"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა "ბაიერნთან" (0:4) ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველი მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა
"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის, ტიტო ვილანოვას ასისტენტმა ჟორდი როურამ მიუნხენის "ბაიერნთან" (0:4) ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველი მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"დღევანდელი მსაჯობა ნამდვილად ცუდი იყო. არასწორი გადაწყვეტილებები მრავლად იყო, რომლებმაც შედეგზე იქონია გავლენა.

ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში, მსაჯობის მხრივ, არ გვიმართლებს, თუმცა ეს არაა გამოსავალი "ბარსელონასთვის", - თქვა როურამ.

შეგახსენებთ, რომ ბაიერნი-ბარსელონას მატჩს ვიქტორ კაშაი სჯიდა.

"პირველ რიგში, "ბაიერნს" უნდა მივულოცოთ. მეტოქე ძალიან ძლიერი იყო, რომელმაც ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა.

ვერ ვიტყვი, რომ პირველი ტაიმი ჩავაგდეთ, თუმცა მეორე ტაიმის დასაწყისში "ბაიერნმა" ანგარიში გაზარდა და სიტუაცია ძალიან გართულდა.

"ბაიერნი" ფიზიკურად მძლავრი გუნდია. ჩვენ კი სილაღე გვაკლდა. ამას ყურადღება უნდა მივაქციოთ.

ვიცით, რომ დღევანდელი სიტუაცია რთულია, მაგრამ ჩვენ "ბარსელონა" ვართ. საპასუხო შეხვედრაში უნდა ვიბრძოლოთ და შევეცადოთ, "ბაიერნი" დავამარცხოთ. ამისთვის მაქსიმუმს გავაკეთებთ", - აღნიშნა როურამ.

მომზადებულია AS-ისა და uefa.com-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:

ბაიერნი-ბარსელონა 4:0 - დიდი ნაბიჯი ფინალისკენ, ძალების დაზოგვით [VIDEO]

nika
სუპერ კომენტარები... გამაგებინეთ ასე რატო უნდა გაგიხარდეს წარმატებული გუნდის დამარცხება? რა სისულელეა მესი არაა თურმე კარგი ფეხბურთელი და შესაძულებელია ხო რადგან კაცს ტრამვა აქვს მიგებული და ვერ თამაშობს კარგად.. მილანელებმა რომ 2-0 მოიგეს მაშინ დააქციეს ქვეყანა ჩვენ ვართ რაც ვართ და დავასამარეთ ბარსაო მაგრამ შEმდეგ თამაშზე უკან გაუკეთეს თავიანთი გოლები და ხმა არ ამოაღებინეს.. რატომ არ უნდა ჯეროდეს ადამიანს რომ ბარსა მოიგებს და გავა .. ეს ხომ რიგითი გუნდი არაა ? მაინც რაც არ უნდა იყოს ბარსელონაა და სასწაულების მოხდენა ნამდვილად შEუძლია, მიუხედავად ამისა შეიძლება ეს სხვა გუნდისთვის სასწაული იყოს მაგრამ ბარსასთვის არა
datvi
მსაჯობას რამე თუ არ მოუხერხეს,ფეხბურთი დამიწდება.რამდენჯერ გაუგიჟებიხართ მათ უნამუსობას.მაპატიეთ ძმებო მაგრამ მესი იმის მერე შემძულდა,როცა არგენტინას ვერაფერი შემატა.ამოკეტეს და გუნდმაც წააგო.მწვრთნელი ბევრს ნიშნავს,გადაწყობა აზრადაც არ მოსვლია .
juventina
ამას არათუ ნამუსი არა აქვს, საერთოდ არ იცის რა ხილია ნამუსი... გუშინს მერე ბარსას გულშემატკივარი თუ ამას იტყოდა არ მეგონა მაგრამ მოახერხეს და თქვეს... არ ვიცი დღეს რა იქნება მაგრამ ბრავო ბავარიას რო დაამხო ეს უაზრო ჰეგემონიას და უძლეველი ბარსას კერპი დაამსხვრია...
ნათია
,,აბა ეხლა ამას ნამუსი აქვს? ორ არდანიშნულ პენალტზე რას გვეტყვი, ბატონო ჟორდი? '' Giorgipirweli გეთანხმები, ეს მართლა ,,სუპერ-უნამუსობაა''...თურმე ბარსელონას არ უმართლებს მსაჯებში...შარშან მილანთან ,,ყველაფერზე'' პენალი დადეს და გუშინ თვალებს იბრმავებდა მსაჯი....
Giorgipirweli
აბა ეხლა ამას ნამუსი აქვს? ორ არდანიშნულ პენალტზე რას გვეტყვი, ბატონო ჟორდი?
vasiko basiladze
სასწრაფოდ ესაჭიროება ბარსას ორი მაღალი დონის ცენტრალური მცველი,ვილია მალე უნდა შეიყვანონ ფორმაში,მეტი სათამაშო პრაქტიკა უნდა,ესეთ თამაშებში ვილიას და ფაბრიგასის არ გამოყენება ჩემი აზრით დანაშაულია,ეს ჩემი აზრია და არავის ვახვევ თავს
fortunato
ესპანეთის "აფსუა სეპარატისტების" კრახი; დიდი ფეხბურთელი არის მესი, თან ძალიან დიდი; მაგრამ მარადონამდის ბევრი უკლია, თან ძალიან ბევრი;რაც შეეხება ბაიერნს, ეს აღარ არის უკვე გერმანული მანქანა; მიუხედავად იმისა რომ გერმანიის გულშემატკივარი არასოდეს ვყოფილვარ, საოცრად ლამაზ და შემოქმედებით ფეხბურთს თამაშობენ
"კმარა პსჟ-ს და "სლოვანის" მატჩის ყურება" - რიოლო ჩემპიონთა ლიგის რეფორმას მოითხოვს
"ეს დამცირებაა" - რა თქვა "ლანსის" მწვრთნელმა "კომოსთან" 1:9 განადგურების შემდეგ
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"