პრემიერლიგა. XXIX ტურის გამოტოვებული მატჩების გამოხმაურება
ნამდვილად არ შევცდებით, თუ ვიტყვით, რომ ოთხშაბათს გამართული პრემიერლიგის XXIX ტურის გამოტოვებული მატჩების მთავარი შედეგი ჩემპიონატის 1-2-ადგილოსანთა შორის სხვაობის შემცირება გახლავთ.

სულ ინგლისის უმაღლეს ლიგაში 5 ტური დარჩა, მაგრამ "სიტის" ერთი თამაში კიდევ თადარიგში აქვს. ამის გათვალისწინებითაც კი სხვაობა ჯერ კიდევ სოლიდურია. სწორედ ამას გაუსვა ხაზი "მანჩესტერ იუნაიტედის" მცველმა ფილ ჯონსმა მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე. ვერ გეტყვით, მართლა ასე ფიქრობს თუ მხოლოდ პრესის გასაგონად განაცხადა, მაგრამ ალექს ფერგიუსონმა საკუთარი გუნდის თამაშს საჩემპიონო უწოდა. აი, რა თქვა "ეშმაკების" შოტლანდიელმა თავკაცმა:

"მთლიან სურათს თუ გავითვალისწინებთ, შედეგით კმაყოფილი ვარ. მიზანმიმართული და გამბედავი ხასიათი ვუჩვენეთ. ის, რომ წაგებას არ ვეგუებით, დღეს კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ. კმაყოფილების საფუძველსაც სწორედ ეს მაძლევს. წინ ხუთი თამაში დაგვრჩა, საიდანაც სამს შინ ჩავატარებთ. მართალია, "სიტისთან" სერიოზული ფორა გვაქვს, თუმცა შეცდომების დაშვებას ნამდვილად აღარ ვაპირებთ. გამარჯვება დღესაც შეგვეძლო, მაგრამ მეტოქეს ქულა იასკელაინენმა მოუტანა. თამაშის ბოლო 20 წუთის განმავლობაში ის, უბრალოდ, ძალიან კარგი იყო".

თავის მხრივ, კარგად ითამაშა "მანჩესტერ სიტიმაც". "ქალაქელები" განსაკუთრებით კარგად გამოიყურებოდნენ ბოლო 25-30 წუთის განმავლობაში. რობერტო მანჩინიმ ხაზი გაუსვა მეტოქის კარგ გარჯასაც. მეტიც, მან "უიგანს" პრემიერლიგის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი უწოდა და განაცხადა, რომ "ათლეტები" გავარდნას არ იმსახურებენ: "დიახ, 3 ქულა მაინც ავიღეთ, მაგრამ ამის გაკეთება ძალიან გაგვიჭირდა. მეტოქეს გასაღები მხოლოდ მეორე ტაიმში მოვარგეთ და 3-4 რეალური მომენტი შევქმენით. იქამდე 60 წუთის განმავლობაში "უიგანი" ნამდვილად ჩვენზე უკეთ გამოიყურებოდა. ამ გუნდს ფანტასტიკური მწვრთნელი ჰყავს და მგონია, რომ პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნებას მაინც მოახერხებს.

ჩემს ფეხბურთელებში გამოვყოფ ტევესს, ვინც დიდი სამუშაო შეასრულა და კარგი გოლიც გაიტანა. ძალიან მიხარია მისი წარმატება. ხუთ დღეში ორი გადამწყვეტი თამაშის ჩატარება ძალიან ძნელია. ფეხბურთელები ამხელა დატვირთვამ ლამის გამოფიტა".

ფრენკ ლამპარდმა "ჩელსიში" მე-600 თამაში ჩაატარა

"ფულჰემი"-"ჩელსის" თამაშის წინა დღეებში რაფა ბენიტესმა განაცხადა, უმჯობესია, ჯონ ტერი შეეგუოს, რომ ამიერიდან თამაში იშვიათად მოუწევსო. ლონდონელთა 32 წლის კაპიტანმა გუნდის ესპანელ მთავარ მწვრთნელს პასუხი თამაშით გასცა - "ქრევეინ კოტეჯზე" დუბლი შეასრულა, რისი წყალობითაც მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

იქამდე ერთი ბურთი თავის ანგარიშზე მეორე ცენტრალურმა მცველმა დავიდ ლუისმა ჩაიწერა.

"დამაჯერებლად გამოვიყურებოდით და აშკარა იყო, რომ იმ სიძნელეებისთვის, რაც დერბის თან ახლავს ხოლმე, მზად ვიყავით. კარგ ხასიათზე დამაყენა თამაშის ხარისხმა, განსაკუთრებით იმან, რაც მეორე ტაიმში ვნახე. 2:0-ის შემდეგ იმასღა ველოდით, როდის გაიხსნებოდა მეტოქე და როდის მოგვეცემოდა შეტევაში მეტი თავისუფლება. წინა ხაზს უფრო ეფექტურად რომ ეთამაშა, კონტრშეტევებზე უკეთესი შედეგის მიღება შეგვეძლო, მაგრამ არც საბოლოო ანგარიში გვაძლევს უფლებას, უიღბლობაზე ვილაპარაკოთ.

მარტინ იოლმა თავისი გუნდი ძალიან კარგად მოამზადა, მაგრამ როცა მოედანზე მაღალი კლასის ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ გუნდთან გიწევს თამაში, ხშირად თამაშის მაღალი ორგანიზაციული დონე საკმარისი არ არის ხოლმე".

ამ შეხვედრაში კიდევ ერთი მოვლენა მოხდა, რომელსაც გვერდს ვერაფრით ავუვლით: "ქრევეინ კოტეჯზე" ჩატარებული თამაში ფრენკ ლამპარდისთვის მე-600 აღმოჩნდა ლონდონური კლუბის მაისურით. შეგახსენებთ, რომ მის ანგარიშზე ყველა ტურნირში ერთად 200 გოლია. პირველად მან "ჩელსის" მაისურა 2001 წლის 19 აგვიტოს "ნიუკასლთან" შეხვედრაში (1:1) მოირგო. ამ მაჩვენებლით ის მესამე ადგილზე გადავიდა. მასზე მეტჯერ "ჩელსის" ღირსება მხოლოდ რონ ჰარისსა (795) და პიტერ ბონეტის (729) დაუცავთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

რობერტო მანჩინი: "უიგანი" მთელი ერთი საათი ჩვენზე უკეთესად თამაშობდა

ალექს ფერგიუსონი: ენდი ქეროლი უნდა გაეძევებინათ

ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
"ლივერპულს" ასე გაუჭირდება - რა წინადადებით მიმართა ბარკოლას თაობაზე ინგლისურმა გრანდმა პსჟ-ის
ტრაპიზონში საგიჟეთია - სალაჰს 25 ათასი ფანი დახვდა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ოფიციალურად: საბა საზონოვი “ხეტაფეს” ფეხბურთელია
ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?
მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
"ბარსელონამ" ტერ შტეგენი "აიაქსში" გაუშვა