"ვაშინგტონთან" ბოლომდე არ ვიცოდი, ორმაგ დუბლს რომ შევასრულებდი"
ნბა-ს რეგულარული ჩემპიონატის ბოლოსწინა მატჩში "ბრუკლინ ნეთსის" 21 წლის ფორვარდმა თორნიკე შენგელიამ ორმაგი დუბლი მიითვალა. საქართველოს ეროვნული ნაკრების იმედმა ყველას დაანახა, რომ ის არჩევანი, რომელიც ნბა-ს ერთ-ერთმა საუკეთესო გუნდმა მიმდინარე სეზონის წინ შენგელიას გუნდში აყვანით გააკეთა, მართებული იყო.

მერე რა, რომ შენგელიას მიმდინარე სეზონში ნბა-ში თამაში ძალიან ცოტა ხნით მოუწია - მთავარი ისაა, რომ ქართველ ფორვარდს ისეთი სპეციალისტები ენდნენ და გუნდში აიყვანეს, რომლებიც საკალათბურთო საკითხებში იშვიათად ცდებიან.

შენგელიამ რეგულარულის ბოლოსწინა მატჩში, როცა მოედანზე ხანგრძლივად მოუწია ყოფნა, 11 ქულა და 11 მოხსნა მოაგროვა.

ეჭვი არაა, ქართველ ფორვარდს მომავალ სეზონში უფრო მეტხანს ათამაშებენ. მანამდე კი შენგელიას ნბა-ს პლეი ოფის მატჩები, შემდეგ კი ევროპის ჩემპიონატზე თამაში ელის.

სწორედ ზემოთნახსენებ თემებსა და ქართველი გულშემატკივრისთვის სხვა საინტერესო საკითხებზე ესაუბრება www.gbf.ge-ს თორნიკე შენგელია...

- რეგულარული სეზონი დასრულდა. მოკლედ როგორ შეაფასებ მას?

- ძალიან საინტერესო რეგულარული სეზონი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი არ მითამაშია, რაც ძალიან მინდოდა, იმას ვიტყვი, რომ დიდი გამოცდილება მივიღე.

- თვლი თუ არა, რომ უმჯობესი იყო, შედარებით ნაკლებამბიციურ გუნდში მოხვედრილიყავი, სადაც სავარაუდოდ, მეტი სათამაშო დრო გექნებოდა?

- ნაკლებად ამბიციურ და სუსტ გუნდებს დრაფტზე არაერთი არჩევანი ჰქონდათ "ფილადელფიამდე", ასევე "ბრუკლინამდე", მაგრამ ალბათ მათი მხრიდან არ იყო დაინტერესება. ბრუკლინელებმა კი "ფილადელფიისგან" არჩევნის უფლება იყიდეს და მე ამიყვანეს, რაც იმას ნიშნავს, რომ რაღაც გეგმა აქვთ ჩემთან დაკავშირებით და იმედი მაქვს, მას მალე განახორციელებენ.

- რამდენად ძლიერია ნბა-ს განვითარების ლიგა და რეალურად შეგმატა თუ არა გამოცდილება იქ ჩატარებულმა 6-მა მატჩმა?

- D ლიგა ძალიან ძლიერ ტურნირად ითვლება, იმიტომ, რომ იქ თამაშობენ ნბა-ს მოქმედი ან უკვე ნათამაშები კალათბურთელები. არაერთი ძლიერი კალათბურთელი ირიცხება განვითარების ლიგაში. ასევე, ნბა-ს ბევრ წამყვან კალათბურთელს უთამაშია D ლიგაში. მე იქ ჩატარებულმა მატჩებმა საკმაო გამოცდილება შემმატა.

- ნბა-ს პირველივე მატჩში, რომელშიც საკმარისი სათამაშო დრო მოგეცა, ორმაგი დუბლი შეასრულე. როგორ შეაფასებ ამ ფაქტს, მომავალშიც შეძლებ ხოლმე შედეგიან თამაშს, თუკი შანსი მოგეცემა?

- "ვაშინგტონთან" მატჩში ბოლომდე არ ვიცოდი, ორმაგ დუბლს რომ შევასრულებდი და როცა ოქმის ნახვის შემდეგ გავიგე, ძალიან გამეხარდა. ყოველთვის ვცდილობ, ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოვავლინო და ღმერთის წყალობით, ამ მატჩში ორმაგი დუბლის შესრულება მოვახერხე. მომავალ მატჩებშიც იგივე შემართებით ვაპირებ თამაშს და ვნახოთ, რა გამომივა...

- თვლი თუ არა სადღეისოდ საკუთარ შესაძლებლობებს საკმარისად, რომ ნბა-ს მატჩებში სოლიდურად ითამაშო?

- ალბათ კი, თუმცა ძნელია ამის დარწმუნებით თქმა. შესაძლოა, მწვრთნელმა მეტი ნდობა გამოიჩინოს ჩემს მიმართ ამა თუ იმ მატჩში, მაგრამ ძირითადად, მე ნბა-ს ბევრი ძლიერი კალათბურთელისა და გუნდის წინააღმდეგ არ მითამაშია. სწორედ ამიტომ ვემზადები და ვვარჯიშობ, რომ კარგად ვითამაშო და დიდი კონკურენციის პირობებში ლიგაში ადგილი დავიმკვიდრო.

- რა ცვლილებაა შარშან ამ დროინდელ და დღევანდელ თორნიკე შენგელიას შორის, როგორც სპორტული, ისე პიროვნული თვალსაზრისით?

- გამოცდილება დამიგროვდა როგორც სპორტულ, ისე პირად ცხოვრებაში.

- "ვაშინგტონის" შემდეგ "ბრუკლინმა" რეგულარული ჩემპიონატის ბოლო მატჩი "დეტროიტთან" ჩაატარა, რომელსაც სატურნირო თვალსაზრისით მნიშვნელობა არ ჰქონდა, თუმცა მწვრთნელმა, წინა შეხვედრისგან განსხვავებით, გუნდის ლიდერები ათამაშა, სათადარიგოები კი ნაკლებად დატვირთა. შენ კი განაცხადში არ იყავი; არადა, ველოდით, რომ კვლავ გათამაშებდა...

- მეც ველოდი, რომ მათამაშებდა, მაგრამ, როგორც ჩანს, მწვრთნელს სხვა გეგმა ჰქონდა. ხანდახან მნიშვნელობა არ აქვს, როგორ ითამაშებ. მწვრთნელმა ის უნდა გააკეთოს, რაც დაგეგმილი აქვს, იმიტომ, რომ მას თავისი პროგრამა აქვს შესასრულებელი.

- პლეი ოფში ბოლო წამს ასცდით ზაზა ფაჩულიას გუნდს და შეხვდით "ჩიკაგოს". როგორ შეაფასებ მეტოქეს და როგორ ფიქრობ, რისი პოტენციალი გააჩნია "ბრუკლინს" პლეი ოფში?

- "ჩიკაგო" ძალიან ძლიერი გუნდია. ყველა სტილის და შესაძლებლობის მოთამაშეებით არის დაკომპლექტებული, თუმცა ჩვენც არანაკლებად ძლიერი კალათბურთელები გვყავს. ვნახოთ, წინ ძალიან საინტერესო სერია გველის და იმედი მაქვს, მომდევნო ეტაპზე ჩვენ გავალთ. მოედნის უპირატესობა საკმაოდ ბევრს ნიშნავს და ვეცდებით მის გამოყენებას.

- რას ელი მომავალი სეზონიდან? კლუბის ხელმძღვანელობა ალბათ მეტ სათამაშო დროს დაგითმობს...

- ჯერ ამის თაობაზე "ბრუკლინის" ხელმძღვანელობასთან არ მისაუბრია.

- რას იტყვი "ბრუკლინის" სხვა ახალწვეულებზე?

- მირზა ტელეტოვიჩი დანარჩენ ახალწვეულებზე, მათ შორის, ჩემზე უფრო გამოცდილია. ის უფრო დიდი ხანია, კალათბურთს პროფესიონალურ დონეზე თამაშობს. რაც შეეხებათ ტაიშონ ტეილორს და კრის ჯოზეფს, ისინი კოლეჯიდან მოდიან და ამერიკულ კალათბურთს ჩემზე კარგად იცნობენ. ვფიქრობ, დიდი კალათბურთის თამაშის პერსპექტივა ყველას გაგვაჩნია და "ბრუკლინი" იქნება თუ ნებისმიერი სხვა გუნდი, ჩვენს სათქმელს ვიტყვით.

- ზაზა ფაჩულიას ტრავმა დიდი დანაკლისია. შენი აზრით, როგორ შეიცვლება ნაკრების ხუთეული ზაზას არყოფნის შემთხვევაში და რამდენად მოხერხდება მისი სრულყოფილი შეცვლა?

- ზაზა ძალიან დიდი დანაკლისია საქართველოს ნაკრებისთვის. არ ვიცი, ხუთეული როგორ შეიცვლება, თუმცა არ მგონია, ამ ეტაპზე მოხერხდეს ფაჩულიას სრულყოფილი შეცვლა, იმდენად დიდი ძალა იყო ის ჩვენი გუნდისთვის.

- რას იტყვი მომავალ მეტოქეებზე - ესპანეთი, სლოვენია, ხორვატია, პოლონეთი, ჩეხეთი. რამდენად რეალურია სამეულში მოხვედრა?

- რა თქმა უნდა, ძალიან რეალურია სამეულში მოხვედრა. იმას არ ვამბობ, რომ ჯგუფიდან გასვლა იოლი იქნება, უბრალოდ, სათანადოდ უნდა შევაფასოთ თითოეული მეტოქე და ყველა შეხვედრაში მაქსიმუმი უნდა გავიღოთ. წინ ძალიან საინტერესო თამაშები გველის.

- როგორ შეაფასებ ნაკრების მოსამზადებელ გეგმას?

- წინა წელთან შედარებით, უფრო მეტი ამხანაგური მატჩია დაგეგმილი, რაც გუნდის შეკვრასა და შეთამაშებაში დაგვეხმარება. დაგეგმილი ყველაფერი კარგადაა, მთავარია, ნაყოფიერად ვიმუშაოთ და ევროპის ჩემპიონატს ოპტიმალურ ფორმაში შევხვდეთ.

- რამდენიმე წელია, უცხოეთში თამაშობ, ამერიკაში კი პირველი სეზონია, გადახვედი. ნოსტალგია მანდ რამდენად გაწუხებს?

- საქართველოდან რომ მივდივარ, სადაც არ უნდა ვიყო, ნოსტალგია ყველგან მაწუხებს. ძალიან ვაფასებ და მიყვარს ჩემი ქალაქი, ქვეყანა. მენატრება ოჯახის წევრები, მეგობრები.

- ქართული კერძების დაგემოვნება თუ გიწევს?

- კი, ქართულ კერძებს ხშირად ვაგემოვნებ, რაც დედაჩემის დამსახურებაა. რაც ამერიკაში ჩამოვიდა, არაფერი მაკლია. არა მარტო კერძების მომზადებაში, არამედ ყველა საქმეში ქეთი გვერდზე მიდგას, რასაც მასში დიდად ვაფასებ.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ საცოლე გყავს. რას იტყვი მასზე და უახლოეს მომავალში ხომ არ აპირებ დაქორწინებას?

- დიახ, მყავს ჩემთვის უსაყვარლესი და უძვირფასესი ადამიანი. ამ ეტაპზე მარტო ამას გეტყვით. დრო მოვა და ყველა ყველაფერს ნახავს და შეიტყობს.

P.S. 23 აპრილს, გამთენიისას, "ბრუკლინმა" "ჩიკაგოსთან" პლეი ოფის სერიის მეორე შეხვედრა 82:90 დათმო და საერთო ანგარიში გათანაბრდა - 1:1

www.gbf.ge

ასევე იხილეთ:

Time Line: ისე უნდა შეჭამო, რომ წვენი არ დაიქცეს [VIDEO]

"ბრუკლინის" ქართველი ნაპერწკალი - ამერიკული პრესა თორნიკე შენგელიაზე

თორნიკე შენგელიას პირველი ორმაგი დუბლი ნბა-ში [VIDEO]

[ექსკლუზივი] ზაზა ფაჩულია: მყესი გაწყვეტილი არ აღმოჩნდა

mm
ეს ბიჭი გაიბრწყინებს
ამას ვინ წარმოიდგენდა - შენგელია "ბარსელონასგან" კონტრაქტს 900 ათასად გამოისყიდის
თორნიკე შენგელიასთვის ბრძოლაში ფავორიტი გამოიკვეთა - "ბარსელონა" ქართველის შენარჩუნების იმედს არ კარგავს
თორნიკე შენგელიას დამატებით ევროლიგის ჩემპიონი ინტერესდება
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ოფიციალურად: საბა საზონოვი “ხეტაფეს” ფეხბურთელია
ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?
მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
"ბარსელონამ" ტერ შტეგენი "აიაქსში" გაუშვა