ვიდრე მეოთხედფინალები დაიწყება, გადავხედოთ ციფრებს და შევადგინოთ 22-ე ტურის სიმბოლური ნაკრები
13 აპრილს დასრულდა სუპერლიგის რეგულარული ეტაპი. გუნდები საპლეიოფოდ შეიმართნენ.

ვიდრე მეოთხედფინალები დაიწყება, გადავხედოთ ციფრებს და შევადგინოთ 22-ე ტურის სიმბოლური ნაკრები.

ცენტრისა და მსროლელის პოზიციებზე ოლიმპელები დავაყენეთ, სტევან მილოშევიჩი და ლევან ფაცაცია.

მათ ჩემპიონი "არმიას" დიდი სხვაობით დამარცხებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს. სტევანი ტურის საუკეთესო კალათბურთელადაც დასახელდა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 34-ს გაუტოლდა.

ქუთაისში "სოხუმი" ჩავიდა და დამარცხდა. შეუცვლელად ითამაშა მასპინძელთა აზერბაიჯანელმა პლეიმეიკერმა ზაურ ფაშაევმა, რომელმაც 9-დან 8 ორქულიანი, 3-დან 1 სამიანი, 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო.

ფაშაევსა და ფაცაციას ჩვენს ნაკრებში პერიმეტრზე დინამოელი ფლინ კლიმენი შეეშველება. მან, მართალია, აუტსაიდერი სტუ-ს წინააღმდეგ ითამაშა, მაგრამ ტურში ყველაზე მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი ჰქონდა - 38.

თავად განსაჯეთ: ფლინმა 4 ორქულიანი, 6 სამიანი და 9 საჯარიმო სტყორცნა, რომელთაგან მხოლოდ თითო ტყორცნა ააცილა. მის საბოლოო მონაგარს ფოტოზე იხილავთ.

წაგების მიუხედავად, კარგი გარჯა უნდა დავუფასოთ ბათუმელ ავთო ელიაშვილს, რომელსაც 4-ით მეტი დაფარება რომ მოეგროვებინა, სამმაგ დუბლს გამორჩებოდა.

გადავხედოთ სტატისტიკურ ლიდერებს. ქულებში საუკეთესო რუსთაველი ნეით ბოუია, მოხსნებში - ოლიმპელი სტევან მილოშევიჩი... რადგან სოხუმელ სერგო ათუაშვილს შეხვედრათა ნახევარზე მეტი არ ჩაუტარებია (სეზონის დასაწყისში ირანში თამაშობდა), ამიტომ მისი მონაგარი ლიდერებში ჯერ არ შეუტანიათ.

თუმცა სერგო არავის ჩამორჩება: საშუალოდ 21.4 ქულასა (ბოუის შემდეგ მეორე) და 16.6 მოხსნას აგროვებს. მოხსნებში იგი პირველი იქნებოდა... დაველოდოთ მომდევნო შეხვედრებს და ათუაშვილის ლიდერთა შორის ჩაწერას.

სუპერლიგა. XXII ტური

შსს აკადემია-სამედიცინო 104:31

ოლიმპი-არმია 88:56

დინამო-სტუ 111:88

რუსთავი-ბათუმი 84:73

ქუთაისი-სოხუმი 87:76

რეკორდები

ქულა

49 - ნეით ბოუი (რუსთავი)

2-ქულ 17/29; 3-ქულ 5/10; საჯ 0/2

09.03.13 სოხუმი-რუსთავი

მოხსნა

26 - სერგო ათუაშვილი (სოხუმი)

(მეტოქ: 5; საკუთ: 21)

09.03.13 სოხუმი-რუსთავი

პასი

12 - დეონტა ვონი (შსს აკადემია)

03.11.12 შსს-თსუ

12 - გიორგი გაფრინდაშვილი (სამედიცინო)

15.12.12 სამედიცინო-სტუ

12 - მალხაზ აბაიშვილი

(რუსთავი)

04.02.13 რუსთავი-სტუ

12 - ზაურ ფაშაევი (ქუთაისი)

06.02.13 სამედიცინო-ქუთაისი

12 - გივი ბაქრაძე (თსუ)

23.02.13 თსუ-ოლიმპი

12 - ლაშა გამყრელიძე (არმია)

23.02.13 სტუ-არმია

ჩაჭრა

8 - ლევან ფაცაცია (ოლიმპი)

23.02.13 თსუ-ოლიმპი

დაფარება

8 - მილან ოლუიჩი (დინამო)

26.10.12 ბათუმი-დინამო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს
გაფრინდაშვილის გმირობა და რუსთავის ზედიზედ მე-4 გამარჯვება
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია