იტალიის თასი. 1/2-ფინალის გამოხმაურება
რამდენიმე დღის წინ ხავიერ ძანეტიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ იტალიის თასის მოგებით, "ინტერი" უფერულ სეზონს გადაარჩენს... მოკლედ, თასი მილანელთა ბოლო შანსი იყო, მაგრამ ანდრეა სტრამაჩონის გუნდს აქაც მოეცარა ხელი. "ნერაძურის" "რომასთან" პირველი თამაშიც წაგებული ჰქონდა და მეორე მატჩიც დათმო, 2:3.

თამაშის პერიპეტიების აღწერას აღარ მოვყვებით, მხოლოდ იმას აღვნიშნავთ, რომ საწყისი და ბოლო წუთები "ინტერის" უპირატესობით წარიმართა, შუა პერიოდში კი "რომა" უკეთ უტევდა. შეხვედრის გმირად მატია დესტრო უნდა შევრაცხოთ, რომელმაც დუბლი შეასრულა და ისედაც მარგი ქმედების კოეფიციენტი ძალიან მაღალი ჰქონდა. ვთქვათ ისიც, რომ ორივე გუნდმა ძირითადი შემადგენლობით ითამაშა და პრინციპში, სხვაგვარად არც შეიძლებოდა ყოფილიყო.

იტალიელ ჟურნალისტთა ვარაუდით, "ინტერის" მორიგი ფიასკო და სეზონის უკვე გარდაუვალი ჩაფლავება ანდრეა სტრამაჩონისთვის განაჩენია... თუმცა, თვითონ მწვრთნელი ასე არ ფიქრობს და დარწმუნებულია, რომ მომდევნო სეზონშიც მილანური გრანდის მესაჭე იქნება:

"სეზონის ბოლომდე კიდევ არაერთი მატჩია და მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ჩემპიონატი მაჟორულ ნოტაზე დავასრულოთ. შეგირდების მიმართ კარგის მეტი არაფერი მეთქმის, რადგან ბოლომდე იბრძოლეს და თავი საუკეთესო კუთხით წარმოაჩინეს. უბრალოდ, დღეს მეტოქეს გაუმართლა, რომელსაც ასევე კომპლიმენტები მინდა ვუძღვნა.

ჩემი მომავალი? – დღეს ამაზე ფიქრისთვის ნამდვილად არ მცალია, რადგან წინ მნიშვნელოვანი მატჩები გვაქვს და სეზონი, რაც შეიძლება, მაღალ საფეხურზე უნდა დავასრულოთ. ისე კი, კლუბის ხელმძღვანელობისგან დიდ ნდობას ვგრძნობ და მჯერა, რომ ჩვენ ერთად მივაღწევთ წარმატებებს".

დერბი ფინალში

საპირისპირო ბანაკში სრულიად სხვაგვარი, საბრძოლო განწყობაა. "რომას" მწვრთნელ-ფეხბურთელებისთვის "ინტერთან" მატჩი უკვე წარსულია, წინ კი რომაული დერბია. დიახ, იტალიის თასის ფინალში "სტადიო ოლიმპიკოზე" "რომა" "ლაციოს" დაუპირისპირდება.

თუ რა მოხდა ბოლო რომაულ დერბიზე, ყველას კარგად მოგეხსენებათ; ამჯერად კი ტემპერატურა კიდევ უფრო მაღალი იქნება, გუნდები ფინალში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს და ტიტულისთვის იბრძოლებენ - თანაც საკუთარ კედლებში, "სტადიო ოლიმპიკოზე". გადამწყვეტი მატჩი 26 მაისს გაიმართება, ფრანჩესკო ტოტი კი საბრძოლო განწყობას აქედავე იქმნის:

"ეს იქნება უდიდესი მატჩი, რომელიც ჩვენი გამარჯვებით უნდა დავასრულოთ. "ლაციო" კარგი გუნდია, მაგრამ ჩვენ უფრო ძლიერები ვართ და ეს უნდა დავამტკიცოთ. წარმომიდგენია, რა ატმოსფერო იქნება "სტადიო ოლიმპიკოზე", სადაც ჩვენ ტრადიციულად ვხვდებით ერთმანეთს. ვფიქრობ, ბევრი რამე მწვრთნელების გამჭრიახობაზე იქნება დამოკიდებული, მე კი აურელიო ანდრეაცოლის ბოლომდე ვენდობი".

Video

17.04.13. ინტერი - რომა 2:3

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ფრანჩესკო ტოტი: თასის ფინალი მთელი რომისთვის უნიკალური იქნება [VIDEO]

zanetti_jonjoli
ავტორ, იქნებ გადაგეხედა ინტერის შემადგენლობისთვის. ნახევარი გუნდი აკლდა.
arqiteqtor
ლაშა წიკლაური - ინტერმა ძირითადი შემადგენლობით ითამაშა?
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მხოლოდ მესამე მწვრთნელი ისტორიაში - ამორიმი "მილანთან" ერთად წაუგებელია
ლაუტარო მარტინესი "ინტერს" ერთ თვეზე მეტხანს ვერ დაეხმარება
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...