პროფესიული კრივის სიახლეები
გასულ უქმეებზე 32 წლის კუბელმა მოკრივემ გილერმო რიგონდომ 30 წლის ფილიპინელი ნონიტო დონერი დაამარცხა და WBA-სა და WBO-ს ვერსიით გახდა მსოფლიოს ჩემპიონი პირველ ნახევრად მჩატე წონაში.

ამ ბრძოლამდე დონერს მე-5 ადგილი ეკავა ამერიკული გამოცემის, The Ring Magazine-ის ცნობილ რეიტინგში, რომელშიც მსოფლიოს საუკეთესო მოკრივეები შედიან (წონის გაუთვალისწინებლად). ცხადი იყო, რომ დონერი დაკარგავდა თავის პოზიციებს, მაგრამ საკითხავი იყო - ეყოფოდა თუ არა ეს მოგება რიგონდოს ათ საუკეთესოს შორის შესასვლელად.

დონერთან ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ რიგონდო უძლიერესი მოკრივე გახდა ნახევრად მჩატე წონაში, მაგრამ ექსპერტთა საბჭომ გადაწყვიტა, რომ ეს საკმარისი არ არის საუკეთესო ათეულში შესასვლელად. კუბელი პრეტენზიას აცხადებდა მერვე, მეცხრე ან მეათე ადგილზე, მაგრამ რობერტ გერერომ, ტიმოტი ბრედლიმ და ახლა მეათე ადგილამდე ჩამოქვეითებულმა დონერმაც მიაღწიეს გარკვეულ წარმატებებს.

4 მაისს გერეროს ბრძოლა აქვს ფლოიდ მეივეზერთან და თუ დამარცხდება, მაშინ ექსპერტთა საბჭო კიდევ ერთხელ განიხილავს რიგონდოს TOP10-ში შეყვანის საკითხს.

დღეისთვის The Ring Magazine-ის რეიტინგი ასე გამოიყურება:

1. ფლოიდ მეივეზერი (36 წლის), რეიტინგში ყოფნა: 81 კვირა

2. ანდრე უორდი (29 წლის), რეიტინგში ყოფნა: 103 კვირა

3. ხუან მანუელ მარკესი (39 წლის), რეიტინგში ყოფნა: 313

4. სერხიო მარტინესი (38 წლის), რეიტინგში ყოფნა: 153

5. ედრიენ ბრონერი (23 წლის), რეიტინგში ყოფნა: 17

6. მენი პაკიაო (34 წლის), რეიტინგში ყოფნა: 488

7. ვლადიმერ კლიჩკო (37 წლის), რეიტინგში ყოფნა: 137

8. რობერტ გერერო (30 წლის), რეიტინგში ყოფნა: 17

9. ტიმოტი ბრედლი (29 წლის), რეიტინგში ყოფნა: 133

10. ნონიტო დონერი (30 წლის), რეიტინგში ყოფნა: 205

მენიმ მეტოქე იპოვა?

ამასობაში გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ რვა წონით კატეგორიაში მსოფლიოს ექს-ჩემპიონმა, 34 წლის ფილიპინელმა მენი პაკიაომ, შესაძლოა, მომდევნო ბრძოლა გამართოს პირველ ნახევრად საშუალო წონაში WBO-ს ჩემპიონთან, 32 წლის ამერიკელ მაიკლ ალვარადოსთან.

შეხვედრის ჩატარება ოქტომბერში, მაკაოში იგეგმება. პაკიაოსთვის ეს იქნება პირველი დაბრუნება რინგზე იმ უმძიმესი ნოკაუტის შემდეგ, რომელიც ხუან მანუელ მარკესთან ბრძოლაში მიიღო. ალვარადომ დაახლოებით სამი კვირის წინ ჩაატარა თავისი ბოლო ბრძოლა: ამერიკელმა რევანში აუღო ბრენდონ რიოსს თავის კარიერაში ერთადერთი მარცხის გამო.

რუსმა პოლონელი აირჩია

რუსი სუპერმძიმეწონოსანი ალექსანდრ პოვეტკინი მომდევნო ბრძოლას გამართავს პოლონელ ანჯეი ვავჟიკთან. შეხვედრა 17 მაისს, მოსკოვში გაიმართება და ის იქნება ერთ-ერთი ნაწილი იმ საკრივო საღამოსი, რომლის მთავარი ბრძოლა იქნება 90.9-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში საჩემპიონო დაპირისპირება (WBA-ს ვერსიით) რუს დენის ლებედევსა და პანამელ გილერმო ჯონსს შორის.

შეგახსენებთ, რომ პოვეტკინი WBA-ს "ჩვეულებრივი" ჩემპიონის სტატუსს ფლობს, "სუპერჩემპიონი" კი ამ წონით კატეგორიაში უკრაინელი ვლადიმერ კლიჩკო გახლავთ. WBA-ს წესების თანახმად, კლიჩკომ 2013 წლის 31 აგვისტომდე უნდა გამართოს ბრძოლა პოვეტკინთან. მანამდე მას უფლება აქვს, ტიტული დაიცვას იმ მეტოქესთან შეხვედრაში, რომელსაც თავად აირჩევს.

25 წლის ვავჟიკმა პროფესიულ რინგზე 27 ბრძოლა ჩაატარა და ყველაში გამარჯვება მოიპოვა (13 - ნოკაუტით). 33 წლის პოვეტკინს 25-დან 25 ბრძოლა აქვს მოგებული (17 - ნოკაუტით).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ფილიპინელი ფავორიტის მარცხი ლას ვეგასის რინგზე

19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა
ზედიზედ მეოთხე გამარჯვება - ლაშა გურული შეუჩერებელია
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...