"ვიტ ჯორჯიას" კაპიტანი ბოლნისში "სიონთან" მოგებულ მატჩში ერთ-ერთი საუკეთესო იყო
ეროვნული ჩემპიონატის წინა ტურში თბილისის "ვიტ ჯორჯიამ" სტუმრად 3:0 დაამარცხა ბოლნისის "სიონი" და ქვედა ექვსეული კიდევ უფრო ჩახლართა.

"სიონი" თასის ნახევარფინალშია გასული და "ვიტ ჯორჯიასთან" ასეთი მარცხი მოულოდნელი ამიტომაც გამოდგა. გარდა ამისა, "ვიტ ჯორჯიას" ბოლო დროს პრობლემები მიეძალა, "სიონი" კი უფრო წელგამართული ჩანს, ლეგიონერებიც დაიმატა და გამოცდილი ქართველი ფეხბურთელებიც.

საშუასეზონო პერიოდში "სიონი" უცხოურ შეკრებაზე იყო, "ვიტ ჯორჯიამ" კი შეკრების გამართვა საქართველოშიც ვერ მოახერხა.

მეორე ეტაპი დაწყებული იყო, "ვიტ ჯორჯია" მერაბ კოჭლაშვილმა რომ დატოვა და გუნდი ისევ ზურაბ ბერიძემ ჩაიბარა - მწვრთნელი შუა გზაზე შეიცვალა.

ერთი სიტყვით, "სიონი" "ვიტ ჯორჯიაზე" უკეთეს პირობებშია, თუმცა მაინც 0:3.

"როგორ მოვახერხეთ "სიონის" დამარცხება? აბა, რა გითხრათ... ალბათ იმით, რომ ერთ მუშტად შევიკარით, ყველამ ყველაფერი გავაკეთეთ გამარჯვებისთვის", - გვითხრა ვიტჯორჯიელთა კაპიტანმა გიორგი ჯანელიძემ, ვინც "სიონთანაც" ერთ-ერთი საუკეთესო იყო მოედანზე.

ჯანელიძე 23 წლის გახლავთ. "ვიტ ჯოჯიაში" 2007 წელს მივიდა, ახალგაზრდულ ნაკრებშიც უთამაშია და ერთი კეპი ეროვნულ გუნდშიც მოუნაგრია. უკვე გამოცდილი ფეხბურთელი ეთქმის, მოედანზე უშიშარია და ლიდერის თვისებები აქვს, "ვიტ ჯორჯიაში" კაპიტანიც არის და გუნდის თამაშის წარმმართველიც.

წლების განმავლობაში "ვიტ ჯორჯია" საქართველოში სტაბილურად მოწინავე გუნდი იყო, ახლა კი არგავარდნისთვის იბრძვის და ცხადია, ეს იმით არის გამოწვეული, რომ კლუბს ფინანსურად არ ულხინს.

"ფეხბურთელები ხელფასს კვლავინდებურად ვიღებთ. რაც შეეხება საერთო სიტუაციას, იმედია, რომ ყველაფერი მალე გამოსწორდება", - ამბობს "ვიტ ჯორჯიას" კაპიტანი.

მწვრთნელის შეცვლას ყოველთვის ახლავს რაღაცის შეცვლა გუნდში. რა თქმა უნდა, მოკლე დროში, თანაც მაშინ, როცა სეზონი გახურებულია, ვერც ერთი მწვრთნელი სასწაულს ვერ მოახდენს, თუმცა რაღაცას მაინც დაატყობს გუნდს.

"ბერიძის მოსვლით "ვიტ ჯორჯია" უფრო ბრძოლისუნარიანი გუნდი გახდა. მწვრთნელმა აქცენტი ფეხბურთელების ფსიქოლოგიურ მომზადებაზე გადაიტანა", - განგვიმარტა ჯანელიძემ და მართლაც, ბერიძე ყოველთვის გამოირჩეოდა გუნდში კარგი ატმოსფეროს შექმნით, საბრძოლო მუხტის გაძლიერებით.

ჯანელიძე სატრანსფეროდ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფეხბურთელია "ვიტ ჯორჯიაში" და საერთოდ, საქართველოს ჩემპიონატში. სატრანსფერო ფანჯარა ჯერ არ გახსნილა, თუმცა ზოგი კლუბი აქედანვე იჭერს თადარიგს და შევიტყვეთ, რომ ჯანელიძით უკვე დაინტერესდა ზედა ექვსეულის რამდენიმე გუნდი.

"რომელ გუნდში ვიქნები მომდევნო სეზონისთვის, ჯერ არ ვიცი. ამ ეტაპზე მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, რომ "ვიტ ჯორჯია" უმაღლეს ლიგაში დარჩეს, მერე კი ვნახოთ", - ამბობს ჯანელიძე და არ გვიმხელს, თუ ყველაზე უფრო რომელი გუნდია მისით დაინტერესებული.

შარშან ჯანელიძეს ერთი ქართველი აგენტი ჯერ ყაზანის "რუბინში", შემდეგ "ნეფტეხიმიკში" უპირებდა გადაყვანას, თუმცა ტრანსფერი ვერ გაიჩარხა, არადა, ჯანელიძე მართლაც იმსახურებს იმას, რომ უკვე სხვა დონეზეც მოსინჯოს ძალა. სხარტი, მოქნილი, აზრიანი, ტექნიკური - ვისაც ბურთის გაგორება და კონტროლი, ტექნიკური და შემტევი ფეხბურთი უყვარს, ჯანელიძეც იმას გამოადგება.

თემურ ქეცბაიამ ჯანელიძე ერთხელ გამოიძახა ნაკრებში, შარშანწინ მოლდოვასთან ამხანაგურ შეხვედრაში შეცვლაზე შეუშვა და ვიტჯორჯიელმაც მყის 11-მეტრიანი მოიპოვა. ურიგო დებიუტი როდი გამოუვიდა, მაგრამ ნაკრებში მას შემდეგ აღარ დაუძახეს.

"თუ ისევ მიმიწვევენ ნაკრებში, ამისთვის მზად ვარ. საკუთარი თავის იმედი მაქვს", - გვითხრა ჯანელიძემ.

თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო სეზონიდან გიორგი სხვა გუნდის ფეხბურთელი იქნება. ასეთი კარგი მოთამაშე საქართველოში ბევრი ნამდვილად არ არის და ის, რომ მას ნაკრებში აღარ იწვევენ, ტრანსფერში ალბათ ხელს ვერ შეუშლის - ჯანელიძის შესაძლებლობები საქართველოში ყველამ კარგად იცის.

და კიდევ: ჯანელიძე მიუნხენის "ბაიერნის" გულშემატკივარია და ამბობს, რომ იუპ ჰაინკესის გუნდი ახლა ისეთი ღონიერია, როგორც არასდროს და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში "ბარსელონას" ბავარიაშიც მოუგებს და კატალონიაშიც.

შევიკარით! (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

სიონი-ვიტ ჯორჯია 0:3 - ნახევარფინალიდან გასავარდნ ზონამდე [VIDEO]

"ვიტ ჯორჯიამ" წლის პირველი სპარინგი გამართა და დამაჯერებლად მოიგო

თვალსაზრისი: როგორ გატყდება ნავსი?

გიორგი ჯანელიძე: რუსეთში დრო დავკარგე, ისევ "ვიტ ჯორჯიაში" დავრჩები

გიორგი ჯანელიძე: იმედი მაქვს, "ვიტ ჯორჯია" ჩემში მილიონებს არ მოითხოვს

ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 3-4 სამგურალი. უხვი გოლი და ორი განსხვავებული ტაიმი
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 3-0 გაგრა. როგორც ლიდერს ეკადრება...
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა
"ამაზე საუბარი გვჭირდება" - რა თქვა ფლიკმა ფორვარდის შესაძლო დამატებაზე?
"თუ გაკპოს ტრანსფერი არ გამოვა - მუდრიკი ნიდერლანდელის ალტერნატივად განიხილება
"ბოლომდე ბედნიერი არ ვარ" - ფერან ტორესი დუბლის შემდეგ