ქუთაისელ მორაგბეებს სტუმარი გუნდის მოთამაშეები ეხუმრებოდნენ - ამ ჩერნობილში რომ გვათამაშებთ, ქუთაისში სხვა მოედანი არა გაქვთო?
"აიას" ერთ-ერთი მატჩისას ქუთაისელ მორაგბეებს სტუმარი გუნდის მოთამაშეები ეხუმრებოდნენ - ამ ჩერნობილში რომ გვათამაშებთ, ქუთაისში სხვა მოედანი არა გაქვთო?

ნათქვამია, ისეთ ხუმრობას რა ვუთხარი, მასში სიმართლის მარცვალი რომ არ ერიოსო. რა თქმა უნდა, ქუთაისში უკეთესი სტადიონი არსებობს, თუმცა იგი საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" კუთვნილებაშია. ქალაქის ცენტრში არსებული "დინამოს" არენა კი, რომელზეც ქუთაისის "აია" ამ ეტაპზე საშინაო შეხვედრებს ატარებს, მართლაც არასახარბიელო მდგომარეობაშია.

კიდევ უფრო საშინელი ვითარება იყო სარაგბო სკოლის სტადიონზე, სადაც "აია" "დინამოზე" გადასვლამდე ასპარეზობდა. როდესაც სპეციალისტებმა ეს არასტანდარტული მოედანი შეამოწმეს და გაზომეს, აღმოჩნდა, რომ მოედნის ერთი მხარე, მეორესთან შედარებით, 40 სანტიმეტრით დაბალი იყო. ალბათ, აქ კომენტარიც ზედმეტია...

საბედნიეროდ, ქუთაისელ მორაგბეთა გასაჭირს მალე მოევლება. როგორც იცით, ქუთაისის რაგბის აკადემიის მიმდებარე ტერიტორიაზე მეორე წელიწადია, სარაგბო კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს, რომლის პირველი ეტაპი ამ წლის ბოლომდე დასრულდება.

პირველ რიგში, მომზადდება მოედანი და ქუთაისის "აია" მომდევნო სეზონიდან ახალ სტადიონზე ითამაშებს.

კომპლექსის მშენებლობას "ქართუ ჯგუფის" ასოციაცია "ატუ" აწარმოებს. რა უნდა გაკეთდეს და რა ეტაპზეა კომპლექსის მშენებლობა, ამის თაობაზე სამუშაოთა მწარმოებელი გოჩა კოღუაშვილი გვესაუბრა:

"სარაგბო კომპლექსში 4 სტანდარტული მოედანი გაკეთდება. აქედან ერთი ხელოვნურსაფარიანი, სამი კი ბუნებრივსაფარიანი იქნება. ძირითად მოედანს ტრიბუნები სამი მხრიდან ექნება. აქედან დახურული ტრიბუნა 2700, ხოლო ღია 2000 მაყურებელზეა გათვალისწინებული.

ძირითადი მოედნის უკან არის მეორე მოედანი, რომელსაც ცალი მხრიდან 1000 კაცზე გათვლილი ტრიბუნა უკეთდება. მესამე მოედანსაც 1000-ადგილიანი ტრიბუნა ექნება. ყველა მათგანზე მაღალი ხარისხის ინდივიდუალური სკამები დამონტაჟდება. მეოთხე მოედანი კი უტრიბუნო იქნება და ძირითადად, სავარჯიშოდაა გათვალისწინებული.

ძირითადი ტრიბუნის ქვემოთ კეთდება გასახდელები, მსაჯების, ექიმისა და დოპინგკონტროლის ოთახები; ასევე, ტრენაჟორების დიდი დარბაზი და საკონფერენციო დარბაზი. მესამე სართულზე კი განთავსდება პრესცენტრი.

ძირითად და მეორე მოედნებთან ერთად ამ ეტაპზე შენდება ცენტრალური შესასვლელი, სადაც მომავალში ბილეთები გაიყიდება".

გოჩა კოღუაშვილის თქმით, სარაგბო კომპლექსში კომფორტი უმაღლეს დონეზე იქნება. მონტაჟდება სავენტილაციო სისტემები ავტომატური მართვით. კომპლექსში შედის ცალკე შენობა გასახდელებით, საშხაპეებითა და ცივი წყლის აუზებით. კომპლექსს ექნება საკუთარი საქვაბეები, მოედნების მოსარწყავად კი გაკეთდება სამი ჭაბურღილი.

ზემოჩამოთვლილი სამუშაოები, გეგმის მიხედვით, მიმდინარე წლის ბოლოს უნდა დასრულდეს. მეორე ეტაპზე კი თანამედროვე დიზაინის სასტუმრო და ორი მოედანი შეემატება. სასტუმროს პროექტი უახლოეს დღეებში იქნება მზად.

სარაგბო კომპლექსის გარდა, უახლოეს მომავალში დაიწყება ბავშვთა რაგბის აკადემიის მშენებლობაც და ორიოდე წელში ქუთაისს უდიდესი და თანამედროვე სარაგბო ცენტრი დაამშვენებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Qartveli!
იმედია,თორემ "დინამოზე" ნათამაშები სრუილად ამესახება სხეულზე ":დდ
SHOTIKO75
teritoriulad 27-e skolastanaa, pasilokshi, klinikuri saavadmyofos qvemot
ota
გაიხარეთ აი ეს მესმის
ქუთაისი
სადაა ტერიტორიულად? რომელ უბანშია??
lasha
საშვილიშვილო საქმეა. ჩემი ბიჭები 1 და 4წლის არიან, ალბად აქ მოუწევთ ვარჯიში სამომავლოდ
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
7-კაცა | ევროპულ თამაშებზე ოლიმპიადის საგზურისთვის
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...