"სამტრედიამ" ძალ-ღონე არ დაიშურა, მაგრამ "სიონმა" დამსახურებული 3 ქულა მაინც მოიპოვა
იმთავითვე ნათელი იყო, რომ ბოლნისში დაახლოებით თანაბარი გუნდების დაპირისპირება უშეღავათო ბრძოლაში ჩაივლიდა. მართალია, ფინანსური თვალსაზრისით "სიონი" მეტოქეზე გაცილებით უკეთეს მდგომარეობაშია, მაგრამ ეს ფაქტორი ბოლნისელებს გამარჯვების გარანტიას სულაც არ აძლევდა. მოლოდინი გამართლდა და "სამტრედიამ" მარცხისგან თავის დასაღწევად ძალ-ღონე არ დაიშურა, მაგრამ ვერაფერს გახდა, "სიონმა" დამსახურებული ქულა მოიპოვა.

მთელი მატჩის განმავლობაში მოედანზე უშეღავათო ბრძოლა მიმდინარეობდა. ჩვენი ჩემპიონატის პირობაზე, თამაში საკმაოდ სწრაფი და სანახაობრივი იყო. მეორე ტაიმი უფრო სანახავი გამოდგა, მაგრამ მატჩის ერთადერთი გოლი შესვენებამდე გავიდა.

"სიონის" სასარგებლოდ ჯარიმა დაინიშნა. ჩივაძემ ბურთი სტუმართა საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც ყველას ორბელაძემ დაასწრო და თავური დარტყმით ანგარიში გახსნა. ბოლნისელებს პირველ ნახევარში დასამახსოვრებელი მეტი არაფერი შეუქმნიათ, სამაგიეროდ, ტაიმის ბოლოს ტყემალაძემ დასარტყამ პოზიციაზე ბაკარანძე გაიყვანა – ამ უკანასკნელს მერლანმა აჯობა. "სამტრედია" სტატისტის როლში არ ყოფილა და პირველ რიგში, გამოცდილი ჩომახიძის მახვილგონივრული გადაცემებით ცდილობდა ხიფათის შექმნას.

მეორე ტაიმიც "სიონის" მცირე უპირატესობით წარიმართა. ყიფიანის ფეხბურთელების მთავარი საზრუნავი საკუთარი კარის უსაფრთხოება სულაც არ ყოფილა, პირიქით, ისინი მთელი მონდომებით ზრუნავდნენ უპირატესობის განმტკიცებაზე. ბობოხიძემ ძლიერად, მაგრამ ოდნავ არაზუსტად დაარტყა, შეცვლაზე შესულ ვაშაკიძეს კი "სამტრედიას" მეკარემ არ გაატანინა.

შეცვლაზე შესულ კირკიტაძეს უმალვე შეეძლო გოლის გატანა, მაგრამ საჯარიმოში შეჭრილმა მიზანს ააცილა. ურიგოდ არც "სიონის" შემცვლელები გამოიყურებოდნენ. ისიანისა და თოდუას დარტყმას ძაგანია გაუმკლავდა. გუშინ მეკარე ალბათ, საუკეთესო იყო სამტრედიელთა შემადგენლობაში.

ბოლნისელ ქომაგებს ამჯერად მსაჯობით აღშფოთება არ გამოუთქვამთ. სამაგიეროდ, მეტოქე დარჩა უკმაყოფილო. სტუმრებმა თამაშის დასკვნით ნაწილში მომხდარი საკამათო ეპიზოდი გააპროტესტეს, როცა არბიტრმა "სამტრედიას" სასარგებლოდ თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა – ძნელი სათქმელია, სწორად მოიქცა თუ არა - ვიდეოგამეორების ნახვის გარეშე ბეუქლიშვილის გადაწყვეტილებაზე ვერ ვიმსჯელებთ...

სიონი-სამტრედია 1:0

31.10. ბოლნისი. თ. სტეფანია. 300 მაყურებელი

1:0 ორბელაძე (20. ჩივაძის პასით)

სიონი სამტრედია

4-4-2 4-2-3-1

მერლანი ძაგანია

ქურასბედიანი კუპრეიშვილი

ლ. ჭელიძე გოგია

ორბელაძე ხუმარაშვილი

კობაური სოსელია

ჩივაძე ქებაძე

დიდავა ტყემალაძე

ლ. ნოზაძე ბაკარანძე

უგრეხელიძე ჩომახიძე

რ. გოცირიძე პავლიაშვილი

ბობოხიძე კაკალაძე

მთ. მწვრთნელი მთ. მწვრთნელი

გ. ყიფიანი გ. სანაია

სიონი

46. ჩივაძე – ლ. ვაშაკიძე

64. ბობოხიძე – ისიანი

75. გოცირიძე – გ. თოდუა

სათადარიგოები: ბობღიაშვილი, თარგამაძე, სანიკიძე, გ. მელქაძე

სამტრედია

46. ტყემალაძე – ი. შალიკაშვილი

58. პავლიაშვილი – კირკიტაძე

71. ბაკარანძე – კვერენჩხილაძე

სათადარიგოები: ჯინჭარაძე, კირთაძე, ჩხიკვაძე, ფურთუხია

გაფრთხილება: კუპრეიშვილი (80), კობაური (81), ი. შალიკაშვილი (90)

არბიტრი: მ. ბეუქლიშვილი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა