სენსაცია: გელზენკირხენელებს ფელიპე სანტანა 1 მილიონი ევრო უჯდებათ
ეს იგივეა, "ბარსელონას" ფეხბურთელი "რეალში" რომ გადავიდეს, ან "ბოკა ხუნიორსის" ფეხბურთელმა ეს გუნდი "რივერ პლეიტზე" რომ გაცვალოს: წინა კვირაში 27 წლის ბრაზილიელმა მცველმა ფელიპე სანტანამ დორტმუნდის "ბორუსია" მსაჯის მიერ დამატებულ მეორე წუთზე გატანილი გოლით ჩეპიონთა ლიგის ნახევარფინალში გაიყვანა და დორტმუნდის ფანებს კიდევ უფრო მეტად შეაყვარა თავი, ახლა კი გაირკვა, რომ სანტანა მომდევნო სეზონიდან "ბორუსიას" მოსისხლე მტერ "შალკეში" იასპარეზებს!

გავრცელებული ცნობების თანახმად, ბრაზილიელი მცველის ტრანსფერი გადაწყვეტილია - გასარკვევი მხოლოდ რამდენიმე დეტალი დარჩა. "ბილდის" ინფორმაციით, ფეხბურთელი, რომელიც "დორტმუნდში" 2008 წლიდან თამაშობს, "შალკეს" სულ რაღაც 1 მილიონი ევრო დაუჯდება.

"დორტმუნდისა" და "შალკეს" ხელმძღვანელებმა გუშინ ფელიპე სანტანას ტრანსფერზე კომენტარის გაკეთება არ ისურვეს. ფაქტია, რომ სანტანამ გელზენკირხენულ კლუბში 32 წლის კრისტოფ მეტცელდერი უნდა შეცვალოს - ამ უკანასკნელს "შალკესთან" კონტრაქტი ამ სეზონის ბოლოს ეწურება. მიზეზი, თუ რატომ ტოვებს სანტანა "დორტმუნდს" ყველასათვის გასაგებია: მატს ჰუმელსისა და ნევენ სუბოტიჩის კომპანიაში მას "ბორუსიას" ძირითად შემადგენლობაში თავის დამკვიდრების შანსი არ აქვს. სამაგიეროდ, ბევრისთვის კიდევ დიდხანს იქნება გაუგებარი, რატომ გადაწყვიტა მან მაინცდამაინც "შალკეში" გადასვლა - ცნობილია, რომ სხვა შეთავაზებებიც ბევრი ჰქონდა.

აქვე ისიც ვთქვათ, რომ ფელიპე სანტანა არ არის პირველი ფეხბურთელი, რომელმაც რურის დერბის ერთი გრანდიდან მეორეში გადასვლა გადაწყვიტა. სწორედ ეს გზა გაიარეს თავის დროზე ანდი მიოლერმა და როლფ რიუსმანმაც. სტან ლიბუდა კი თავის დროზე "შალკედან" "დორტმუნდში" გადავიდა და მერე ისევ "შალკეში" დაბრუნდა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

haha :D
ლიბუდას მაგარი უღადავია :D
შაკო
თავის დამკვიდრების შანსი როგორ არ ქონდა. სუბოტიჩს ნაღდად ჯობდა და ამოაგდო კიდეც სასტავიდან
40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია