მკბენარა ფეხბურთელს ხანგრძლივი დისკვალიფიკაციაც ემუქრება
"მანჩესტერ იუნაიტედის" ჩემპიონობის გარდა, ამ დღეებში ბრიტანულ პრესას კიდევ ერთი მთავარი თემა აქვს - ლუის სუარესი. ორშაბათს, გვიან ღამით გავრცელდა ინფორმაცია, რომ საფეხბურთო ასოციაცია "ლივერპულის" 26 წლის თავდამსხმელს უპრეცედენტოდ დიდ ჯარიმას, 200-დან 400 ათას ფუნტამდე დააკისრებს.

ამას გარდა, ფეხბურთელს ხანგრძლივი დისკვალიფიკაციაც ემუქრება. ასოციაცია გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში მიიღებს. მინიმალური სასჯელი მეტოქეზე აგრესიული თავდასხმისთვის 3 მატჩია, მაგრამ სამხრეთამერიკელს ამას არ აკმარებენ, რადგან ის არა ერთხელ და ორჯერ არის შემჩნეული მსგავს ქმედებებში.

დაზარალებულმა ბრანისლავ ივანოვიჩმა უარი თქვა სუარესის წინააღმდეგ პოლიციაში საჩივრის დაწერაზე, შესაბამისად, მას სისხლის სამართლებრივი თუ ადმინისტრაციული პასუხისგება არ მოუწევს. თუმცა სერბი არ აპირებს მეტოქესთან შერიგებას და ამიტომ ლუისის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

ერთადერთი, ვინც ამ დღეებში მის დასაცავად ხმა ამოიღო (ჯოი ბარტონს სერიოზულად სამშობლოში უკვე აღარ აღიქვამენ), ეს გარი ნევილია.

"სუარესმა ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა, მაგრამ ერთი წუთითაც არ მინდა დავუშვა, რომ ამის გამო ის ყველამ უნდა გავრიყოთ. ლუისს გამოსწორებისა და გულშემატკივრის ნდობის დაბრუნების შანსი უნდა მივცეთ, რადგან შეცდომას ვინც უშვებს, პატიებას ყველა იმსახურებს," - განაცხადა ნევილმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლუის სუარესი იკბინება და ბოდიშს იხდის

"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
კიდევ დიდი ხნით ლონდონში - "არსენალი" არტეტას ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია