მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი რუსი ანასტასია პავლიუჩენკოვას მწვრთნელი გახდა
ამ ცოტა ხნის წინ ვწერდით იმის შესახებ, რომ მსოფლიოს ყოფილმა პირველ ნომერმა, მარტინა ჰინგისმა მწვრთნელობას მიჰყო ხელი და რუსი ანასტასია პავლიუჩენკოვას მწვრთნელმ გთხდა....

- თქვენ გიცნობთ, როგორც დიად ჩოგბურთელს. რაში გამოიხატება მწვრთნელი მარტინა ჰინგისის ფილოსოფია?

- რა თქმა უნდა, მესმის, რომ კარგი ჩოგბურთელი ყოველთვის არ ნიშნავს კარგ მწვრთნელს. ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია იცოდე რას აკეთებ: უნდა გესმოდეს ვარჯიშების პროცესის, იცნობდე შენს შეგირდსა და მის მეტოქეებს. რაც შეეხება ჩემს ფილოსოფიას, მე ის უკვე ძალიან დიდი ხანია გადავიღე დედაჩემისგან, რომელმაც ბევრი რამ მასწავლა. ის ბევრს მუშაობდა და ბავშვობიდან მიმახვედრა: თუ გინდა მწვერვალზე იყო, დროულად უნდა გააკეთო ის, რაც შენგან არის საჭირო. ვნახოთ, რამდენად გამომივა ეს მწვრთნელობისას. მხოლოდ დრო გვიჩვენებს ამას.

- მას შემდეგ, რაც მეორედ დაასრულეთ პროფესიული კარიერა, რაღაც დროით ჩოგბურთიდან წახვედით. როდის მიხვდით, რომ დაბრუნების დრო იყო?

- ეს დროში გაწელილი პროცესი იყო. ორი წლით მართლაც მთლიანად გამოვეთიშე საჩოგბურთო სამყაროს. შემდეგ საჩვენებელი მატჩების თამაში დავიწყე, შევქმენი საჩოგბურთო ტანსაცმლის საკუთარი ხაზი და მივხვდი, რომ ჩოგბურთი - ჩემი სახლია. ყველაზე კარგად იმას ვაკეთებ, რაც ჩოგბურთთან არის დაკავშირებული. სწორედ მან მასწავლა ცხოვრებაში ძირითადი ნიუანსები. მოგვიანებით კი ჩავერთე პატრიკ მურატოგლუს აკადემიის საქმეებში: თავიდან^ უბრალოდ მოთამაშეების კონსულტანტი ვიყავი, ახლა კი დამოუკიდებელი მწვრთნელი ვხდები.

- ბევრს აინტერესებს, მართლა იგეგმებოდა თუ არა ლონდონის ოლიმპიადის მიქსტში თქვენი და როჯერ ფედერერის გამოსვლა?

- როჯერმა დამირეკა გასულ წელს, რაც, რა თქმა უნდა, დიდი პატივი იყო ჩემთვის. მე მას ვუთხარი: “მართლა მიგაჩნია, რომ დიდხნიანი უთამაშებლობის შემდეგ, შემიძლია შენთან ერთად მიქსტის თამაში?” მაგრამ შემდეგ დავფიქრდი ამასთან დაკავშირებით. იმ პერიოდში მონაწილეობას ვიღებდი ამერიკულ ტურნირში - Team Tennis-ში და ძველებურად ვამარცხებდი ჩოგბურთელებს, რომლებიც 50-60-ე ადგილებს იკავებდნენ რეიტინგში. ამასთან, წყვილებსა და მიქსტში ყოველთვის გამომდიოდა თამაში. მაგრამ, საბოლოოდ მივხვდი, რომ ნახევარი წელი მომქანცველი ვარჯიშები მხოლოდ ოლიმპიადის მიქსტისთვის - მეტისმეტი იქნებოდა.

საჩოგბურთო ვარსკვლავები, რომლებიც მწვრთნელები გახდნენ

ივან ლენდლი (აშშ)

94 ტიტული ერთეულებში (8 - "დიდი სლემის" ტურნირებზე). მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი.

2011 წლის 31 დეკემბრიდან ენდი მარეის მწვრთნელი. ლენდლის ხელმძღვანელობით, მარეიმ ავსტრალიის ღიასა(2011) და უიმბლდონის (2012) ფინალამდე მიაღწია, რის შემდეგაც მოიგო ოლიმპიადა და აშშ-ის ღია პირველობა. ისევე როგორც ლენდლმა, ბრიტანელმაც "დიდ სლემზე" თავისი პირველი ტიტული მას შემდეგ მოიგო, რაც ოთხჯერ დამარცხდა ფინალში.

კიმი კონორსი (აშშ)

109 ტიტული ერთეულებში (8 - "დიდი სლემის" ტურნირებზე). მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი.

2006 წლის 24 ივნისიდან ავარჯიშებდა მსოფლიოს ყოფილი პირველ ჩოგანს ენდი როდიკს, რომელმაც ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით მაშინვე მოიგო ცინცინატის მასტერსი და კარიერაში მეორედ მიაღწია აშშ-ის ღიას ფინალამდე. 2007 წლის სეზონის დიდი ნაწილი ამერიკელი მსოფლიოს რეიტინგის პირველ ხუთეულში იმყოფებოდა. მაგრამ, 2008 წლის 6 მარტს გამოცხადდა კონორსთან თანამშრომლობის დასრულების შესახებ.

ტონი როჩი (ავსტრალია)

26 ტიტული ერთეულებში (1 - "დიდი სლემის" ტურნირებზე). რეიტინგის ყოფილი მე-2 ნომერი.

ერთეულებში 1966 წლის როლან გაროსის გამარჯვებული და წყვილებში ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელი ისტორიაში. მან სამწვრთნელო კარიერაშიც ძალიან დიდ წარმატებებს მიაღწია. ტონის შეგირდები იყვნენ ივან ლენდლი, პატრიკ რაფტერი, ლეიტონ ჰიუიტი, როჯერ ფედერერი... ამასთან, რაფტერმა როჩთან თანამშრომლობის დაწყებიდან ერთი წლის თავზე მოიპოვა რეიტინგში ლიდერობა. საინტერესოა, რომ ლენდლმა როჩი უიმბლდონის მოსაგებად დაიქირავა, მაგრამ მაინც ვერ აისრულა ოცნება, ფედერერმა კი როლან გაროსზე წარმატებისთვის, რაც აასრულა კიდეც 2009 წელს (მაშინ როჩი შვეიცარიელს აღარ ავარჯიშებდა).

ჰანა მანდლიკოვა (ავსტრალია)

27 ტიტული ერთეულებში (4 - "დიდი სლემის" ტურნირებზე). რეიტინგის ყოფილი მე-3 ნომერი.

ცხრა წლის განმავლობაში ავარჯიშებდა ჩეხ იანა ნოვოტნას, რომელიც 1997 წელს მსოფლიოს მეორე ჩოგანი გახდა, 1998-ში კი უიმბლდონი მოიგო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

მონაკოს "მასტერსი": უთამაშებლად მეორე ადგილზე

ერთ დროს ჩოგბურთის ამომავალი ვარსკვლავი დოპინგ კონტროლზე კოკაინის გამო ჩავარდა
ნოვაჯ ჯოკოვიჩი ცინცინატის მასტერსზე პირველივე წრეში დამარცხდა
"ყველაფერი ჩემ გარშემო აღარ ტრიალებს " - ნოვაჯ ჯოკოვიჩი
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა