...და მე-800 გოლის 18 წლის ავტორი
32 წლის ჩეხი საყრდენი ნახევარმცველი იან პოლაკი "ვოლფსბურგში" კიდევ ერთ სეზონს დაჰყოფს - მისი კონტრაქტი ავტომატურად გაგრძელდა მას შემდეგ, რაც პოლაკმა გასულ უქმეებზე ამ სეზონის 25-ე ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა. თუმცა "მგლების" ხელმძღვანელები მომავალი სეზონისთვის მხოლოდ პოლაკისა და სხვა აქტუალური საყრდენი შუამარბების იმედად ყოფნას არ აპირებენ.

ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, "ვოლფსბურგმა" "გალათასარაის" ბრაზილიელ ჩამშლელ ნახევარმცველ ფელიპე მელოს დაადგა თვალი. 29 წლის მელო თურქულ გრანდში "იუვენტუსიდანაა" განათხოვრებული. "ვოლფსბურგის" მთავარ მწვრთნელ დიტერ ჰეკინგს მიაჩნია, რომ სწორედ მელოა იდეალური ცენტრალური ნახევარმცველი, რომელიც ცენტრალურ მცველ ნალდოსა და გამთამაშებელ დიეგოს შორის კავშირს დაამყარებს - ისინიც ხომ ბრაზილიელები არიან.

გადავა თუ არა ფელიპე მელო "ვოლფსბურგში", ამას დრო გვიჩვენებს. მანამდე კი "მგლების" გულშემატკივრებს მაქსიმილიან არნოლდის სახით ახალი გმირი ჰყავთ - ახალგაზრდა შემტევი ნახევარმცველი გასულ უქმეებზე, "ჰოფენჰაიმთან" (2:2) საუკეთესო იყო.

არნოლდი აქამდე "ვოლფსბურგის" ყველა დროის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახლდათ, რომელმაც ბუნდესლიგაში ითამაშა - დებიუტი 17 წლისა და 183 დღის ასაკში ჰქონდა. ახლა კი ვოლფსბურგის ყველა დროის ყველაზე ახალგაზრდა მეგოლეცაა - არნოლდმა გოლი 18 წლისა და 321 დღის ასაკში გაიტანა და ამასთან, ეს "ვოლფსბურგისთვის" ბუნდესლიგაში მე-800 გოლიც იყო.

აქვე კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი: "ჰოფენჰაიმთან" ნალდომ ბუნდესლიგის 199 მატჩში თავისი 27-ე გოლი გაიტანა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოქმედ ფეხბურთელებს შორის ყველაზე შედეგიანი მცველი გახდა - მეორე ადგილზე "ბაიერნის" მცველი დანიელ ვან ბუიტენია 26 გოლით...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გერმანიის თასი. 1/4-ფინალი: "მგლები" და "ფრაი" ნახევარფინალში

Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
დიდი ხნით "დორტმუნდში" - "ბორუსიამ" კოვაჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
[VIDEO] "ბაიერნმა" ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაუშვა
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე