უელსური კლუბის დაბრუნება 51 წლის შემდეგ
"კარდიფ სიტი" ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულში მიიჩნეოდა ჩემპიონშიპის ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტად. სეზონი გუნდმა თავიდან ცოტა ჭაკად კი დაიწყო, მაგრამ მე-9 ტურისთვის მაინც მოახერხა მდგომარეობის არათუ გამოსწორება, არამედ ჩემპიონშიპის ცხრილის სათავეში მოქცევაც.

მას შემდეგ შოტლანდიელი მალკი მაკაის გუნდმა მხოლოდ ორჯერ, ისიც მცირე ხნით, დაკარგა ლიდერის ადგილი. მე-18 ტურიდან მოყოლებული, ის მყარად ინარჩუნებდა პოზიციას და აი, ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე უელსურმა კლუბმა 51-წლიანი პაუზის შემდეგ ინგლისის უმაღლესი ლიგის საგზური დაიბევა. საფინალო აკორდი მთლად ეფექტური ვერ გამოვიდა: "კარდიფ სიტი სტედიუმზე" შეხვედრა "ჩარლტონთან" 0:0 დასრულდა, მაგრამ ამას ფეხბურთელებისთვის განწყობა არ გაუფუჭებია, რადგან მათ მშვენივრად ახსოვთ ბოლო წლების სიმწარე, როცა ზედიზედ სამჯერ დამარცხდნენ პრემიერლიგაში გადასასვლელ პლეი ოფში. პირველად ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში, უმაღლეს ლიგაში უელსს ერთბაშად ორი წარმომადგენელი ეყოლება.

თამაშის დასრულების შემდეგ კლუბის მესაკუთრემ, მალაიზიელმა ბიზნესმენმა ვინსენტ ტანმა საზაფხულო გეგმებზე ისაუბრა: "საჭიროა, რომ ბევრი ვიფიქროთ სამომავლო სტრატეგიაზე. იმისთვის, რომ ელიტაში ღირსეულად ვითამაშოთ, შემადგენლობის გაძლიერება დაგვჭირდება. ამ მიზნით მზად ვართ, 20-25 მილიონი ფუნტი დავხარჯოთ. ბევრს უფრო მეტიც გაუღია, მაგრამ მთლად ეფექტურად ვერა. ვეცდებით, მაქსიმალურად წინდახედულად ვიმოქმედოთ".

"მთელი წლის განმავლობაში სტაბილურად ვთამაშობდით. ნოემბრიდან მოყოლებული, პირველ ადგილს არ ჩამოვცილებივართ და ელიტაში აღზევება 100%-ით დავიმსახურეთ. ეს ყველა ჩვენგანისთვის უზარმაზარი წარმატებაა," – განაცხადა გუნდის კაპიტანმა, 31 წლის მარკ ჰადსონმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად