უეფას ფუტსალის თასის ოთხთა ფინალის გათამაშების დაწყებამდე, ტურნირის ფარგლებში, ჩვენს დედაქალაქში დაგეგმილია სხვადასხვა სახის ღონისძიება
უეფას ფუტსალის თასის ოთხთა ფინალის გათამაშების დაწყებამდე, ტურნირის ფარგლებში, ჩვენს დედაქალაქში დაგეგმილია სხვადასხვა სახის ღონისძიება.

18 აპრილიდან საორგანიზაციო კომიტეტი იწყებს ტურნირის აქტიურ პიარ-კამპანიას, რათა ვინც ჯერ კიდევ არ იცის, ყველაფერი გაიგოს ამ მნიშვნელოვანი და უმაღლესი რანგის ტურნირის შესახებ.

ამასთან, უეფას ფუტსალის თასი, რომელიც კენჭისყრის შემდეგ თბილისში "ბინადრობს", ამ ღონისძიებების პარალელურად "შემოივლის" ჩვენს დედაქალაქს.

დაგეგმილ ღონისძიებათა განრიგი ასეთია:

18 აპრილი, ხუთშაბათი: ვეტერანი ქართველი ფეხბურთელების შეხვედრა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პროექტ "კომენტატორის" მონაწილეებთან, "მიხეილ მესხის" სტადიონზე.

18 აპრილი, ხუთშაბათი: "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სპორტულ თოქ-შოუ "არენაში" სტუმრად იქნებიან: "იბერია სტარის" პრეზიდენტი ვახტანგ წერეთელი, უეფას ფუტსალის თასის ტურნირის ელჩი არჩილ არველაძე და ფუტსალის ასოციაციის პრეზიდენტი ლევან ცქიტიშვილი.

19 აპრილი, პარასკევი: უეფას ფუტსალის თასის ტურნირის ელჩი არჩილ არველაძე ბაქსვუდის სკოლას თასთან ერთად ესტუმრება.

21 აპრილი, კვირა: უეფას ფუტსალის თასის ტურნირის ელჩი არჩილ არველაძე და ტურნირის დირექტორი დიმიტრი ბოკერია სტუმრად იქნებიან TV9-ზე, სპეციალურ რეპორტაჟში.

22 აპრილი, ორშაბათი: თბილისის სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა სპორტულ-გასართობი ხასიათის ღონისძიება. ტურნირის ელჩი, "იბერია სტარის" ფეხბურთელები, საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მოთამაშეები და ბავშვები გრეხეტბოლს ითამაშებენ. იქვე გათამაშდება ტურნირზე დასასწრები ბილეთებიც.

სფფ-ის პრესსამსახური

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"