საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში რეგულარული გათამაშების ბოლოსწინა ტურმა შესაძლოა ყველა კითხვაზე გასცეს პასუხი
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში რეგულარული გათამაშების ბოლოსწინა ტურმა შესაძლოა ყველა კითხვაზე გასცეს პასუხი. პლეი ოფის სამი მონაწილეს ვინაობა გარკვეულია.

ასევე ცნობილია ის ორი გუნდიც, რომელიც პირველ დივიზიონს დატოვებს. დასადგენი პლეი ოფის დარჩენილი სამი მონაწილის ვინაობაღაა.

ბოლოსწინა, 25-ე ტურის ცენტრალური მატჩი კლერმონში გაიმართება, სადაც დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "ვულკანები" ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს, ჯაბა ბრეგვაძისა და ვასილ კაკოვინის "ტულუზს" უმასპინძლებს. მას შემდეგ, რაც ტულუზელებმა კლერმონში მოიგეს, 11 წელიწადი გავიდა.

"ვულკანებს" საკუთარ მოედანზე 58 თამაშია არ წაუგია. ამიტომ, ძნელად სავარაუდოა, რომ ამჯერად ტულუზელებმა მასპინძლებს რაიმე დააკლონ. მით უფრო, რომ გამარჯვების შემთხვევაში "კლერმონი" პირდაპირ ნახევარფინალში დაიბევებს ადგილს. თუმცა ამის გაკეთება სტუმრად "ბორდოსთან" ბოლო ტურშიც შეუძლია.

მასპინძელთა გუნდის "ჰაინეკენის თასის" გათამაშების მეოთხედფინალში დაშავებული მორაგბეები გამოჯანმრთელდნენ და სრულ საბრძოლო მდგომარეობაში არიან.

ძირითად შემადგენლობაში ითამაშებენ, საქართველოს ნაკრების შერკინების ბურჯები დავით ზირაქაშვილი და ვასილ კაკოვინი, შერკინების კვაჭი ჯაბა ბრეგვაძე თადარიგშია, საქართველოს ნაკრების მესამეხაზელი ვიქტორ კოლელიშვილი განაცხადში არ არის.

გათამაშების ლიდერი დავით ქუბრიაშვილის, ლევან ჩილაჩავასა და კონსტანტინე მიქაუტაძის "ტულონი" სტუმრად ითამაშებს "გრენობლთან". "ალპელები" მეტოქეს საფეხბურთო კლუბ "გრენობლის" სტადიონზე დაუხვდებიან და შეეცდებიან, წაგებების ის სერია შეწყვიტონ, რომელიც ჯერ კიდევ თებერვალში დაიწყო.

"ტულონს" პირდაპირ ნახევარფინალში თამაში უკვე განაღდებული აქვს. ამიტომ, გუნდის თავკაცმა ბერნარ ლაპორტმა გადაწყვიტა რამდენიმე წამყვანი მოთამაშე დაასვენოს. ესენია: ჯონი ვილკინსონი, მატიო ბასტარო, ენდრიუ შერიდანი, კარლ ჰეიმანი და ბაკის ბოთა. მაქსიმ მერმოსი და დენი როსუ კი ტრავმირებულნი არიან.

ჩილაჩავა ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს, ქუბრიაშვილი და მიქაუტაძე სათადარიგოთა შორის იქნებიან.

მამუკა გორგოძის, მიხეილ ნარიაშვილისა და გიორგი ჟღენტის "მონპელიეს" შეუძლია გასვლით მატჩში უმოტივაციო ბასკური "ბაიონის" დამაცხება და რეგულარული გათამაშების დასრულებამდე ერთი ტურით ადრე პლეი ოფის საგზურის მოპოვება.

მონპელიელებმა მოახერხეს საჭირო მომენტში ძალების მობილიზება და ბოლო სამ ტურში ზედიზედ სამი გამარჯვება მოიპოვეს. 24-ე ტურში სულაც შინ დაამარცხეს ჩემპიონი "ტულუზი".

გორგოძე და ნარიაშვილი ძირითად შემადგენლობაში არიან, ჟღენტი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთვება.

პლეი ოფში თამაშის უფლებას აუცილებლად მოიპოვებს ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრი", რომელიც შინ ეთამაშება დივიზიონიდან უკვე გავარდნილ თამაზ მჭედლიძის "მონ დე მარსანს".

კასტრელებს სავარაუდოდ მეტოქის დამარცხება არ უნდა გაუჭირდეთ, რაც საშუალებას მისცემს, ნახევარფინალის შესარჩევი მატჩი ითამაშოს.

კიდევ ერთი ქართველის, ზურაბ ჟვანიას პარიზული "სტად ფრანსე", რომელიც უმოტივაციოდაა დარჩენილი, შინ ეთამაშება თანაქალაქელ "მეტრო რასინგს".

XXV ტური

კლერმონი-ტულუზი, ბაიონი-მონპელიე, ბორდო-ბიარიცი, აჟენი-პერპინიანი, კასტრი-მონ დე მარსანი, გრენობლი-ტულონი, სტად ფრანსე-მეტრო რასინგი.

სატურნირო მდგომარეობა

1. ტულონი - 84 ქულა, 2. კლერმონი - 82, 3. ტულუზი - 74, 4. კასტრი - 68, 5. მეტრო რასინგი - 68, 6. მონპელიე - 67, 7. პერპინიანი - 61, 8. ბიარიცი - 52, 9. გრენობლი - 50, 10. სტად ფრანსე - 50, 11. ბაიონი - 49, 12. ბორდო - 43, 13. აჟენი - 27, 14. მონ დე მარსანი - 15.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში რეგულარული გათამაშების ბოლოსწინა ტურმა შესაძლოა ყველა კითხვაზე გასცეს პასუხი

გია ხარაიშვილს "ბარბაროსებში" უხმეს
დავით ბოლღაშვილის "მონაკომ" ფედერალ 1-ში დაბრუნება იზეიმა!
ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
"კუნძულები ჩვენია" - გამარჯვებულმა არგენტინელებმა მოედანზე ბანერი გაიტანეს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს
საფრანგეთის ნაკრებს მუნდიალის შემდეგ ზინედინ ზიდანი ჩაიბარებს
ოფიციალურად: ტილემანსი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელია
ვიეირა: ფრანგი ფეხბურთელები ყველანი გაქრნენ
[VIDEO] "იბერია 1999"-მა "ფლორას" ბარიერი გადალახა - ასეთი თამაშით "სლოვანის" ძლევა ძალიან გაუჭირდებათ
ტერი: ინგლისი არგენტინაზე უკეთესია - ბელინგემი ზიდანს მომაგონებს
17-წლამდე ძალოსანთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 14 მედალი მოიპოვა
დაბრუნება მშობლიურ გუნდში - აზარი ლიგა 1-ში ითამაშებს
"ბარსელონამ" შესაძლოა, საშინაო მატჩები ოლიმპიურ სტადიონზე კვლავ გამართოს
"პერესს ვურჩიე, თუ ერთ ფეხბურთელზეა ფული დასახარჯი, ის შეიძინოს" - მაკელელემ ფავორიტი დაასახელა
დღეს მბაპე VS იამალი, ხვალ კეინი VS მესი - ნახევარფინალების PREVIEW
ფერანის მორიგი გაშორება - ტორესმა ქალებთან ურთიერთობა ვერაფრით დაალაგა
იტალიის ნაკრებს სავარაუდოდ, პირლოს ჩააბარებენ
ალისონის წასვლა მაინც შესაძლებელია? - "ლივერპული" ბრაზილიელის გაშვებას მხოლოდ ერთ შემთხვევაში დათანხმდება
მე-3 კლასში სკოლის მიტოვება მოუწია - ოსიმენმა თქვა, რას აპირებს კარიერის დასრულების შემდეგ
შედგება თუ არა თოფურიასა და გეიჯის რემატჩი - ამერიკელი მებრძოლის აგენტმა ყველაფერი განმარტა
ეს ხუმრობა როდია - სენეგალის ნაკრების ექიმი გინეკოლოგი ყოფილა
"ტორპედომ" შულაია დაიმატა