ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ანთალიური ალიყური

ანთალიური ალიყური

სოსო ლიპარტელიანს მსოფლიოს გუნდურმა პირველობამ დიდი საფიქრალი დაუტოვა

ჩვენმა ძიუდოისტმა ვაჟებმა წარუმატებლად იასპარეზეს ანთალიაში მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატში - ორი შეხვედრა წააგეს და რვაგუნდიან ტურნირში მეშვიდე ადგილზე გავიდნენ.

თავდაპირველად სამხრეთ კორეის გუნდთან დათმეს ორთაბრძოლა - 2:3. კორეელები თურქეთში საკმაოდ ძლიერი გუნდით ჩავიდნენ, სოსო ლიპარტელიანმა კი მათ ეს შემადგენლობა დაუპირისპირა: დავით ასუმბანი (66), ნუგზარ ტატალაშვილი (73), ავთანდილ ჭრიკიშვილი (81), ვალერი ლიპარტელიანი (90) და ლაშა გუჯეჯიანი (+90). მეტოქე თავიდანვე დაწინაურდა - ასუმბანი დამარცხდა. ტატალაშვილმა ანგარიში გაათანაბრა, გუნდის დაწინაურება კი ჭრიკიშვილს შეეძლო. ლიპარტელიანი ენდო ამ ახალგაზრდა ფალავანს, რომელიც წინა შაბათს მაროკოში თანატოლებში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, ერთი თვით ადრე კი ამავე ასაკში ევროპის ჩემპიონობაც მოიპოვა. მწვრთნელი თურქეთში მის დატვირთვას არ აპირებდა, მაგრამ პირველივე შეხვედრაში დააყენა. შეგირდიც უმართლებდა იმედს და საქმე გამარჯვებისკენ მიჰყავდა, მაგრამ გამოუცდელობით წააგო და კორეელები ისევ დაწინაურდნენ - 2:1.

ანგარიში კვლავ გათანაბრდა - ლიპარტელიანმა მოიგო და ყველაფერი მძიმეწონოსანთა შერკინებას უნდა გადაეწყვიტა. გუჯეჯიანი მსგავსი ტვირთის ტარებას შეჩვეულია - წინა ანალოგიურ შეჯიბრებებში ერთ შეხვედრაში მაინც უწევდა ბეწვის ხიდზე გავლა. ორი წლის წინ ტოკიოში სულაც ორჯერ მოგვაგებინა ბოლოს, მაგრამ ახლა ვერ შეძლო გუნდის "ამოქაჩვა". ეტყობა, მის შემთხვევაში ყველაფერმა ერთად იჩინა თავი - გაცდენილმა პერიოდმა, მოუმზადებლობამ, ალბათ, განწყობაც აკლდა...

ამ მარცხის შემდეგ კვლავაც რჩებოდა ბრინჯაოს მოპოვების რეალური შანსი - დამამშვიდებელში რუსეთს ვხვდებოდით, რომელიც სათადარიგოებით იყო ანთალიაში ჩასული (თუ მთლად მესამე შემადგენლობით არა). ერთი შეხედვით, მათთან წარმატება მოსალოდნელი იყო, დამამშვიდებლის ფინალში კი სავარაუდო მეტოქედ თურქეთი ჩანდა - მასპინძლები ნახევარფინალში ჩვენსავით ორივე შეხვედრის წამგები მონღოლეთის დამარცხებით გავიდნენ, იქ კი ბრაზილიელებს ხვდებოდნენ. მათთვის მონღოლეთის დამარცხება იქნებ აღსანიშნავი იყო - რაც უნდა იყოს, პირადი შემადგენლობით აზიელებს ბევრად ძლიერი გუნდი ჰყავთ, თუმცა ბრაზილიელებთან თურქთა გამარჯვება უტოპიას ჰგავდა. ამერიკელები ტურნირზე ძალიან ძლიერი გუნდით ჩავიდნენ და ქვეჯგუფში ასევე ძალზე ძლიერ ფრანგებსაც მოუგეს. თურქები მათთან შეხვედრაში განწირულნი ჩანდნენ და აკი წააგეს კიდეც.

მოკლედ, ჩემპიონატში მოულოდნელობები არ მომხდარა და ჩვენები თუ იყოჩაღებდნენ, ბრინჯაოს მოპოვებაც სავსებით რეალურად შეეძლოთ, მაგრამ საქმეც ისაა, რომ ვერ ივარგეს. რუსებთან შეხვედრისთვის ლიპარტელიანმა ორი ცვლილება განახორციელა - ჭრიკიშვილის ნაცვლად ხვიჩა ხუციშვილი აჭიდავა, გუჯეჯიანი კი ზვიად ხანჯალიაშვილით შეცვალა. სამწუხაროდ, ამან შედეგი არ გამოიღო - ჩვენებმა მიჯრით წააგეს პირველი ოთხი შეხვედრა და მხოლოდ ხანჯალიაშვილმა იმარჯვა, თუმცა ამ დროს ყველაფერი გადაწყვეტილი იყო და ეს მოგება არაფერს ცვლიდა. განსაკუთრებით მოულოდნელი ვალერი ლიპარტელიანის მარცხი იყო კირილ ვოპროსოვთან, ვისაც ორი კვირის წინ როტერდამის ტურნირზე მოუგო.

ტურნირში ასეთი ცუდი გამოსვლა დასანანი იმიტომაცაა, რომ იქ ჭიდაობა არ გვეკუთვნოდა და დიდი მოლაპარაკებების შემდეგ დაგვიშვეს. ამ შეჯიბრებამ სოსო ლიპარტელიანსაც დიდი საფიქრალი დაუტოვა - აშკარაა, რომ გუნდის ძველ ლიდერებს გვარიანი მუშაობა მართებთ ძველ კონდიციებამდე ასამაღლებლად. იმედია, 20-21 ნოემბერს ჩასატარებელი საქართველოს ჩემპიონატი ბევრად უკეთეს რეალობას დაგვანახებს.

თავად მსოფლიოს ჩემპიონატს რაც შეეხება, ვაჟებში კვლავაც იაპონელებმა იმარჯვეს იმის მიუხედავად, რომ ძალზე გადახალისებული გუნდი ჩაიყვანეს. მათ ჯერ რუსებს მოუგეს, მერე კი, ნახევარფინალში კორეა დაამარცხეს - 3:2 ორივესთან, ფინალში კი ბრაზილიელებს 4:1 აჯობეს.

ქალებში ჰოლანდიელებმა იმარჯვეს. არადა, ცოტა მოულოდნელია მათ მიერ ნახევარფინალში იაპონელების დამარცხება, როგორც მეორე ნახევარფინალში - გერმანელების მიერ ფრანგების ძლევა. თუმცა ფრანგებმა მერე ვერც ბრინჯაოსთვის ბრძოლაში შეძლეს თურქებთან წარმატების მოპოვება.

კვარცხლბეკი

ვაჟები. 1. იაპონია, 2. ბრაზილია, 3. კორეა, რუსეთი.

ქალები. 1. ჰოლანდია, 2. გერმანია, 3. იაპონია, თურქეთი.

ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა

ისტორიაში პირველად - საქართველოს პარაძიუდოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

ფინალში რუსი იპონით დაამარცხა - თენგო ზირაქაშვილი ევროპის თასის ჩემპიონია!

ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო

"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"

U19 | საქართველო 2:2 ლატვია

ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია

"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ

"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა

ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა

საფრანგეთი და იტალია დაზავდნენ, ბელგიამ თურქეთი დაამარცხა

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?

[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები უნგრეთთან დამარცხდა და 1 ქულით აუტსაიდერია

უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

რაფინია მძიმე ტრავმას გადაურჩა

ოლმოს ხორვატიაში დაბრუნება სურს

სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია

საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ

"ვისაც ფეხბურთი ესმის, ყველამ იცის "ოქროს ბურთი" ვინ უნდა მოიგოს" - ნიკო უილიამსი

"დღეს ის ფეხბურთელი ვარ, რომელზეც "ბარსელონაში" ყოფნისას ვოცნებობდი" - უსმან დემბელე

"თუ ჰპირდები, უნდა შეასრულო" - ბელგიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდო დაიცვა

"ჩვენთვის ეს ადამიანი ღმერთთან ახლოსაა" - ტიერი ანრი

ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს