ბრანდაო ლიგის თასის სპეციალისტია
საფრანგეთის ყველაზე ტიტულოვან გუნდს, 10-გზის ჩემპიონ "სენტ ეტიენს", ბოლო ტიტული 1981 წელს ჰქონდა მოპოვებული, როდესაც უკანასკნელად გახდა ქვეყნის ჩემპიონი. გარდა ამისა, რომელიმე ტურნირის ფინალში "მწვანეები" უკანასკნელად 1982 წელს იყვნენ, ხოლო "სტად დე ფრანსზე" ისტორიაში პირველ თამაშს ატარებდნენ და ეს პირველი თამაში მათთვის იღბლიანი გამოდგა: 32-წლიანი ლოდინი დასრულდა და "სენტ ეტიენმა" მორიგი ტიტული მოიპოვა! აღსანიშნავია, რომ ლიგის თასი "მწვანეებს" მოგებული არ ჰქონდათ და საკუთარ საკლუბო მუზეუმს ახალი თასი შემატეს.

შეხვედრის ერთადერთი გოლი ბრანდაომ მატჩის მე-18 წუთზე გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ბრაზილიელმა ლიგის თასის ფინალში ზედიზედ მეორედ გაიტანა გამარჯვების მომტანი გოლი - შარშან, "მარსელის" რიგებში "ლიონის" კარი აიღო და საკუთარ გუნდს 1:0 მოაგებინა. ამჯერად ბრანდაომ პიერ-ემერიკ ობამეიანის გადაცემით ისარგებლა და ბენუა კოსტილს თავური დარტყმით გაუტანა.

გაშვებული გოლის შემდეგ რამდენიმე წუთში "რენს" კიდევ ერთხელ არ გაუმართლა. 25-ე წუთზე მევლუთ ერდინჩმა ტრავმა მიიღო და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო. თურქის გამოკლება ფრედერიკ ანტონეტის გუნდის თამაშზე უარყოფითად აისახა. მართალია, "რენი" ბურთს უფრო ხშირად ფლობდა, მაგრამ მომენტებს, პრაქტიკულად, ვერ ქმნიდა. "მწვანეებს" არაერთი გოლის გატანა შეეძლოთ, მაგრამ ბრანდაომ, მოლომ და კოადმა კოსტილს ვერ აჯობეს.

საბოლოოდ, შეხვედრა "სენტ ეტიენის" მინიმალური გამარჯვებით დასრულდა და გუნდმა ევროპის ლიგის საგზური მოიპოვა, მაგრამ "მწვანეებს" თვალი ჩემპიონთა ლიგისკენ უჭირავთ, სადაც მოხვედრას ჩემპიონატის დარჩენილ ტურებში ეცდებიან.

სენტ ეტიენი-რენი 1:0

გოლი: 1:0 ბრანდაო (18).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად