ფიდემ საბოლოოდ დაასახელა ის 18 დიდოსტატი ქალი, რომლებიც ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის 2013-14 წლების გრან-პრის გათამაშებაში მიიღებენ მონაწილეობას
ფიდემ საბოლოოდ დაასახელა ის 18 დიდოსტატი ქალი, რომლებიც ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის 2013-14 წლების გრან-პრის გათამაშებაში მიიღებენ მონაწილეობას.

ამ ტურნირს კი, მოგეხსენებათ, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან აქ გამარჯვებული მსოფლიოს ჩემპიონობისთვის ტიტულის მფლობელთან იბრძოლებს.

შეგახსენებთ, რომ შარშან უკრაინელმა ანა უშენინამ ნოკაუტსისტემით გამართული მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო.

წლეულს იგი გვირგვინის შესანარჩუნებლად 2011-12 წლების გრან-პრის გამარჯვებულს, ორგზის მსოფლიოს ჩემპიონ ჰოუ იფანს (ჩინეთი) დაუპირისპირდება.

ფიდეს გრან-პრის ახალ გათამაშებაში იასპარეზებენ: ჰოუ იფანი (ჩინეთი, 2617), მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ჰამფი კონერუ (ინდოეთი, 2597), ანა მუზიჩუკი (სლოვენია, 2585), ჟაო სიუე (ჩინეთი, 2565), 2008 წლის საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებული ნანა ძაგნიძე (საქართველო, 2545), ორგზის ევროპის ჩემპიონი და გუნდურში მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებული კატერინა ლაგნო (უკრაინა; იგი გათამაშებაში ქალთა რეიტინგის სათავეში მყოფი უნგრელი იუდით პოლგარის ნაცვლად მიიწვიეს, რადგან მადიარს ქალთა შეჯიბრებებში არასდროს უასპარეზია, 2550), მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადების ორგზის გამარჯვებული ნადეჟდა კოსინცევა (რუსეთი, 2531), მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი ანტოანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი, 2525), ევროპის ჩემპიონი ვიქტორია ჩმილიტე (ლიტვა, 2522), ჰარიკა დრონავალი (ინდოეთი, 2509), ცზიუ ვენძიუნი (ჩინეთი, 2521), ბელა ხოტენაშვილი (საქართველო, 2492), მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი ალექსანდრა კოსტენიუკი (რუს მოჭადრაკეს ორმაგი მოქალაქეობა აქვს. ამ გათამაშებაში იგი შვეიცარიის სახელით მოსინჯავს ძალებს, 2496), მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ანა უშენინა (უკრაინა, 2488), ელინა დანიელიანი (სომხეთი, 2478), ოლგა გირია (რუსეთი, 2464), ნაფისა მუმინოვა (უზბეკეთი, 2312) და თუშინთუგს ბათჩიმეგი (მონღოლეთი, 2295).

ამ სიაში 18 მოჭადრაკიდან თითო 2012 მსოფლიოს ჩემპიონი და ვიცე-ჩემპიონია (უშენინა, სტეფანოვა), ორიც - ნახევარფინალისტი (ვენძიუნი და დრონავალი), ექვსი მონაწილე (ლაგნო, ჰოუ იფანი, კონერუ, მუზიჩუკი, ჟაო სიუე და ძაგნიძე) მაღალი რეიტინგებით მოხვდა გათამაშებაში, ამდენივე - გრან-პრის მასპინძელი ქვეყნებისა (შვეიცარია - კოსტენიუკი, სომხეთი - დანიელიანი, უზბეკეთი - მუმინოვა, რუსეთი - გირია, საქართველო - ხოტენაშვილი, მონღოლეთი - ბათჩიმეგი) და ორიც (კოსინცევა, ჩმილიტე) ფიდეს ნომინანტია.

2013-14 წლების გრან-პრი ექვსი ეტაპისგან შედგება. თითოეულმა მოჭადრაკემ ოთხ-ოთხში უნდა იასპარეზოს და საერთო ჩათვლაში სამი საუკეთესო შედეგი შევა. გამარჯვებული, როგორც აღვნიშნეთ, 2015 წელს ტიტულისთვის მსოფლიოს ჩემპიონს შეხვდება.

გრან-პრიში მონაწილეობა მოჭადრაკეებისთვის ფინანსურადაც ხელსაყრელია, რადგან თითოეული ეტაპისთვის 60.000 ევროა გამოყოფილი: I ადგილი - 10.000 ევრო (+160 ქულა), II. 8.250 (+130), III. 6.750 (+120), IV. 5,750 (+90), V. 5.000 (+80), VI. 4.500 (+70), VII. 4.250 (+60), VIII. 4.000 (+50), IX. 3.250 (+40), X. 3.000 (+30), XI. 2.750 (+20), XII8 2.500 (+10).

გრან-პრის გათამაშება სტარტს ჟენევაში (შვეიცარია) 2 მაისს აიღებს და 16 მაისს დასრულდება. შეჯიბრებაში 12 დიდოსტატი ჩაებმება, რომლებიც წრიული სისტემით გაარკვევენ ერთმანეთთან ურთიერთობას (7 და 12 მაისი დასვენების დღეებია).

პირველ რაუნდში ითამაშებენ: ჰოუ იფანი, ანა მუზიჩუკი, ნანა ძაგნიძე, კატერინა ლაგნო, ნადეჟდა კოსინცევა, ვიქტორ ჩმილიტე, ცზიუ ვენძიუნი, ბელა ხოტენაშვილი, ალექსანდრა კოსტენიუკი, ანა უშენინა, ოლგა გირია, თუვშინთუგს ბათჩიმეგი.

აქვე დანარჩენი ეტაპების კალენდარსაც შემოგთავაზებთ:

II ეტაპი. 15-29 ივნისი, 2013 წ. (დილიჟანი, სომხეთი),

III ეტაპი. 17 სექტემბერი - 1 ოქტომბერი, 2013 წ. (ტაშკენტი, უზბეკეთი).

IV ეტაპი. 2-16 მაისი. 2014 წ. (ხანტი-მანსიისკი, რუსეთი).

V ეტაპი. 18-ივნისი - 2 ივლისი, 2014 წ. (თბილისი, საქართველო)

VI ეტაპი. 24 აგვისტო - 7 სექტემბერი, 2014 წ. (ერდენეთი, მონღოლეთი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

sano
აბა გოგონებო ! დავანახოთ მთელ მსოფლიოს და რაც მთავარია საჭადრაკო სამყაროს,რომ ქართველი ქალბატონები არავისზე ნაკლებნი არ ვართ,არამედ პირიქით.
"არავის სჭირდება კონფლიქტური ვინისიუსი" - ბრაზილიელზე კანისარესმა და მოურინიომ ისაუბრეს
"ვალენსიამ" 23 წლის ნიდერლანდელი მეკარე დაიმატა
მიქაუტაძის "ვილიარეალმა" კანადის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
"ვალენსიამ" 23 წლის ნიდერლანდელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა
"ამაზე საუბარი გვჭირდება" - რა თქვა ფლიკმა ფორვარდის შესაძლო დამატებაზე?
"თუ გაკპოს ტრანსფერი არ გამოვა - მუდრიკი ნიდერლანდელის ალტერნატივად განიხილება
"ბოლომდე ბედნიერი არ ვარ" - ფერან ტორესი დუბლის შემდეგ
"უნდა გამოხვიდეთ კომფორტის ზონიდან" - ლუის ენრიკეს გზავნილი კვარაცხელიას და დემბელეს
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რენთან" მატჩში?