"იუვენტუსი"-"მილანის" წინ. მომავალ ტურში დიდი მატჩია
მომდევნო უქმეებზე სერია ა-ში "იუვენტუსი"-"მილანის" მატჩი გაიმართება და ამ შეხვედრაზე აქედანვე საუბრობენ. მაგალითად, კევინ პრინს ბოატენგმა თამამი განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ მისი გუნდი ტურინში მხოლოდ სამი ქულისთვის ითამაშებს:

"ტურინში მოგება რომ ძალიან რთულია, ბევრი მტკიცება არ სჭირდება, მაგრამ ჩვენ სწორედაც რომ სამი ქულისთვის ვითამაშებთ. ფრე არაფერში გვჭირდება და ამიტომ აქტიურად უნდა შევუტიოთ. ჩემპიონატის დასრულებამდე მხოლოდ ექვსი ტურია დარჩენილი, ჩვენ კი "ნაპოლისთან" ოთხი ქულა გვაქვს ამოსაქაჩი. ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ "ფიორენტინა" მოგვდევს და ჯერ მესამე ადგილიც არ გვაქვს დაბევებული. მოკლედ, წინ უმნიშვნელოვანესი მატჩია და ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ".

ტურინულ დაპირისპირებაზე კომენტარი "მილანის" და "იუვენტუსის" ყოფილმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომაც გააკეთა და საინტერესო მოსაზრება გამოთქვა:

"შესაძლოა, ბევრს ეგონოს, რომ უფრო მოტივირებული "მილანია", მაგრამ ასე ნამდვილად არ არის. ეს გარედან ჩანს თერთმეტი ქულა დიდი ფორა, მწვრთნელები კი იქამდე ნერვიულობენ, სანამ ჩემპიონობის ბედი ოფიციალურად არ გაირკვევა. ამას საკუთარი გამოცდილებიდან ვამბობ, აზრი კი ნამდვილად მომეკითხება. მოკლედ, მოტივაცია ორივე მხარეს მაღალია, უპირატესობას კი მაინც "მილანს" მივანიჭებდი. დიახ, "მილანს", რადგან ბოლო პერიოდში ამ გუნდის თამაში უფრო მომწონს. "იუვე" თითქოს მოშვებულია, მოდუნებული და ვფიქრობ, ცივი შხაპის ალბათობა საკმაოდ მაღალია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია