ბოლნისის "სიონის" მთავარმა მწვრთნელმა ქართულ-აზერბაიჯანული გაერთიანებული ჩემპიონატის იდეასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა
ბოლნისის "სიონის" მთავარმა მწვრთნელმა არმაზ ჯელაძემ ქართულ-აზერბაიჯანული გაერთიანებული ჩემპიონატის იდეასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, ასეთი იდეის არსებობის შესახებ ცოტა ხნის წინ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ განაცხადა.

"ერთი შეხედვითაც ცხადია, რომ პროექტი საინტერესოა. ერთი მხრივ, მესმის, რაც სურს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს - რომ საკუთარ ნაჭუჭში ჩაკეტილები არ უნდა ვიყოთ.

აზერბაიჯანელებთან და სხვებთან გაერთიანებული ჩემპიონატი მაყურებელს დღევანდელზე მეტად დააინტერესებს, სპონსორები ამ ტურნირისკენ უფრო გამოიხედავენ, გუნდებსა და მოთამაშეებსაც მეტი სტიმული გაუჩნდებათ.

მაგრამ ჯერ გაერთიანებული ჩემპიონატის იდეა ბოლომდე ჩამოყალიბებული არც არის და ბევრი კითხვაც იბადება. დადებითთან ერთად, მას ბევრი უარყოფითი შედეგიც ექნება - აზერბაიჯანში მითამაშია და კარგად ვხვდები, რა შეიძლება მოხდეს.

ჩვენს მეზობლებს აქვთ ნავთობი და ფინანსურად ყოველთვის გვაჯობებენ. მიუხედავად იმისა, რომ ქართველებს ფეხბურთში გაცილებით მეტი ნიჭი გვაქვს, ბიუჯეტებში ჩამორჩენა თავისას მაინც იზამს - ისინი ბევრად უკეთეს მოთამაშეებს ჩამოიყვანენ და ამ სხვაობას გაგვიბათილებენ, რაც გუნდების დონესა და შედეგებზე გავლენას მოახდენს.

გარდა ამისა, გაერთიანებისას მთელი ყურადღება სწორედ ამ ტურნირზე გადავა, საქართველოს ჩემპიონატი და აქ დარჩენილი კლუბები კი დაიჩრდილებიან და მეშინია, რომ ბევრ ნიჭიერ ახალგაზრდას გზა გადაეღობება.

ამიტომაც მირჩევნია, რომ ჩემპიონატი კვლავ დამოუკიდებლად ჩავატაროთ, 16 გუნდი მარტივად, ორ წრედ ვათამაშოთ და ნახავთ, ნელ-ნელა აქ ახალგაზრდები როგორ გაიზრდებიან.

მთავარია, ინვესტიციები ჩაიდოს და არსებული პრობლემები მცირედით მაინც მოვაგვაროთ".

ასევე იხილეთ:

დაინტერესდება ჩვენი ქომაგი აზერბაიჯანულ-ქართული ლიგით?

რეალურია ქართულ-აზერბაიჯანულ-ყაზახური ჩემპიონატის ჩატარება?

ლევან ყიფიანი: ჯერ გაერთიანებული ჩემპიონატის პროექტი უნდა ვნახოთ

კახა კალაძე: საქართველოს ჩემპიონატი დამოუკიდებლად უნდა გაგრძელდეს

გურამ რუხაძე: ეს 25 მილიონი ბარემ ჩვენს ჩემპიონატს მოვახმაროთ

ელგუჯა ქომეთიანი: კლუბები გაძლიერდებიან, ხალხი სტადიონზე დაბრუნდება

რევაზ ძოძუაშვილი: მეშინია, დღევანდელი ფეხბურთით თავი არ მოგვეჭრას

გიორგი ყიფიანი: ამ ეტაპზე სხვა რამეზე უნდა ვიზრუნოთ

გია გურული: ჯერ ჩვენს ჩემპიონატსა და ბავშვთა ფეხბურთს მივხედოთ

სოსო ფრუიძემ გაერთიანებული ჩემპიონატის იდეაზე ისაუბრა

გია ისიანი: ურიგო არ იქნება, თუ ასეთი ტურნირის ჩატარებას ვცდით

მალხაზ ჟვანია: ერთობლივი ლიგა ქართველებისთვის მომგებიანი იქნება

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...