ჟურნალ "შპორტ ბილდში" მიუნხენის "ბაიერნის" პრეზიდენტთან საინტერესო ინტერვიუ გამოქვეყნდა
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის წილისყრამ ყველანი დაგვაინტრიგა: "ბაიერნისა" და "ბარსელონას" დუელებს მთელი მსოფლიო მოუთმენლად ელოდება.

მიუნხენური გრანდის პრეზიდენტი ული ჰიონესი მიიჩნევს, რომ "ბაიერნს" სწორედ ახლა შეუძლია "ბარსელონას" დამარცხება.

გთავაზობთ საინტერესო ამონარიდებს ულის ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალ "შპორტ ბილდში" გამოქვეყნდა.

- ჰერ ჰიონეს, 2009 წელს "ბაიერნი" "ბარსელონასთან" 0:4 განადგურდა. დღეს ხშირად გვესმის, რომ მას მერე "ბაიერნში" ბევრი რამ შეიცვალა, განსაკუთრებით კი, გამოიცვალა ზოგადად კლუბის ფილოსოფია. ამ მოსაზრებას ეთანხმებით?

- კლუბის ფილოსოფია არ შეცვლილა და არც არასდროს შეიცლება. თუ ძვირად ღირებული ფეხბურთელების რაოდენობას გულისხმობთ, მაშინაც გვყავდა ფრანკ რიბერი და ლუკა ტონი...

მთავარი ისაა, თუ ვინ იყო მაშინ "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი (იურგენ კლინსმანი - ავტ). იმის თქმა მინდა, რომ სწორედ "ბარსელონასთან" წაგების შემდეგ მივხვდით, რომ ნაღდი მწვრთნელი გვჭირდებოდა და არა ფსევდო-სპეციალისტი.

- ახლა "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი გამოცდილი იუპ ჰაინკესია, რომელიც ესპანურ ფეხბურთს და ესპანელებს ძალიან კარგად იცნობს. ზრდის თუ არა ეს რეკორდმაისტერის შანსებს?

- ჰაინკესი ესპანურ ფეხბურთს მარტო იმიტომ კი არ იცნობს, რომ ადრე მუშაობდა და "რეალს" ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა, არამედ "დონ იუპი" დღესაც იდეალურადაა ინფორმირებული ესპანური ფეხბურთის შესახებ. ვიცი, რომ შაბათ-კვირას, როცა დრო აქვს, ყოველთვის უყურებს პრიმერადივიზიონის მატჩებს.

დარწმუნებული ვარ, რომ "ბარსელონას" დამრიგებელი ტიტო ვილანოვა ჰაინკესს ვერაფრით გააოცებს.

- ხოსეპ გვარდიოლას რჩევას არ სთხოვს?

- იუპ ჰაინკესი უდიდესი სპეციალისტია და რჩევები არავისგან სჭირდება.

- ყველამ ვიცით, რომ გვარდიოლასთან შეთანხმებამ ჰაინკესს გული დასწყვიტა...

- ვაღიარებ, რომ იუპს და მე ურთიერთობა დაგვეძაბა, მაგრამ უდიდესი ტყუილია ის, რომ თითქოს ერთმანეთს არ ველაპარაკებოდით. ჩვენ დიდი ხნის მეგობრები ვართ და ყოველთვის ველაპარაკებოდით ერთმანეთს. შესაძლოა, არა ისე ინტენსიურად, როგორც მანამდე, მაგრამ კონტაქტი არ შეწყვეტილა. ახლა კი ჩვენი ურთიერთობა ისევ დასტაბილურდა.

- ოცნებობთ იმაზე, რომ გვარდიოლამ ერთი მესი "ბაიერნშიც" გამოზარდოს?

- ყველა მესიზე ლაპარაკობს, ჩვენ კი ბასტიან შვაინშტაიგერით, ფილიპ ლამით, თომას მიულერით, ჰოლგერ ბადშტუბერითა და დავიდ ალაბათი ვამაყობთ. ეს ბიჭები სწორედ "ბაიერნში" გაიზარდნენ.

"ბაიერნს" არავის და არაფრის უნდა ეშინოდეს, ჩვენი ფეხბურთელები არავის ჩამოუვარდებიან. პირიქით, უნდა ვიამაყოთ ამ გუნდით. დარწმუნებული ვარ, რომ "ბაიერნი" "ბარსას" აბსოლუტურად ტოლ-სწორად ეთამაშება. ჩვენ კატალონიური გუნდის დამარცხება სწორედ ახლა შეგვიძლია.

- თქვენმა განცხადებამ, ნახევარფინალში დორტმუნდის "ბორუსიასთან" შეხვედრა მერჩივნაო, დორტმუნდელები ძალიან გაანაწყენა...

- უბრალოდ, გულახდილად ვთქვი, რასაც ვფიქრობდი. ცხადია, რომ "დორტმუნდი" "ბარსელონასა" და "რეალზე" სუსტია. ვფიქრობ, ეს არ უნდა სწყენოდათ. ზოგადად, "ბაიერნი" "დორტმუნდს" დიდ მადლობას უხდის იმის გამო, რომ ზედიზედ ორჯერ წაგვართვა გერმანიის ჩემპიონობა. სწორედ ამიტომ განიცადა "ბაიერნმა" ასეთი პროგრესი - ჩვენ სულ სხვა დონეს მივაღწიეთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ული ჰიონესი: ნახევარფინალში გასული ყველაზე სუსტი გუნდი "ბორუსიაა"

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"