ჰალკიდიკიში ახალგაზრდა მოჭადრაკეთა მსოფლიოს პირველობაზე 17 ქართველიდან ვერცერთმა იმარჯვა

ბერძნულ ჰალკიდიკიში დამთავრდა ახალგაზრდა მოჭადრაკეთა მსოფლიოს პირველობა, რომელშიც საქართველოს 17 წარმომადგენელი მონაწილეობდა. სამწუხაროდ, ვერც ერთმა მათგანმა ჯილდო ვერ დაიმსახურა.

8-წლიან გოგონებში 10,5 ქულით პირველ ადგილზე ჩინელი უიშან ლი გავიდა. გამარჯვებულს 3,5 (!) ქულით ჩამორჩა თამარ ესაძე, რომელიც XV ადგილს დასჯერდა. ვაჟებში ყველას აზერბაიჯანელმა აზარ გადიმბაილიმ (9,5) აჯობა. ლუკა ობოლაძეს 7,5-მა ქულამ მხოლოდ XI ადგილი მოუტანა.

10-წლიანები. გოგონებში 9-9 ქულით პირველი-მეორე ადგილები, შესაბამისად, მონგოლმა დავაადემბერელ ნომინერდუნემ და ყაზახმა ჟანსაია აბდუმალიკმა გაიყვეს. 17. ნატა ჯიბუტი (7.0). ოქრო-ვერცხლის ბედი ვაჟებშიც უკეთესმა კოეფიციენტმა გადაწყვიტა. 9 ქულით პირველობა კანადელ ჯეისონ კაოს ხვდა, მეორე იყო ამერიკელი ჯეფრი სიონგი. 38. ირაკლი ახვლედიანი (6,5).

12-წლიანები. კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე 9 ქულით უკრაინელი იულია ოსმაკი ავიდა. ამდენივე ქულით, მაგრამ უარესი კოეფიციენტით ვერცხლი ივანა ფუნტადოს (ინდოეთი) ერგო. 25. ნინო ხომერიკი (6,5), 94. მარიამ ჯავახიშვილი (4,0). ვაჟებში 9,5 ქულით მიუწვდომელი აღმოჩნდა ჩინელი იი ვეი. 29. ნიკა ღვამბერია (7,0).

14-წლიანები. გოგონებში მთავარი ჯილდო ყაზახმა დინარა სადუაკასოვამ (9) დაისაკუთრა. მას ხელი ვერც ინდოელმა და ვერც ჩინელმა თანატოლებმა შეუშალეს, რომლებიც გამარჯვებულს ნახევარ-ნახევარი ქულით ჩამორჩნენ და მესამე-მეოთხე ადგილები გაიყვეს. 21. ანა შამათავა (6,5). ვაჟებში აზარ იზათმა აზერბაიჯანის სპორტულ დელეგაციას მეორე ოქროს მედალი მოუტანა _ 9 ქულით პირველი ადგილი დაიკავა. 20. ირაკლი ბერაძე (7,0).

16-წლიანები. ჩემპიონატის დამთავრებამდე ორი-სამი ტურით ადრე ვვარაუდობდით, რომ 16-წლიან გოგონებში ორ მედალს მოვიპოვებდით. საბაბს ის გვაძლევდა, რომ გათამაშების ცხრილის სათავეში მონაცვლეობით ხან მერი არაბიძე იყო, ხანაც მარიამ დანელია. მერე ნასტასია ზიაზიულკინა (ბელარუსი) დაწინაურდა. ბოლო ტურში იგი ნიდერდანდელ ლიზა შუთთან დამარცხდა კიდეც, მაგრამ უკეთესი რეიტინგით ოქრო მაინც შეირგო. ვიეტნამელმა ჰუნ ნგუენმა შავი ფიგურებით არაბიძეს აჯობა და მეორე ადგილი დაიკავა. მესამეზე ნიდერლანდელი გავიდა. მეოთხე-მეხუთე ადგილები არაბიძეს და დანელიას ერგოთ, რომლებიც მედალოსნებს ნახევარ-ნახევარი ქულით ჩამორჩნენ. ვაჟებში პოლონელებმა იყოჩაღეს _ ოქრო-ვერცხლი კამილ დრაგუნისა და დანიელ საძიკოვსკის (8,5-8,5) ნადავლი გახდა. 28. ნიკა ვოლკოვი (6,5).

18-წლიანები. გვეგონა, რომ წლევანდელი ევროპის ჩემპიონი ქეთი წაწალაშვილი ელადიდან უმედლოდ არ დაბრუნდებოდა. სამწუხაროდ, აქაც გაგვიცრუვდა იმედი. ბოლო ტურში იგი პერუელ დეიზი კორისთან დამარცხდა და 7,5 ქულით მე-7 ადგილით დაკმაყოფილდა. სამაგიეროდ, მისი მძლეველი პერეული შინ ვერცხლით დაბრუნდა. მართალია, კორიმაც, ნარმინ კაზიმოვას (აზერბაიჯანი) მსგავსად, 9 ქულა მოაგროვა, თუმცა უკეთესი კოეფიციენტით მთავარი ჯილდო ჩვენი მეზობლების ყულაბაში (ესეც მესამე ოქრო) აღმოჩნდა. ვაჟებში 9,5 ქულით ამერიკელმა სტივენ ზიეკმა იმარჯვა. მას ქულით ჩამორჩა მეორეადგილოსანი სომეხი სამველ ტერ-სააკიანი. 53. გიორგი ნიკოლაშვილი (5,5), 86. ბექა ფიფია (4,5)...

საერთო გუნდურ ჩათვლაში 3 ოქროთი პირველი ადგილი აზერბაიჯანელებმა დაიკავეს. ორი ოქროთი მეორეზე ჩინელები გავიდნენ, ერთი ოქრო, ორი ვერცხლით მესამე ადგილი ამერიკელებს ხვდათ.

ახალგაზრდა ქართველი მოჭადრაკეების ასეთი ფიასკო აღარც კი მახსოვს. არადა, ფედერაციამ წლეულს მათთვის ორ-სამჯერ საწვრთნელი შეკრება მოაწყო, თითოეულ მათგანს ბათუმში ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლის საშუალებაც მიეცა (დანელიამ და წაწალაშვილმა პირველი ადგილი დაკავეს, არაბიძემ _ მეორე, ჯიბუტმა _ მესამე), რადგან ყველა მონაწილის საშეჯიბრო შესატანი ფედერაციამ გადაიხადა. ელადაში თვითმფრინავით გაემგზავრნენ (უწინ მსგავს ტურნირებზე ავტობუსით ჩასვლას რამდენიმე დღეს ანდომებდნენ). მაშ, რა მოხდა? უშედეგობაზე, ჭადრაკის ფედერაცია, ალბათ, სათანადოდ იმსჯელებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
იქნება თუ არა როდრი "ელ კლასიკოში" - ფლიკმა ესპანელ ფეხბურთელზე ისაუბრა
[VIDEO] ჯერ საუცხოო გოლი გაიტანა, მერე თანაგუნდელის გამო იჩხუბა - იამალის ბენეფისი და "ბარსელონას" მორიგი გამარჯვება
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...