პრაქტიკულად, გადაწყვეტილია, რომ აზერბაიჯანის თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად დავით ხურცია დაინიშნება
ფოტოზე: დავით ხურცია (მარცხნივ)

პრაქტიკულად, გადაწყვეტილია, რომ აზერბაიჯანის თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად ქართველი მწვრთნელი დავით ხურცია დაინიშნება.

აზერბაიჯანულ ფედერაციას ჯერ ეს ოფიციალურად არ დაუსახელებია, მაგრამ ბევრიც არაფერი დაუკლია.

21 აპრილს ფედერაციის გენერალურმა მდივანმა აჯდად ჯაფაროვმა განაცხადა, რომ ამ კვირაში დაასახელებს გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელს, თუმცა იქვე პირველად ახსენა ქართველი მწვრთნელი.

"საიპულა აბსაიდოვი, რომელიც ამ პოსტს იკავებდა ბოლო წლებში, გუნდში კვლავაც იმუშავებს მწვრთნელად, ამ თანამდებობას კი ახალი მთავარი მწვრთნელი დაიკავებს. უახლოეს ხანში ამ პოსტზე საუკეთესო კანდიდატს დავასახელებთ. ამავდროულად, ჩვენ მოვიწვიეთ ქართველი მწვრთნელი დავით ხურცია" - აი, ასეთი განცხადება გააკეთა ჯაფაროვმა, რომელსაც ჩვენებური აბსაიდოვის შემცვლელად პირდაპირ არ დაუსახელებია, თუმცა რა როლი ეკისრება ხურციას ამ კონტექსტში, იოლი მისახვედრია.

დავით ხურცია ბოლო წლებში საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მუშაობდა და ოლიმპიადაზე 7-კაციან გუნდში 3 პირადი შეგირდი ჰყავდა - მალხაზ ზარქუა (60), დავით მარსაგიშვილი (84) და დავით მოძმანაშვილი (120).

ხმები იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანელები აბსაიდოვის გაშვებას და ჩვენებურის მიწვევას აპირებდნენ, ჯერ კიდევ ევროპის ჩემპიონატის წინ დაირხა და ხურციაც პირველად მაშინ მიიწვიეს ბაქოში მოლაპარაკებაზე.

ცოტა უცნაურია, რატომ აპირებენ იქაურები დაღესტნელი აბსაიდოვის გაშვებას, როცა აზერბაიჯანელებს ლონდონის ოლიმპიადაზე 2 ოქრო ჰქონდათ და ორივე "თავისუფლებმა" მოიპოვეს (ამასთან, ერთი ბრინჯაოც ჰქონდათ), თუმცა, როგორც კულუარებში ამბობენ, შედეგის მიუხედავად, უკმაყოფილონი იყვნენ მისი სავარჯიშო სისტემით.

ჯაფაროვის ზემოხსენებულ განცხადებაზე მოსკოვის ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონმა აბსაიდოვმა განაცხადა, რომ ის ჯერ აზერბაიჯანული ფედერაციის ხელმძღვანელობას შეხვდება და მერე მიიღებს გადაწყვეტილებას, დარჩეს თუ არა ნაკრებში მწვრთნელად.

მოკლედ, დროის საკითხია, ქართველი მწვრთნელი კიდევ ერთი ლიდერი ნაკრების სათავეში ვიხილოთ, რითაც ფრიად საინტერესო ვითარება იქმნება - ერთ მხარეს ლამის ბავშვობიდან ხურციას გაზრდილი მარსაგიშვილი, რომლის ყველა პლუს-მინუსი იცის, მეორე მხარეს კი მისი უმთავრესი კონკურენტი, აზერბაიჯანელთა დაღესტნელი ოლიმპიური ჩემპიონი შარიფ შარიფოვი, რომლის დაოსტატებაზეც მომავალში უნდა იზრუნოს.

[VIDEO] "თარიღი მითხარი და ერთი-ერთზე დაგანგრევ" - საბა ლაზიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი გამოიწვია
[VIDEO] ქართველი, რომელსაც არაფერი აშინებს - საბა ლაზიშვილმა ლეგენდარული ურაია ფეიბერი დაამარცხა!
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
ბლექ ფორტრესმა პირველი გამარჯვება ზესტაფონში იზეიმა | ირაკლი ხოშტარიას წარმატებული დებიუტი
"ასეთია ჩვენი დონე, მაგრამ ქართველებთან არ წავაგებთ" - ამბობს უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"