ინტერვიუ "ჩელსის" ესპანელ ვარსკვლავთან
უქმეებზე "სანმა" ხუან მატასგან ვრცელი ინტერვიუ აიღო, რომლის ძირითადი თემა "მანჩესტერ სიტისთან" თასზე გასამართი შეხვედრა იყო. ესპანელმა, ამას გარდა, საკუთარ ცხოვრებაზეც ილაპარაკა. ჩვენ სწორედ ამ ნაწილს შემოგთავაზებთ. ვფიქრობთ, მკითხველისთვის ნახევარმცველის უფრო ახლოს გაცნობა უინტერესო არ უნდა იყოს.

- მხოლოდ 24 წლის ხართ, თანაც საკმაოდ მდიდარი და წარმატებული. როგორ ახერხებთ ცხოვრებაში წონასწორობის შენარჩუნებას?

- რეალობისთვის თვალის გასწორება ხანდახან მართლა ძალიან ძნელია ხოლმე, მაგრამ მე ჩვეულებრივი ბიჭი ვარ, რომელსაც გაუმართლა, რომ ფეხბურთს მაღალ დონეზე თამაშობს. ასე რომ, ეს გარემოება არასოდეს მავიწყდება. ვცდილობ, ვიცხოვრო ისე, როგორც ამას ჩემი მშობლები მასწავლიდნენ, დავრჩე ისეთად, როგორიც ვიყავი. თუკი ოდესმე ეს დავივიწყე, ჩემი ოჯახი და მეგობრები აუცილებლად შემახსენებენ, რომ ჯობია, მიწაზე დავეშვა.

- ალბათ, ძალიან ძნელია, შეინარჩუნო ურთიერთობები, როცა ისეთ სამყაროში ხვდები, როგორშიც თქვენ აღმოჩნდით.

- ჩემი მეგობრები ასეთებად დარჩებიან ცხოვრების ბოლომდე. მათთან კონტაქტს დღემდე ვინარჩუნებ, იმის მიუხედავად, რომ ერთმანეთისგან შორს ვცხოვრობთ. მე ლონდონში ვარ, ზოგი ამსტერდამში ცხოვრობს, ზოგი - ჰამბურგში, ზოგი კიდევ სად. შვებულების პერიოდში, როგორც წესი, 7-8 კაცი ვიკრიბებით ერთად.

- მოგზაურობისას სად გირჩევნიათ გაჩერება, ფეშენებელურ სასტუმროში თუ კარავში?

- რასაკვირველია, ფული ამ შემთხვევაში ბევრ რამეს წყვეტს. სადაც მოვისურვებთ, იქ შეგვიძლია დასვენება. ეს ფაქტორი ცხოვრებას ძალიან ამარტივებს. მეგობრებთან ერთად მიმოგზაურია მატარებლით, გემით. ერთად ვყოფილვართ ისლანდიაში, ამერიკაში, ესპანეთის სამხრეთ რეგიონებში. ძალიან მომწონს ასეთი თავგადასავლები. ზუსტად ასე ვიქცეოდით სკოლაშიც.

- თქვენი ყველაზე ექსტრავაგანტური ნივთი რა არის?

- "ასტონ მარტინი" მყავს, როგორც ჯეიმს ბონდს. ყოველთვის მომწონდა ეს მარკა და როგორც კი საშუალება მომეცა, მაშინვე ვიყიდე. ამაში ცუდი არაფერია. ყველას აქვს უფლება, ცხოვრებაში აკეთოს ის, რაც ყველაზე მეტად უყვარს.

- დადებითი ადამიანის რეპუტაცია გაქვთ. ცუდი არასდროს არაფერი ჩაგიდენიათ?

- ჩემს მშობლიურ ქალაქ ოვიედოში მე და ჩემს მეგობრებს სულითა და გულით გვინდოდა ერთ ბარში მოხვედრა. არადა, ამისთვის ძალიან პატარები ვიყავით. მახსოვს, სხვისი პირადობის მოწმობითა და მოშვებული წვერით უფროსს დავემსგავსე და მაინც მოვახერხე იქ მოხვედრა.

- თავისუფალ დროს როგორ ატარებთ?

- მომწონს ლონდონში ცხოვრება. აქ ბევრად უფრო მშვიდად ვგრძნობ თავს, ვიდრე ესპანეთში. შესაბამისად, აქ უფრო კარგად შემიძლია დროის გატარება. ყოველდღე ვცდილობ, რომ ქალაქის ესა თუ ის უბანი შევისწავლო. ვჯდები მეტროში ან ავტობუსში და შემდეგ ფეხით ვსეირნობ. უამრავი მუზეუმის, საგამოფენო ცენტრისა და ისტორიული შენობის ნახვა მოვახერხე. O2-ის საკონცერტო დარბაზში დავესწარი "როლინგ სტოუნზისა" და "ქოლდფლეის" კონცერტს. ინგლისური მუსიკა ძალიან მიყვარს. მინდა, თავადაც ვისწავლო დაკვრა პიანინოზე ან გიტარაზე. ამას აუცილებლად ვცდი.

- "ჩელსის" ფანების ნაწილს ეშინია, რომ თუკი ოთხეულში ვერ მოხვდებით, შესაძლოა, გუნდიდან წახვიდეთ. ეს შესაძლებელია?

- გეტყვით რაშიც დარწმუნებული ვარ. ოთხეულში ულაპარაკოდ მოვხვდებით და ჩემპიონთა ლიგაში მომდევნო სეზონშიც ვითამაშებთ.

- გავრცელდა ხმები, რომ კლუბმა ახალი კონტრაქტი შემოგთავაზათ. მართალია?

- არა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ხუან მატა: ფეხბურთი ზოგჯერ უსამართლოა

"არსენალი" დეკლან რაისს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
პსჟ "მანჩესტერ სიტის" მარცხენა გარემარბის შეძენას აპირებს
თუ "სიტის" დააქვეითებენ - "ბაიერნი" ფოდენის შეძენას შეეცდება
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
ოლისე "ბაიერნს" მხოლოდ ერთი გუნდის გამო დატოვებს
22-წლამდელთა ჩემპიონატში ვსა, თსუ და ჰიუნდაი გალიდერდნენ
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
The Arsenal Insider: "არსენალი" კვერნაძის აგენტთან აწარმოებს მოლაპარაკებას
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
"არსენალი" დეკლან რაისს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
The Athletic: "რეალი" კურტუას შემცვლელს ეძებს
"საქართველოს დამარცხება შესაძლებელია - უკრაინის ჩამოწერა არ ღირს" - აცხადებს "შახტარის" ყოფილი ფეხბურთელი
ერთა ლიგის საწყისი 4 მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა FIFA-ს რეიტინგში უკან დაიხია
პედრომ 39 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა
რა სასჯელი ელის რონალდოს - პორტუგალიური პრესა შესაძლო სცენარზე
ანდრეი შევჩენკოს ვაჟი ინგლისის მე-7 დივიზიონის კლუბში გადავიდა
დავიდ სილვამ 40 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა განაახლა
ქალთა ნაკრები მოლდოვაში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"იუვენტუსი" მზადაა თავისი ვარსკვლავი 150 მილიონად გაყიდოს
WU19 | საქართველო 1:0 ბულგარეთი
მამუკელაშვილი "ლეიკერსის" სასტარტო და ბობარდირი "გოლდენ სტეიტთან"