ლიდერთა სამეულის მყუდროების დარღვევა, ეს "ფიორენტინაა".

რაც შეეხება "რომას", "ლაციოს" და "ინტერს", მათ უფრო ევროპალიგის საგზურისთვის მოუწევთ ბრძოლა.

მართალია, ჩემპიონატის დასრულებამდე კიდევ ექვსი ტურია დარჩენილი და მოვლენათა წინსწრება უმადური საქმეა, მაგრამ ვარაუდების გაკეთება ნამდვილად შეგვიძლია...

ტურის გმირი

ტურის გმირი არტურო ვიდალია, რომლის გოლებმაც "იუვენტუსს" ცენტრალურ შეხვედრაში გაამარჯვებინა. სამხრეთამერიკელმა მთელი მატჩი უმაღლეს დონეზე წარმართა და დუბლსაც ალალად იმსახურებდა.

კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ არტურო ამ ფორმაციის "იუვესთვის" უმნიშვნელოვანესი ფიგურაა და ჩემპიონთა ლიგის მეითხედფინალური ეტაპის განმეორებით პაექრობაში თავის გუნდს ძალიან აკლდა.

ნამატჩევს ვიდალი ბედნიერი იყო და ჟურნალისტებთან საუბრისას "იუვენტუსს" სიყვარულში გამოუტყდა. მის ამგვარ ჟესტს მედიაში დიდი ყურადღება დაეთმო, რადგან ვიდალს ბევრი ტურინიდან აბარგებას უწინასწარმეტყველებს.

არტუროს კომენტარის პათოსი სულ სხვაგვარი გახლდათ. როგორც ჩანს, წასვლაზე არ ფიქრობს...

ტურის ჩავარდნა

მთლიანად გუნდი უნდა ვახსენოთ და არა ერთი კონკრეტული ფეხბურთელი. "ინტერმა" კიდევ ერთი მატჩი წააგო და ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვების პრაქტიკული შანსი დაკარგა.

მართალია, ანდრეა სტრამაჩონის გუნდისგან წარუმატებლობა აღარ გვიკვირს, მაგრამ საინტერესოა, სადამდე უნდა გაგრძელდეს მილანური გრანდის ვარდნა? - ფაქტია, რომ მიჯრით მეორე წელია, "ნერაძური" ჩემპიონთა ლიგის მიღმა რჩება.

მილანური გუნდის მესვეურები ყველაფერს მსაჯებს და ტრავმებს აბრალებენ, აი, ესტებან კამბიასო კი მოვლენებს უფრო ადეკვატურად აფასებს:

"ცუდი დროება გვიდგას და რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ. საკუთარი თავის რწმენა დავკარგეთ და იმ შეხვედრებსაც ვაგებთ, რომლებშიც მეტოქეზე უკეთ ვთამაშობთ. "კალიარი" მისსავე მოედანზე მივამწყვდიეთ, გოლები კი ისევ ჩვენ კარში გავიდა.

რაღაც უნდა შეიცვალოს და იმედია, ეს ცვლილებები ზაფხულში მაინც მოხდება".

ტურის შეცვლები

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ერთადერთი გუნდი, ვისაც ლიდერთა ტრიოს დარღვევა შეუძლია, ეს "ფიორენტინაა". ვინჩენცო მონტელას გუნდი შესანიშნავად ასპარეზობს და სატურნირო ცხრილშიც იმყარებს პოზიციებს.

გასულ უქმეებზე ფლორენციელებმა "ატალანტა" დაამარცხეს და თანაც, გასვლაზე. საგულისხმოა, რომ ამ პაექრობაში ვინჩენცო მონტელამ ცვლილებები გამოიცნო და თამაშში გარდატეხა შეიტანა...

სტევან იოვეტიჩის და ლუკა ტონის ტრავმების გამო ფლორენციელთა ერთადერთი გამოკვეთილი ფორვარდი ელ ჰანდაუი გახლდათ, რასაც შედეგი არ მოჰქონდა. ანტრაქტის შემდეგ მონტელამ საქმეში მარსელო ლარონდო და ადემ ლიაიჩი ჩართო, რაც გადამწყვეტი გამოდგა. ადემმა თერთმეტმეტრიანი მოინადირა, რომელიც დავიდ პისარომ გოლად აქცია, სულ მალე კი იმავე ლიაიჩის პასით ლარონდომ მეორე გოლი გაიტანა.

მოკლედ, მონტელამ ცვლილებები გამოიცნო, "ვიოლამ" კი მორიგი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში.

გმირობიდან ანტიგმირობამდე

გახსოვთ ალბათ, რომაულ დერბიში ერნანესმა ბრწყინვალე გოლი გაიტანა, შემდეგ კი თერთმეტმეტრიანი გააფუჭა და ბოლოს პენალტი აიკიდა. მოკლედ, ბრაზილიელმა გმირობით დაიწყო და ანტიგმირობით დაასრულა.

დაახლოებით ანალოგიური რამ დაემართა მატია ფლამინის, რომელმაც "ნაპოლისთან" შეხვედრაში ულამაზესი გოლი გაიტანა, თამაშის დასრულებამდე 20 წუთით ადრე კი მეტოქეს საშინლად ეუხეშა და წითელი ბარათი მიიღო. თანაც, ეს მაშინ, როდესაც "მილანი" დიდი ძალებით გადავიდა შეტევაში, უპირატესობა იგდო ხელთ და თითქოს გოლის მომწიფებას შეუდგა.

მოკლედ, ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში ფრანგს ნერვებმა უმტყუნა და გუნდი დააღალატა.

ნამატჩევს ფლამინი თვით ადრიანო გალიანიმ გააკრიტიკა:

"მატიამ შესანიშნავი გოლი გაიტანა, შემდეგ კი ყველაფერი გააფუჭა - არა იმიტომ, რომ დარჩენილ 20 წუთში აუცილებლად მოვიგებდით, უბრალოდ, ასე უხეშად თამაში არ შეიძლება.

აუცილებლად დაველაპარაკები მას და გავარკვევ, რამ გამოიყვანა წყობიდან. წითელი ბარათი სრულიად დამსახურებული იყო და დისკვალიფიკაციაც ეკუთვნის".

უჩვეულოდ მშვიდობიანი დერბი

რომაული დერბის წინ მომხდარი არეულობების შემდეგ გენუურ გარჩევას ბევრი შიშით მოელოდა, თუმცა ლიგურიის ცენტრში ყველაფერი მშვიდობიანად ჩამთავრდა. იყო ხისტი თამაში, გაწევ-გამოწევა და წითელი ბარათი, მაგრამ ტრიბუნებსა და ქალაქის ქუჩებში ნამდვილად სიმშვიდე იყო.

მატჩი "სამპდორიას" უპირატესობით წარიმართა და კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მიმდინარე სეზონში "ლურჯებს" უკეთესი გუნდი ჰყავთ. დავიდე ბალარდინიმ თავიდან თითქოს გამოაცოცხლა "ჯენოა" და გადარჩენის გზას დააყენა, მაგრამ შემდეგ ყველაფერი ძველ კალაპოტში დაბრუნდა - "ჯენოას" ძალიან უჭირს ქულების მოგროვება და დერბიში მიღწეული ფრეც დიდი ვერაფერი ნუგეშია. თანაც, თამაშით "სამპა" უკეთესი იყო და ალბათ, მოგებასაც იმსახურებდა.

მოკლედ, დერბიმ მშვიდობით ჩაიარა, მაგრამ ეს ის მშვიდობაა, რომლისაც "ჯენოას" უნდა ეშინოდეს;

მხოლოდ "ჯენოას"? - არც "სამპა" წყვეტს ციდან ვარსკვლავებს და თუ ამ გუნდშიც არ შეიცვალა რაღაც, მომდევნო სეზონში შესაძლოა თანაქალაქელის ადგილზე აღმოჩნდეს...

ციფრები და ფაქტები

* მატია ფლამინიმ "მილანიდან" პირველად გაიტანა სერია A-ს მიჯრით 2 შეხვედრაში.

* "ნაპოლის" "მილანთან" გასვლითი მატჩი 1986 წლის შემდეგ არ მოუგია.

* "მილანს" 2013 წელს საკუთარ მოედანზე არ წაუგია.

* "იუვენტუსმა" "ლაციოს" ბოლო 4 გასვლითი მატჩი მოუგო ისე, რომ გოლი არ გაუშვია.

* "იუვენტუსს" "ლაციოსთან" 2003 წლის შემდეგ არ წაუგია.

* ბოლო 9 გენუურ დერბიში 9 ფეხბურთელი გააძევეს.

* გენუურ დერბიში პირველად დაფიქსირდა ფრე 2007 წლის შემდეგ.

* 2013 წელს სერია A-ს გუნდებიდან ყველაზე მეტი გოლი "პესკარამ" გაუშვა (31), მეორე ადგილზე კი "ინტერია" (26).

* პაბლო ოსვალდომ "რომადან" პირველი გოლი გაიტანა იანვრის შემდეგ.

* "ტორინომ" "რომასთან" ბოლო 6 მატჩი წააგო.

* მიმდინარე სეზონში, "ატალანტას" ფეხბურთელი 13-ჯერ გააძევეს, ასეთი მაჩვენებელი სხვა არც ერთ გუნდს არ აქვს.

* "პესკარამ" მიჯრით 8 შეხვედრა წააგო, რაც კლუბის ანტირეკორდია სერია A-ში.

* "სიენამ" ზედიზედ 5 მატჩი წააგო. ასეთი უარყოფითი სერია გუნდს ბოლოს 2010 წელს ჰქონდა.

* სერია A-ს ეგიდით, "კიევოს" "კატანიასთან" სახლში არასდროს წაუგია.

* "უდინეზემ" პირველად მოუგო "პარმას" გასვლაზე 2006 წლის შემდეგ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

იტალია. სერია A. XXXII ტური: მთავარ კითხვაზე პასუხი გაცემულია

იტალია. სერია A. XXXII ტური: "ინტერმა" ლიგის საგზურს ხელი დაუქნია [VIDEO]

ელმასს "ნაპოლის" დატოვება ისევ მოუწევს
გლასნერი ან სლოტი - "მილანს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ორი კანდიდატურა ჰყავს
მამარდაშვილი და ალისონი გამოირიცხა? - "იუვენტუსს" არგენტინელი მეკარის დამატება სურს
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"კვარა", ნევეში, თუ ვიტინია? - პერესმა მომდევნო კვირას 150-მილიონიანი ტრანსფერი დაანონსა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
"განსაკუთრებული იყო" - კვარაცხელია გულშემატკივრებმაც საუკეთესოდ აღიარეს
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში
არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს
Le Parisien: პსჟ-მ ბატრაკოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ესპანეთი
ქალთა ნაკრები ფარერის კუნძულების ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს
ვან დერ ვაარტმა მიანიშნა, რომ რუსებმა ევროპირველობაზე დოპინგი მიიღეს
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად