გაზეთმა "ლელომ" რუსთავის "მეტალურგის" თავკაცი ტურის მწვრთნელად დაასახელა
ეროვნული ჩემპიონატის წინა ტურში რუსთავის "მეტალურგმა" სტუმრად 1:0 დაამარცხა ბათუმის "დინამო". რუსთაველთა დამრიგებელი გიორგი ყიფიანი "დინამო თბილისის" თავკაცთან, დუშან უჰრინთან ერთად ტურის მწვრთნელად დავასახელეთ.

ყიფიანი საინტერესო მწვრთნელად ყალიბდება, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე ასე ჩანს. რაც შეეხება "მეტალურგს", გუნდი ქვედა ექვსეულის ლიდერია და თასის გათამაშების ნახევარფინალშია გასული.

როგორც ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელია ძვირი სანახავი საქართველოს ჩემპიონატში, ასევე რთულია საინტერესო ახალგაზრდა მწვრთნელის აღმოჩენა. ყიფიანი 34 წლის გახლავთ და ჯერ ყველაფერი წინ აქვს, თუმცა აქედანვე თუ არ შეიქმნა კარგი მწვრთნელის იმიჯი, კარიერაში წინსვლა გაუძნელდება.

ყიფიანს რამდენიმე საკითხზე ჩამოვუგდეთ სიტყვა...

- "მეტალურგის" სატურნირო მდგომარეობა ისეთია, რომ უმაღლესი ლიგიდან გავარდნა არ ემუქრება და ჩემპიონატიდან ევროსაგზურისთვისაც ვერ იბრძოლებს. სულ სხვა არის ბათუმის "დინამოს" მდგომარეობა, რომელიც დარჩენისთვის იბრძვის და თითოეული ქულა მისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ასეთ სიტუაციაში როგორ მოახერხეთ თქვენი გუნდის მოტივირება ბათუმელებთან შეხვედრაში?

- "ლელოს" ყურადღებისა და დაფასებისთვის მადლობას ვუხდი. ტურის მწვრთნელად რომ დამასახელეთ, ეს მთლიანად "მეტალურგის" დამსახურებაა.

ბათუმის "დინამოსთან"? მატჩში მართლაც ყველაფერი კარგად წაგვივიდა, შედეგიც სასურველი მივიღეთ და თამაშის ხარისხიც ნორმალური გამოდგა. ეს გამარჯვება ფსიქოლოგიურადაც ერთობ საჭირო იყო ჩვენთვის.

"მეტალურგში" ყველამ უნდა გაითავისოს, რომ ჩვენთვის უმნიშვნელო მატჩი არ არსებობს. ბიჭებს თავიდანვე ვუთხარი - გუნდში ვერ მივიღებ ისეთ ფეხბურთელს, ვინც მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით გადის მოედანზე-მეთქი. ჩვენ მხოლოდ ახლანდელ შედეგზე არ ვფიქრობთ, "მეტალურგის" განვითარებაზეც ვაკეთებთ აქცენტს.

ჩვენი გუნდის ფეხბურთელებს მადლობას ვუხდი, მათი მობილიზაცია ვარჯიშებიდანაც იგრძნობა. განვითარებას, შენების პროცესს დრო სჭირდება და სასიხარულოა, რომ ამისთვის ყველა გვერდში მიდგას - ფეხბურთელიც, მწვრთნელიც და კლუბის დანარჩენი პერსონალიც.

- ბათუმელებთან მატჩამდე თასის მეოთხედფინალის საპასუხო მატჩი გქონდათ ცხინვალის "სპარტაკთან". ხელსაყრელ შედეგს (1:1) მიაღწიეთ, თუმცა თამაშის ხარისხი ალბათ უკეთესის სურვილს დაგიტოვებდათ...

- გეთანხმებით. ეს, განსაკუთრებით, პირველ ტაიმზე ითქმის. შესვენებაზე ფეხბურთელებს ვუთხარი, ლოგიკურია, რომ ტაიმი წავაგეთ-მეთქი. მეორე ტაიმში თამაშის ხარისხის მნიშვნელოვნად გამოკეთება ვერ მოვახერხეთ, თუმცა ბურთს უფრო მეტხანს ვფლობდით და უფრო მაღალი კონცენტრაციით ვმოქმედებდით. ვიგრძენი, რომ ფეხბურთელები უფრო თავდაჯერებულები იყვნენ.

მესმის, რომ "სპარტაკთან" საპასუხო მატჩში ჩვენი თამაშით გულშემატკივარი დიდად კმაყოფილი ვერ დარჩებოდა, თუმცა ბათუმელებთან მართლაც უკეთესად გამოვიყურებოდით.

არ მინდა, ბანალური ვიყო, მაგრამ თასზე მართლაც ყველა გუნდს უჭირს თამაში. "სპარტაკი" ჩვენამდე "ვიტ ჯორჯიას" შეხვდა და გამოაგდო; "დინამოსა" და "გურიას" სათასო დაპირისპირებაც გავიხსენოთ...

- მიმდინარე სეზონი დასკვნით ფაზაში შედის, ასეთ დროს კი მატულობს გარიგებული მატჩების ალბათობა. ყოფილა მცდელობა, რუსთავის "მეტალურგი" ჩაეთრიათ სიბინძურეებში? ფაქტია, რომ ქვედა ექვსეულში ქულები სხვა გუნდებს თქვენზე უფრო მეტად სჭირდებათ...

- საფეხბურთო სამყაროში საკმაოდ კარგად მიცნობენ და იციან ჩემი დამოკიდებულება ასეთი რაღაცების მიმართ - არანაირი მცდელობა არ ყოფილა. ყველანაირად ვცდილობთ სამართლიანი თამაშის პრინციპების დაცვას. სანამ მწვრთნელი ვარ და სადაც არ უნდა იყოს ჩემი გუნდი, ყოველთვის ამ პრონციპის ერთგული ვიქნები.

- ფეხბურთელობისას საქართველოს ჩემპიონატში არაერთი სეზონი გითამაშიათ და კარგად უნდა იცოდეთ, თუ რა ცოდვა-ბრალი ტრიალებდა ჩვენს ჩემპიონატში. ახლანდელ და მაშინდელ სიტუაციას როგორ შეადარებდით ერთმანეთს - ტენდენცია უკეთესობისკენ არ მიდის?

- კვლავ არის ისეთი მატჩები, ეჭვის საფუძველს რომ იძლევა და ძალიან ძნელია, ყველაფრის გამოძიება მოხერხდეს. მოკლედ, ამ მხრივ იდეალურ მდგომარეობაში ნამდვილად არ ვართ, დიდ სასიკეთო ძვრებსაც ვერ ვხედავ.

- გამოსავალი რაშია?

- ყველამ საკუთარ თავში ჩაიხედოს - აი, ეს იქნება ყველაზე კარგი გამოძიება. მე მწვრთნელი ვარ და ვიცი ჩემი ფეხბურთელების დადებითი და უარყოფით თვისებები საქმეშიც და პიროვნულადაც. ასეა ამ კონკრეტულ საკითხშიც - ხელმძღვანელობამ, ანუ ვინც მართავს ფეხბურთს, ვინც ატარებს საქართველოს ჩემპიონატს, ზეპირად იცის, ვინ რისი გამკეთებელია და ამის მიხედვით უნდა იმოქმედოს, თორემ გარედან ძალიან ძნელია, რომ რაღაც შედეგამდე მივიდეთ.

- ევროპალიგაზე გასვლას თასის გათამაშებიდან ეცდებით, თუმცა ნახევარფინალების კენჭისყრით კმაყოფილი ვერ დარჩებოდით - "დინამო თბილისთან" მოგიწევთ პაექრობა, რომელიც ყველა პარამეტრით აღემატება რუსთავის "მეტალურგს"...

- რა თქმა უნდა, მეტოქისა და საკუთარ შესაძლებლობებს ვითვალისწინებთ და მიუხედავად ამისა, "მეტალურგის" ფინალში გასვლა სავსებით რეალურად მეჩვენება. მაქვს იმის საფუძველი, რომ განვაცხადო - "დინამოსთან" დაპირისპირებაში მაქსიმუმს გავაკეთებთ.

- "დინამოს" და "გურიას" სათასო ბატალიებმაც დაგვანახვა, რომ თასის გათამაშებას სულ სხვა სპეციფიკა აქვს...

- სწორედ ეს არის ფეხბურთისთვის დამახასიათებელი - მდიდარი კლუბი ყოველთვის რომ ჯაბნიდეს სხვას, ინტერესიც გაქრებოდა. "მეტალურგსაც" აქვს თავისი შანსი "დინამოსთან" სათასო დაპირისპირებაში. მერწმუნეთ, ფეხბურთში არის ისეთი ნიუანსებიც, რომლებიც ხან დადებითად მოქმედებს გუნდზე, ხან კი უარყოფითად.

"დინამოს" რომ მართლაც ჩინებული პირობები აქვს, ფაქტია, თუმცა არც ჩვენი კლუბია ცუდ მდგომარეობაში, კარგ გზაზე ვდგავართ.

"მეტალურგის" სახელით, ჩვენს გულშემატკივრებს მოვუწოდებ, მოვიდნენ სტადიონზე და გვერდში დაგვიდგნენ. ეს ჩვენთვის ძალიან დიდი დახმარება იქნება. "დინამოსთან" პირველი მატჩი შინ გვაქვს და აქედანვე უნდა დავუდოთ საფუძველი ფინალში გასვლას.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

საქართველოს ჩემპიონატი. XXVII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

დინამო ბთ-მეტალურგი 0:1 - როცა რუსთავი ანკარაა

დუშან უჰრინი: სხვა გზა არ გვაქვს, უნდა ვითამაშოთ და გავიმარჯვოთ

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად