პლეი ოფის 13 მონაწილე ცნობილია
ლიბერტადორესის თასის ჯგუფური ეტაპი სრულდება. გასამართი დარჩა 4 შეხვედრა, რომელთა შესახებაც მომავალში ვისაუბრებთ. ამასობაში კიდევ სამ ჯგუფში დასრულდა ასპარეზობა და კიდევ 6 მერვედფინალისტი გაირკვა. უფრო სწორად - ორი, რადგან ოთხი გუნდის ვინაობა ბოლო ტურამდეც ცნობილი იყო. "ნასიონალს", "ბოკა ხუნიორსს", "ატლეტიკო მინეიროს" და "სანტა ფეს" "სან პაულო" და "რეალ გარსილასო" დაემატნენ.

ყველაზე უინტერესო სიტუაცია პირველ ჯგუფში იყო, სადაც მხოლოდ პირველი ადგილის მფლობელი იყო გამოსარკვევი. "სან მარტინთან" შერცხვენის შემდეგ (1:6), "ბოკამ" მორიგი მარცხი განიცადა და საბოლოოდ, ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა. პირველობა კი "ნასიონალმა" მოიპოვა, რომელიც ასევე დამარცხდა, მაგრამ არგენტინელთა ბედოვლათობის გამო ჯგუფში ლიდერის პოზიცია შეინარჩუნა.

თითო საგზური თამაშდებოდა მესამე და მერვე ჯგუფებში. მესამე ჯგუფში ბრაზილიური დერბი გაიმართა, რომელშიც "სან პაულომ" "ატლეტიკო მინეიროს" მოუგო და მომდევნო ეტაპზე გააღწია. სხვათა შორის, უკვე ცნობილია, რომ "სან პაულო" ყველაზე უარესი შედეგის მქონე მეორეადგილოსანი იქნება, ხოლო "ატლეტიკო მინეირო" საუკეთესო შედეგის მქონე პირველადგილოსანი. შესაბამისად, ეს გუნდები ერთმანეთს მერვედფინალში შეხვდებიან.

ჯერჯერობით მხოლოდ ეს ერთი წყვილია ცნობილი, დანარჩენი ბოლო მატჩების შემდეგ გაირკვევა.

ბრაზილიურ დერბიში ანგარიში როჟერიო სენიმ გახსნა და ლიბერტადორესის თასზე საკუთარი გუნდის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის სტატუსი კიდევ უფრო გაიმყარა. 40 წლის კიპერმა ამ სეზონში უკვე მესამე გოლი გაიტანა და ბომბარდირებშიც გაერია. ახლა ეს გუნდები კიდევ ორჯერ შეხვდებიან ერთმანეთს და ლეგენდარულ მეკარეს მონაგარის გაზრდის საშუალებაც ექნება.

ავი ძაღლის პრინციპით იმოქმედა სარანდის "არსენალმა", რომელიც ჯგუფიდან მხოლოდ იმ შემთხვევაში გავიდოდა, თუ თავად მოიგებდა, ხოლო "სან პაულო" გამარჯვებას ვერ შეძლებდა. საბოლოოდ, სარანდელებმა თავიანთი მატჩი მოიგეს, მაგრამ მაინც ჯგუფში ჩარჩნენ. მეორე ადგილის დაკავება შეეძლო ბოლივიურ "სტრონგესტს", მაგრამ ბოლივიელებს არგენტინაში მოგების შანსი არ ჰქონიათ.

მერვე ჯგუფში კოლუმბიურმა "სანტე ფემ", რომელიც აბსოლუტურად უმოტივაციოდ იყო, პერუს "რეალ გარსილასო" დაამარცხა და ასევე კოლუმბიურ "დეპორტეს ტოლიმას" ჯგუფიდან გასვლის შანსი მისცა, მაგრამ თანამემამულეებმა ამ საჩუქრით ვერ ისარგებლეს. ყველაზე საოცარი კი ის გახლავთ, რომ ასეთ გადამწყვეტ მომენტში "ტოლიმამ" ვერ დაამარცხა გუნდი, რომელსაც მანამდე ყველა მატჩი წაგებული ჰქონდა.

