ქართველების "მონპელიემ" სტუმრად "ბაიონის" დამარცხება შეძლო, მაგრამ ლიდერობა მაინც დაკარგა

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში ყველაზე ქართულმა ფრანგულმა კლუბმა "მონპელიემ", რომელმაც სტუმრად "ბაიონის" დამარცხება შეძლო, ლიდერობა მაინც დაკარგა. ამის მიზეზი მონპელიელთა კონკურენტის, "ტულუზის" დიდი ანგარიშით გამარჯვებაა შინ დავით ქუბრიაშვილის "ტულონთან" - 44:5, რისთვისაც ტულუზელებს ერთი საპრემიო ქულაც ერგოთ და სატურნირო ცხრილში "მონპელიეს" სწორედ ამ ერთი ქულით უსწრებენ.

მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტის, გიორგი ჩხაიძის, გოდერძი შველიძისა და მიხეილ ნარიაშვილის "მონეპელიემ" ბასკურ "ბაიონს" 29:18 მოუგო. თამაში საკმაოდ მძიმე გამოდგა. "მონპელიეს" მწვრთნელებმა ფაბიენ გალტიემ და ერიკ ბეშუმ ბრძოლაში საუკეთსო მოთამაშები ჩართეს, მაგრამ პირველი ტაიმი ფრედ -12:12 დასრულდა.

გადამწყვეტ უპირატესობას ჩვენებურთა გუნდმა შესვენების შემდეგ მალევე მიაღწია. სტუმრებმა მეორე ტაიმის დასაწყისსა და დასასრულს თითო ლელო გაიტანეს, რაზეც მასპინძლებმა მხოლოდ ერთი საჯარიმოთი უპასუხეს.

გორგოძემ სრულად ითამაშა, ჟღენტი სათადარიგოთა შორის იყო, მაგრამ მოედანზე არ გამოჩენილა, შველიძე, ჩხაიძე და ნარიაშვილი განაცხადში არ იყვნენ.

საფრანგეთის ჩემპიონმა, დავით ზირაქაშვილის "კლერმონმა" შინ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა პარიზულ "სტად ფრანსესთან" - 27:3. "ვულკანებმა", როგორც ჩანს, ფორმის აღდგენა დაიწყეს და კრიზისიდან ახლახან გამოსულ მეტოქეს წარმატების შანსი არ დაუტოვეს.

პარიზელთა გუნდში განსკუთრებულ ყურადღებას ცხრა ნომრის ჟულიენ დიუპიუის თამაში იწვევდა. კლერმონელმა ვუნდერკინდმა მორგან პარამ მას დაუმტკიცა, რომ ეროვნულ ნაკრებში ადგილი ღირსეულს ერგო. პარამ მეტოქეს თითო ლელო, გარდასახვა და საჯარიმო გაუტანა (10 ქულა). დიუპიუის, ისევე, როგორც მის ყველა თანაგუნდელს, თავი არაფრით გამოუჩენია.

"კლერმონს" ამ გამარჯვების შემდე 30 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა. ზირაქაშვილი სათადარიგოთა შორის იყო და თამაშში 45-ე წუთიდან ჩაერთო.

"კლერმონს" ერთი ქულით ჩამორჩება და მე-6 ადგილზეა აქვსენტი გიორგაძისა და ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრი", რომელმაც XI ტურში შინ დაამარცხა აუტსაიდერი "ბურგუენი" - 41:24. ფეიქრიშვილი მოედანზე 53-ე წუთზე გამოჩნდა და 10 წუთში ელიტაში თავისი პირველი ლელო გაიტანა. გიორგაძე განაცხადში არ იყო.

სატურნირო ცხრილის ფსკერს თავი დააღწია ბექა შეყლაშვილის "აჟენმა". ჩვენებურის გუნდმა შინ უშუალო კონკურენტ "ლა როშელს" მოუგო - 29:14. მატჩის ბედი აჟენელებმა პირველივე ტაიმში გადაწყვიტეს, თუმცა სადავეები ხელიდან არც შესვენების შემდეგ გაუშვიათ. შეყლაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 62-ე წუთზე შეცვალეს.

დავით ხინჩაგიშვილისა და ვასილ კაკოვინის "ბრივმა" შინ წააგო ბასკურ "ბიარიცთან" - 21:27. არადა, პირველ ტაიმში უპირატესობას ჩვენებურთა გუნდი ფლობდა, რაც ანგარიშშიც აისახა - 16:9. თუმცა მეორე ნახევარში დიმიტრი იაშვილი და კომპანია მთელი სიმძლავრით ამოქმედდა და მასპინძლებს გამარჯვება გამოსტაცა.

ტურის ცენტრალური მატჩი დავით ქუბრიაშვილის "ტულონის" გასვლითი შეხვედრა იყო "ტულუზთან". თუმცა თამაშმა მოლოდინი ვერ გაამართლა. ეს გასაკვირი არაა, რადგან ტულონელები საგრძნობლად შესუსტებული შემადგენლობით თამაშობდნენ.

მხარი დაიშავა და ინგლისში გაემგზავრა გუნდის მთავარი მექულე, მგეზავი ჯონი ვილკინსონი. მთავარმა მწვრთნელმა ფილიპ სენტ-ანდრემ დასვენების საშუალება მისცა სებასტიან ბრუნოს, ჯორჯ სმითს, ლორან ემანუელსა და ჯო ფან ნიკერკს. სათადარიგოთა შორის იყო ქუბრიაშვილიც.

"ტულუზმა" შეირგო "ხონჩით მირთმეული ძღვენი", ჩვნებურის გუნდს ხუთი ლელო გაუტანა და 44:5 მოუგო. ქუბრიაშვილი თამაშში 48-ე წუთიდან ჩაერთო.

საფრანგეთი. I დივიზიონი, XI ტური

მეტრო რასინგი-პერპინიანი 18:18, კლერმონი-სტად ფრანსე 27:3, ბრივი-ბიარიცი 21:27, ბაიონი-მონპელიე 18:29, აჟენი-ლა როშელი 29:14, კასტრი-ბურგუენი 41:24, ტულუზი-ტულონი 44:5.

სატურნირო მდგომარეობა

1. ტულუზი - 37 ქულა, 2. მონპელიე - 36, 3. მეტრო რასინგი - 34, 4. ბიარიცი - 31, 5. კლერმონი - 30, 6. კასტრი - 29, 7. ტულონი - 28, 8. პერპინიანი - 28, 9. სტად ფრანსე - 27, 10. ბაიონი - 24, 11. ბრივი - 19, 12. ლა როშელი - 15, 13. აჟენი - 11, 14. ბურგუენი - 10.

XII ტური

პერპინიანი-ტულონი, აჟენი-მეტრო რასინგი, ბიარიცი-კასტრი, სტად ფრანსე-ბაიონი, ლა როშელი-კლერმონი, მონპელიე-ბრივი, ბურგუენი-ტულუზი

მეორე დივიზიონში მე-9 ტურის შემდეგ ლიდერობა ხელთ იგდო გურამ კავთიძის "ლიონმა". ჩვენებურის გუნდმა შინ მძიმე ბრძოლა მოუგო ერთ-ერთ აუტსაიდერ "კოლომიეს" - 25:18. კავთიძე თამაშში 58-ე წუთიდან ჩაერთო.

ლიდერთა შორის გაერია მამუკა მაგრაქველიძისა და ირაკლი მირცხულავას "ტარბი", რომელმაც შინ მოუგო "ექსს" - 20:9. მაგრაქველიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 65-ე წუთზე შეცვალეს. მირცხულავა განაცხადში არ იყო.

გიორგი მენაბდიშვილის "გრენობლი" სტუმრად დამარცხდა "ნარბონთან" - 19:25. მენაბდიშვილს არ უთამაშია.

II დივიზიონი, IX ტური

კარკასონი-მონ დე მარსანი 16:12, პო-ბორდო 25:15, დაქსი-სენტ ეტიენი 37:11, ალბი-ოიონაქსი 21:10, ნარბონი-გრენობლი 25:19, ლიონი-კოლომიე 25:18, ორიაკი-ოში 15:6, ტარბი-ექსი 20:9

სატურნირო მდგომარეობა

1. ლიონი - 31 ქულა 2. ალბი - 31, 3. ორიაკი - 30, 4. ტარბი - 25, 5. პო - 25, 6. ბორდო - 25, 7. გრენობლი - 23, 8. კარკასონი - 23, 9. ოიონაქსი - 21, 10. ნარბონი - 18, 11. მონ დე მარსანი - 18, 12. დაქსი - 16, 13. ოში - 15, 14. კოლომიე - 15, 15. ექსი - 13, 16. სენტ ეტიენი - 8

X ტური

მონ დე მარსანი-ექსი, პო-კარკასონი, ბორდო-დაქსი, ოიონაქსი-ტარბი, სენტ ეტიენი-ორიაკი, კოლომიე-ალბი, ნარბონი-ლიონი, ოში-გრენობლი

რუმინეთის თასის გათამაშებას მეოთხედფინალიდან გამოეთიშა ბიძინა სამხარაძის, კახაბერ უჩავას, ირაკლი ნატრიაშვილის, ოთარ ტურაშვილისა და ლაშა თავართქილაძის "ფარული". ჩვენებურთა გუნდმა მოულოდნელად "ბუქარესტთან" წააგო 17:24.

გია ხარაიშვილს "ბარბაროსებში" უხმეს
დავით ბოლღაშვილის "მონაკომ" ფედერალ 1-ში დაბრუნება იზეიმა!
ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
"ვალენსიამ" 23 წლის ნიდერლანდელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა
"ამაზე საუბარი გვჭირდება" - რა თქვა ფლიკმა ფორვარდის შესაძლო დამატებაზე?
"თუ გაკპოს ტრანსფერი არ გამოვა - მუდრიკი ნიდერლანდელის ალტერნატივად განიხილება
"ბოლომდე ბედნიერი არ ვარ" - ფერან ტორესი დუბლის შემდეგ
"უნდა გამოხვიდეთ კომფორტის ზონიდან" - ლუის ენრიკეს გზავნილი კვარაცხელიას და დემბელეს
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რენთან" მატჩში?
[VIDEO] პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - ზედიზედ მეორე მარცხისგან დუბლით დებიუტანტმა ტორესმა იხსნა
[VIDEO] საზონოვის პირველი 90 წუთი "ხეტაფეში" - მისმა გუნდმა გულიაშვილის "რასინგი" დაამარცხა
კვერნაძის "ფროზინონე" "იუვენტუსთან" დაძაბულ მატჩში დამარცხდა
"რენთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია