პსჟ-მ და "მარსელმა" კი საკუთარი დაცვის სიძლიერე კიდევ ერთხელ წარმოაჩინეს
ბაფეტიმბი გომისმა სარეკორდო გოლი გაიტანა, პსჟ-მ და "მარსელმა" კი საკუთარი დაცვის სიძლიერე კიდევ ერთხელ წარმოაჩინეს...

მთავარი:

86 - 32-ე წურში "ლიონმა" "ტულუზს" 3:1 მოუგო. სამიდან ერთი გოლი ბაფეტიმბი გომისმა გაიტანა. ეს ბურთი გომისისთვის ამ სეზონში მე-14 იყო, კარიერაში კი 86-ე. ახლა საფრანგეთის ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებს შორის საუკეთესო ბომბარდირი სწორედ გომისია - 27 წლის ფეხბურთელმა ლუდოვიკ ჟიული ჩამოიტოვა, რომლის ანგარიშზეც 85 გოლია.

გომისმა ზედიზედ მე-7 სეზონი დაასრულა 10 ან მეტი გოლით. ეს სერია 2006/07 წლების სეზონიდან იღებს სათავეს. გარდა ამისა, საფრანგეთის ნაკრების ფორვარდს აქვს შანსი, რომ საკუთარი რეკორდი მოხსნას. აქამდე სეზონში ყველაზე მეტი გოლი მან 2007/08 წლებში გაიტანა - 16. წელს გომისის ანგარიშზე 14 ბურთია, წინ კი კიდევ 6 ტურია.

გუნდური მიღწევები:

10 - "ლორიანს" შინ უკვე 10 მატჩია, არ წაუგია (7 მოგება და 3 ფრე). 2013 წელს ბრეტანელებმა შინ 16 გოლი გაიტანეს. ამაზე უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ "სენტ ეტიენს" აქვს.

20 - "პარი სენ ჟერმენმა" ამ სეზონში კარი მშრალად უკვე მეოცედ შეინახა. ყველა "შატაუტი" სალვატორე სირიგუს ანგარიშზეა, რომელმაც 32-დან 30 მატჩი ჩაატარა და კარი მშრალად 20-ჯერ შეინახა.

85% - "სოშოსთან" შეხვედრაში, რომელიც "ნიცამ" 3:0 მოიგო, ზღვისპირელთა გადაცემების 85 პროცენტი ზუსტი იყო. ამ სეზონში "ნიცას" მსგავსი შედეგი კიდევ სამ შეხვედრაში ჰქონდა და ყველა ეს მატჩი კლოდ პუელის გუნდმა საკუთარ მოედანზე ჩაატარა.

ინდივიდუალური მიღწევები:

2 - ჟერემი ალიადიერმა სეზონში მეორე დუბლი შეასრულა, მისმა "ლორიანმა" კი "ბასტიას" 4:1 მოუგო. "არსენალის" ყოფილმა ფორვარდმა კარში 5-ჯერ დაარტყა. 30 წლის ფორვარდის ანგარიშზე უკვე 14 გოლია.

14 - ასევე მე-14 გოლი გაიტანა დარიო ცვიტანიჩმა. "ნიცას" ლიგა 1-ში დაბრუნების შემდეგ (2002/03 სეზონი) ერთ ჩემპიონატში 14 გოლის გატანა მხოლოდ ბაკარი კონემ (2007/08) და ლოიკ რემიმ (2009/10) მოახერხეს. ამ ორი ფეხბურთელის მიღწევის დასაჯაბნად არგენტინელს თადარიგში 6 შეხვედრა აქვს.

469 - "მარსელის" კიპერ სტივ მანდანდას გოლი უკვე 469 წუთია, არ გაუშვია. მისი საუკეთესო მაჩვენებელი 569 წუთია (2008/09 სეზონი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლიგა 1. XXXII ტური: პსჟ-ის დიდი ნაბიჯი ტიტულისკენ [VIDEO]

ჟირუ ფეხბურთელის კარიერას დაასრულებს
ზაბარნი შეიძლება "ლივერპულში" ზამთარში გადავიდეს
რომელ რუს ფეხბურთელს წაიყვანდა პსჟ-ში - საფონოვმა ამ შეკითხვას უპასუხა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ჩემთვის ყველაფერი ნათელია" - ლუნინმა "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა