ლარი დრიუ ფაჩულიას გადამწყვეტ ეპიზოდებში თამამად ეყრდნობა

"ატლანტა ჰოქსი" ჯერაც უძლეველია - პარასკევსა და შაბათს, გამთენიისას "ქორებმა" ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხეს "ფილადელფია" და "ვაშინგტონი". ორივე შემთხვევაში მატჩის ბედი მეოთხე პერიოდში გადაწყდა.

ფილადელფიაში ჯორჯიელები მესამე მეოთხედის ბოლოსთვის 80:65-ს იგებდნენ, თუმცა საფინალო სირენამდე წუთით ადრე მასპინძლებმა სხვაობა 2 ქულამდე შეამცირეს - 97:99. მატჩის დასრულებას 47 წამი უკლდა, როცა ატლანტელმა ჯოშ სმიტმა სამქულიანი გამოიყენა და თანაგუნდელებს გამარჯვება დაუბევა.

მეორე დღეს "ჰოქსმა" სეზონის პირველი ოფიციალური საშინაო მატჩი ჩაატარა, `ვაშინგტონს~ უმასპინძლა და მე-11 წუთისთვის სტუმრებს 11 ქულით ჩამორჩა (27:16).

მეორე პერიოდში ჯორჯიელებმა სხვაობა იოლად აღმოფხვრეს (ზაზა ფაჩულია მოედანზე იყო) და ბოლო წუთებამდე თანაბარი თამაში გაჩაღდა. სირენამდე 8:33 წუთით ადრე ფაჩულიამ ორი საჯარიმო ჩააგდო და თანაგუნდელები 9 ქულით დააწინაურა (81:72), თუმცა ვაშინგტონელებმა თამაშის ტემპს უმატეს და ანგარიში გაათანაბრეს - 84:84. სწორედ ამ დროს გამოავლინა ლიდერის თვისებები "ჰოქსის" კაპიტანმა ჯო ჯონსონმა, რომელმაც ჯერ ორქულიანი ჩააგდო, შემდეგ კი რთული პოზიციიდან სამქულიანი გამოიყენა (89:84). დარჩენილ 3 წუთში "ვაშინგტონმა" მასპინძლებს ვეღარაფერი მოუხერხა და 95:99 დამარცხდა.

მიუხედავად იმისა, რომ ფაჩულიამ პირველ მატჩში 14 წუთი ითამაშა, ხოლო მეორეში - 17, ვერ ვიტყვით, რომ მას მწვრთნელი არასათანადოდ ენდობა. პირიქით, ლარი დრიუ ქართველ ცენტრს გადამწყვეტ ეპიზოდებში ყოველთვის თამამად ეყრდნობა. შესაბამისად, ფაჩულია გაცილებით თავისუფლად თამაშობს და გუნდისთვის დიდი სარგებელი მოაქვს.

ფილადელფია-ატლანტა 101:104

ზაზა ფაჩულია: 14:14 წუთი, 7 ქულა (5-დან 3 ორქულიანი, 1-დან 1 საჯარიმო), 7 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა, 2 ფოლი, 1 შეცდომა

ქრონოლოგია

II პერიოდი

10:20 ფოლი: 1

09:55 პასი: 1 (ტიგი 2ქ, 37:30)

09:36 ჩაჭრა: 1 (სპეითსს ჩაუჭრა)

08:15 ორქულიანი: 2ქ (43:33)

05:08 უილიამსმა ზაზა შეცვალა

III პერიოდი

03:20 ზაზამ ჰორფორდი შეცვალა

03:18 მოხსნა: შეტ-0, დაც-1

01:24 ორქულიანი: არაზუსტი

01:21 მოხსნა: შეტ-1, დაც-1

01:20 ორქულიანი: არაზუსტი

00:09 ორქულიანი: 4ქ (84:73)

00:00 მოხსნა: შეტ-1, დაც-2

IV პერიოდი

11:17 მოხსნა: შეტ-2, დაც-2

10:41 ორქულიანი: 6ქ (86:76)

10:46 საჯარიმო: 1/1 (7ქ, 87:76)

10:29 მოხსნა: შეტ-2, დაც-3

10:15 შეცდომა: 1

09:35 მოხსნა: შეტ-2, დაც-4

08:30 ფოლი: 2

08:28 მოხსნა: შეტ-2, დაც-5

07:58 ჰორფორდმა ზაზა შეცვალა

ატლანტა-ვაშინგტონი 99:95

ზაზა ფაჩულია: 17:19 წუთი, 6 ქულა (3-დან 1 ორქულიანი, 4-დან 4 საჯარიმო), 5 მოხსნა, 1 დაფარება, 4 ფოლი, 2 შეცდომა

ქრონოლოგია

I პერიოდი

03:55 ზაზამ ჰორფორდი შეცვალა

02:59 ორქულიანი: არაზუსტი

00:26 შეცდომა: 1

II პერიოდი

11:45 მოხსნა: შეტ-1, დაც-0

11:04 საჯარიმოები: 2/2 (2ქ, 22:27)

10:37 მოხსნა: შეტ-1, დაც-1

09:24 ფოლი: 1

09:02 დაფარება: (ჰინრიხს დაუფარა)

06:10 მოხსნა: შეტ-2, დაც-1

06:10 ორქულიანი: 4ქ (34:36)

05:10 ფოლი: 2

05:10 შეცდომა: 2

05:03 კოლინსმა ზაზა შეცვალა

III პერიოდი

00:54 ზაზამ ჰორფორდი შეცვალა

00:32 ფოლი: 3

00:03 ფოლი: 4

IV პერიოდი

08:33 მოხსნა: შეტ-3, დაც-1

08:33 საჯარიმოები: 2/2 (6ქ, 81:72)

07:12 ორქულიანი: არაზუსტი

07:10 მოხსნა: შეტ-4, დაც-1

06:28 ჰორფორდმა ზაზა შეცვალა

ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის გარეშე და სანდროს გაზრდილი დრო - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
"არარაობა სლუცკი და ბეჰემოტი ღურწკაია" - საფეხბურთო აგენტმა სლუცკის დასცინა და კითხვა დაუსვა, როგორ მოახერხა ქვედა ლიგაში გავარდნა, როდესაც გუნდში ხვიჩა ჰყავდა?
"ტორპედომ" და არაბიძემ კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყვიტეს
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
"მისი წყენინება არ მიცდია" - ტიერი ანრიმ იამალთან დაკავშირებულ ხუმრობაზე ისაუბრა
"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
[VIDEO] დონჩიჩის გარეშე და სანდროს გაზრდილი დრო - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
[VIDEO] მამარდაშვილის გადამწყვეტი მოგერიება - "ლივერპულმა" პენალტების სერიაში "ჩელსის" სძლია
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