საბოლოოდ, "სერო პორტენიომ" პირველი და უკანასკნელი ქულა მოიპოვა, ჯგუფიდან კი "რეალ გარსილასო" გავიდა.

უკვე ცნობილია 1/8-ფინალის 13 მონაწილე. ესენი არიან: "ნასიონალი", "ბოკა ხუნიორსი", "პალმეირასი", "ატლეტიკო მინეირო", "სან პაულო", "ველეს სარსფილდი", "ემელეკი", "კორინთიანსი", "ტიხუანა", "სანტა ფე", "რეალ გარსილასო", "ოლიმპია" და "ნიუელს ოლდ ბოისი".

დარჩენილი სამი საგზურისთვის 6 გუნდი იბრძვის. მეორე ჯგუფში, მეორე ადგილის დაკავების შანსი პარაგვაის "ლიბერტადს" და არგენტინულ "ტიგრეს" აქვთ. ეს გუნდები ერთმანეთს პარაგვაიში ხვდებიან და მასპინძლებს ჯგუფიდან გასასვლელად ფრეც აწყობთ.

მერვე ჯგუფიდან გასვლის შანსი კი ოთხივე გუნდს აქვს. "ფლუმინენსე" "კარაკას" უმასპინძლებს და ჯგუფიდან არწაგების შემთხვევაშიც გავა, "უაჩიპატო" კი "გრემიოს" შეხვდება და თუ მოუგებს, მინიმუმ მეორე ადგილს დაიკავებს, თავის მხრივ, "გრემიოს" ხელს ფრეც აძლევს.

ლიბერტადორესის თასი. ჯგუფური ეტაპი

I ჯგუფი. VI ტური

ბარსელონა-ნასიონალი 1:0

გოლი: 1:0 კასტილიეხოსი (37).

გაძევება: პერლასა (90. ბარსელონა).

ტოლუკა-ბოკა 3:2

გოლები: 1:0 ე. ბენიტესი (9), 1:1 სომოსა (45), 2:1 ფ. სანტოსი (65), 2:2 გ. ფერნანდესი (77), 3:2 ფ. სანტოსი (81).

თ მ ფ წ ბ ქ

1. ნასიონალი 6 3 1 2 10-6 10

2. ბოკა 6 3 0 3 7-7 9

3. ტოლუკა 6 2 2 2 8-11 8

4. ბარსელონა 6 1 3 2 5-6 6

III ჯგუფი. VI ტური

არსენალი-სტრონგესტი 2:1

გოლები: 1:0 როლე (30), 2:0 ფურჩი (62), 2:1 რეინა (90).

სან პაულო-ატლ. მინეირო 2:0

გოლები: 1:0 როჟერიო სენი (57-პენ), 2:0 ადემილსონი (82).

თ მ ფ წ ბ ქ

1. ატლ. მინეირო 6 5 0 1 16-9 15

2. სან პაულო 6 2 1 3 8-8 7

3. არსენალი 6 2 1 3 10-15 7

4. სტრონგესტი 6 2 0 4 8-10 6

VIII ჯგუფი. VI ტური

სანტა ფე-რეალ გარს. 2:0

გოლები: 1:0 ვ. მედინა (46), 2:0 მარტინეს ბორხა (71).

გაძევება: გუადელუპე (79. რეალ გარსილასო).

სერო პორტენიო-დეპ. ტოლიმა 0:0

თ მ ფ წ ბ ქ

1. სანტა ფე 6 4 2 0 9-4 14

2. რეალ გარს. 6 3 1 2 8-7 10

3. დეპ. ტოლიმა 6 2 2 2 7-5 8

4. სერო პორტენიო 6 0 1 5 3-11 1

ბომბარდირები: 5 – ბ. როდრიგესი (უაჩიპატო); 4 – ბარეირო (ოლიმპია), სკოკო (ნიუელს ოლდ ბოისი), ვილიალობოსი (დეპორტეს იკიკე), გერერო (კორინთიანსი), მარტინეს ბორხა (სანტე ფე).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლიბერტადორესის თასი: თითქმის მომხდარი სასწაული

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...