პრემიერლიგა. XXIX ტურის გამოტოვებული მატჩის გამოხმაურება
"არსენალს" შესანიშნავი ტემპი ჰქონდა აკრეფილი და იმედი ჰქონდა, რომ ჩემპიონატში ზედიზედ მე-5 თამაშს მოიგებდა. ახლა კი რა გამოვიდა? ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლ გუნდებს შორის "მეთოფეებს" ყველაზე მეტი თამაში აქვთ ჩატარებული და თუკი მისი უშუალო მდევრები ქულათა მაქსიმუმს აიღებენ, მე-3 კი არა, მე-4 ადგილსაც დააკარგვინებენ.

უშუალოდ თამაშის მიმდინარეობას რაც შეეხება, 3 ქულის აღება ორივე გუნდს შეეძლო. საუკეთესო მომენტი მატჩის დებიუტში მე-5 წუთზე სიმუს კოულმენის გადაცემით სტივენ პიენაარს შეექმნა, მაგრამ დამაჯერებლად ითამაშა ძირითადში დაბრუნებულმა ვოიცეხ შჩესნიმ. მასპინძელთა მხრიდან კი თავის გამოჩენა ოლივიე ჟირუს შეეძლო.

ფრანგმა ვარდნაში ბურთს ფეხი კი მიაწვდინა, მაგრამ ტიმ ჰოვარდის კარს ვერაფერი ავნო.

შეხვედრის მიწურულს "ლიდსში" რამდენიმეთვიანი იჯარიდან დაბრუნებულ 19 წლის როს ბერკლის შეეძლო მატჩის გმირი გამხდარიყო, თუმცა მისი დარტყმა შორეულ ძელს სანტიმეტრებში ასცდა.

აქვე გეტყვით ერთი უსიამოვნო ინციდენტის შესახებ: შესვენებაზე გასახდელისკენ მიმავალმა კევინ მირალიაშმა ჯეკ უილშირს ბოთლიდან წყალი შეასხა.

21 წლის მასპინძელს ნერვებმა უმტყუნა და მეტოქეს მაისურში სწვდა. იქვე მყოფმა თანაგუნდელებმა ფეხბურთელები ერთმანეთს დააშორეს.

მოჰყვება თუ არა პრემიერლიგის სადისციპლინო კომიტეტის მხრიდან გარკვეული რეაგირება, ამას უახლოეს დღეებში ვნახავთ.

მატჩის შემდგომ

არსენ ვენგერი (არსენალი):

"პირველ რიგში, იმის თქმა მინდა, რომ აუცილებლად უნდა მოგვეგო. თუმცა არც ეს შედეგი გვართმევს ოთხეულისთვის ბრძოლის პრეტენზიას. თამაშმა ძალიან დიდი ენერგია წაგვართვა. მომეჩვენა, რომ პირველ ტაიმში არბიტრი ადეკვატურად არ რეაგირებდა ხისტ შეტაკებებზე, თუმცა ჩემმა ფეხბურთელებმა ნელ-ნელა ამ სიტუაციიდანაც ნახეს გამოსავალი.

ბიჭებმა საოცარი თავდადება გვიჩვენეს და მთელი თამაშის განმავლობაში კონცენტრირებულნი იყვნენ საკუთარ ამოცანებზე. გული მხოლოდ იმაზე მწყდება, რომ საბოლოოდ გატანა ვერ მოვახერხეთ.

შესაძლოა, ეს იმიტომაც მოხდა, რომ შეტევის დამაგვირგვინებელ ფაზაში ბევრი ბრძოლა გვიხდებოდა და ტექნიკურ ელემენტებს სათანადო ყურადღებას ვერ ვაქცევდით.

ცუდია, რომ საკუთარ მოედანზე ამდენი სტანდარტული მდგომარეობა გვქონდა და ვერ გამოვიყენეთ".

დევიდ მოიესი (ევერტონი):

"ემირიტსზე" აღებული ქულა კარგი შედეგია. აშკარა იყო, რომ შეგვეძლო სამი ქულის აღება და ცხრილის ზედა საფეხურებისთვის ბრძოლის გაგრძელება, მაგრამ მაინც არა უშავს. გუნდმა უჩვენა ყველაფერი, რაც შეეძლო.

"არსენალს" რამდენიმე ისეთი ფეხბურთელი ჰყავს, რომელსაც პირადად შეუძლია თამაშის ბედის გადაწყვეტა. ამის გათვალისწინებით, ვფიქრობ, კარგად ვითამაშეთ. ფელაინი და გიბსონი მოედნის ცენტრში შეუდარებლები იყვნენ. საერთო ჯამში ეს შედეგი ნამდვილად დავიმსახურეთ.

ცალკე უნდა გამოვყო როს ბერკლი. ჩვენ მას დიდ იმედებს ვუკავშირებთ. გვესმის, რომ ამ ეტაპზე ის მზად არ არის ამ ყველაფრისთვის. მოვლენათა დაჩქარება არას გვარგებს. მის პროგრესს ეტაპობრივად უნდა ვუცადოთ".

პრემიერლიგა. XXIX ტურის გადადებული თამაშები

სიტი-უიგანი 1:0

გოლი: 1:0 ტევესი (83)

სიტი (4-4-2): ჰარტი – რიჩარდსი (83. სინკლერი), კომპანი, ლესკოტი, კოლაროვი – ი. ტურე, ხ. გარსია (59. მილნერი), გ. ბარი, ს. ნასრი – აგუერო (46. ჯეკო), ტევესი

უიგანი (3-4-3): ჯოელი – ალკარასი, შარნერი, ფიგეროა – ბოისი, მაკარტი, ბოსეჟური, გომესი (84. მაკარტური) – მელონი (89. ესპინოსა), დი სანტო (68. მაკმანამანი), კონე

გაფრთხილება: რიჩარდსი, ტევესი - მაკარტი

კარში დარტყმა: 13-6 (4-4) კუთხური: 5-4 თამაშგარე: 6-2 ჯარიმა: 12-6 ბურთის ფლობა: 51%-49%

მაყურებელი: 47 106

Video

17.04.13. მანჩესტერ სიტი - უიგანი 1:0

ვესტ ჰემი-იუნაიტედი 2:2

გოლები: 1:0 ვას ტე (17), 1:1 ვალენსია (31), 2:1 დიამე (55), 2:2 ვან პერსი (77)

ვესტ ჰემი (4-3-3): იასკელაინენი – დემელი, კოლინსი, რიდი, ობრაიენი – ონილი (68. ნოუბლი), ნოლანი (82. მ. ტეილორი), დიამე (83. კოლისონი) – ვას ტე, ჯარვისი, კეროლი

იუნაიტედი (4-4-2): დე ხეა – რაფაელი, ფერდინანდი, ვიდიჩი, ევრა – ფ. ჯონსი, კერიკი, ვალენსია, კაგავა (78. ერნანდესი) – რუნი (71. გიგზი), ვან პერსი

გაფრთხილება: კეროლი

კარში დარტყმა: 9-11 (3-7) კუთხური: 2-5 თამაშგარე: 1-1 ჯარიმა: 8-7 ბურთის ფლობა: 44%-56%

მაყურებელი: 34 692

Video

17.04.13. ვესტჰემი - მანჩესტერ იუნაიტედი 2:2

ფულჰემი-ჩელსი 0:3

გოლები: 0:1 დ. ლუისი (30), 0:2 ტერი (43), 0:3 ტერი (71)

ფულჰემი (4-4-2): შვარცერი - რიტერი, სენდეროსი, ჰანგელანდი, რიისე (67. როდალიეგა) – კარაგუნისი (76. ფრიმპონგი), ენო, ემანუელსონი, რუისი – პეტრიჩი (82. ფრეი), ბერბატოვი

ჩელსი (4-2-3-1): ჩეხი – ივანოვიჩი, ტერი, დ. ლუისი, ბერტრანი – რამირესი (75. მიკელი), ლამპარდი – მატა (81. ბა), აზარი (69. ოსკარი), მოზესი - ტორესი

გაფრთხილება: რუისი, სენდეროსი - ივანოვიჩი

კარში დარტყმა: 7-9 (3-6) კუთხური: 6-5 თამაშგარე: 2-0 ჯარიმა: 13-13 ბურთის ფლობა: 50%-50%

მაყურებელი: 25 002

Video

17.04.13. ფულჰემი - ჩელსი 0:3

სატურნირო მდგომარეობა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ჯეკ უილშირი: ცოტა რისკი და დადებითი შედეგი

"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
კიდევ დიდი ხნით ლონდონში - "არსენალი" არტეტას ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
"ჩემთვისაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო" - მუჯირი სანიოლის "კვარაზე" გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბრესტთან" მატჩში?
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია