პოლიცია ბოსტონის მარათონის დროს მომხდარი ტერაქტის გამოძიებას აგრძელებს
ამერიკის შეერთებული შტატების პოლიცია ბოსტონის მარათონის დროს მომხდარი ტერაქტის გამოძიებას აგრძელებს.

როგორც სააგენტო AP იტყობინება, ამ აფეთქებაში ეჭვმიტანილნი არიან ამერიკაში რუსეთიდან ჩასული ჩეჩნები - 19 წლის ჯოხარ ცარნაევი და მისი 26 წლის ძმა - ტამერლანი. ეს უკანასკნელი ორი დღის წინ, ღამით პოლიციასთან დაპირისპირებაში დაიღუპა მას შემდეგ, რაც ცარნაევებმა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ტერიტორიაზე ჩაცხრილეს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელი. ჯოხარ ცარნაევმა გაქცევა მოახერხა. ბოსტონის ტერაქტებთან დაკავშირებით კიდევ სამი ადამიანია დაკავებული, თუმცა მათ გვარებს არ ასახელებენ.

ჯოხარ ცარნაევზე ძებნაა გამოცხადებული. ბოსტონსა და მის გარეუბნებში გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. მოსახლეობას ურჩევენ, თავი შეიკავონ სახლების დატოვებისგან. გაჩერებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ტაქსების მოძრაობა.

პოლიციამ ალყა შემოარტყა სახლს, სადაც შეიძლება იმალებოდეს ცარნაევი. ამასთან, არ არსებობს ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, სად იმყოფება ამ მომენტისთვის ეჭვმიტანილი. ოპერაციის ადგილს პოლიცია აკონტროლებს. ტერიტორიაზე არ დაუშვეს ჟურნალისტები და აუკრძალეს მათ ეთერში პოლიციის გადაადგილების შესახებ ინფორმაციის გავრცელება.

როგორც გაირკვა, ჯოხარ ცარნაევი აშშ-ში ლეგალურად იმყოფებოდა და კემბრიჯის ერთ-ერთ სასწავლო დაწესებულებაში იღებდა განათლებას. უფრო მეტიც, მან სტიპენდია მიიღო და 2011 წელს, სასწავლებლის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელეს.

გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილი თანამშრომელი დონ ბორელი აცხადებს, რომ ძმები ცარნაევები ბოლო დროს რელიგიურ ექსტრემიზმს ქადაგებდნენ. NBC-ს ეთერში ბორელიმ თქვა, რომ ცარნაევები უკავშირდებოდნენ რომელიღაც რადიკალურ დაჯგუფებას, რომელიც თურქეთისა და ჩეჩნეთის ტერიტორიაზე მოქმედებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

12 დაღუპული, 50 დაჭრილი - ბოსტონის სისხლიანი მარათონი [VIDEO]

"სასქესო ორგანო გაჩვენოთ?" - ოლიმპიური ჩემპიონის სქესში ეჭვი შეიტანეს [PHOTO]
ვიქტორ სანეევის სახელობის ღია პირველობა
"თავმდაბლობას არ დავიწყებ, ვიცი, რომ წელსაც მეკუთვნოდა..." - ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა