აზერბაიჯანელებმა ისევ გაგვაოცეს მოულოდნელი გადაწყვეტილებით
აზერბაიჯანელებმა ისევ გაგვაოცეს მოულოდნელი გადაწყვეტილებით - დავით ხურცია თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებში კი მიიწვიეს, მაგრამ არა მთავარ მწვრთნელად, არამედ სამწვრთნელო შტაბის წევრად.

მართალია, 23 აპრილამდე იქაურები ჩვენებურს ნაკრების თავკაცად პირდაპირ არც ასახელებდნენ, მაგრამ მთავარ მწვრთნელზე საუბრისას მოიხსენიებდნენ.

23 აპრილს ფედერაციამ ოფიციალურად გამოაცხადა გუნდის ხელმძღვანელობა და მისი მესაჭეობა მაგომედ ალიომაროვს ჩააბარა.

ინტერნაციონალურია მწვრთნელთა შტაბის შემადგენლობა - მასში, ხურციასთან ერთად, ადგილობრივი სპეციალისტი, ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის მიერ შარშანდელი სეზონის საუკეთესო მწვრთნელად დასახელებული, ოლიმპიურ ჩემპიონ ტოგრულ ასკეროვის აღმზრდელი ფირდოუსი უმუდოვი და ბულგარელი სემენ შჩერევი შედიან.

თუმცა ვერ გეტყვით, ინტერნაციონალიზმი ნოვაციის სურვილმა გამოიწვია თუ რის საფუძველზე შეარჩიეს ასეთი გუნდი.

აზერბაიჯანელთაგან გადაწყვეტილებათა მყისიერი ცვლა არ გვიკვირს და არც ის გაგვაოცებს, უახლოეს დღეებში მორიგი სიახლე რომ გავიგოთ. მით უფრო, ზოგიერთი იქაური წყაროს ცნობით, ალიომაროვი დროებითაა დანიშნული ამ პოსტზე.

გუნდში რჩება ძველი თავკაცი, დაღესტნელი ოლიმპიური ვერცხლისპრიზიორი საიპულა აბსაიდოვიც, რომელიც ამიერიდან ნაკრების კონსულტანტი იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

აზერბაიჯანის "თავისუფალთა" ნაკრებს ქართველი გაწვრთნის

[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო
[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!
[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა
"ეს პსჟ-ს მიერ "ლივერპულის" ნამდვილი ხოცვა-ჟლეტა იქნება!" - ირწმუნება საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა