"ბორუსიას" მთავარმა მწვრთნელმა "რეალთან" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის მომავალ მატჩამდე კომენტარი გააკეთა
დორტმუნდის "ბორუსიას" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა მადრიდის "რეალთან" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის მომავალ მატჩამდე კომენტარი გააკეთა.

"რეალმა" არ უნდა მოიგოს იმის გამო, რომ მარიო გიოტცე გავყიდეთ. ვინც ხვდება, რა იყო ჩვენთვის ამ ეტაპამდე მისვლა, გუნდს მხარს ბოლომდე დაუჭერს.

გულშემატკივრები წარსულში ბრწყინვალედ გვიჭერდნენ მხარს ექსტრემალურ სიტუაციებში. ვფიქრობ, "რეალთან" შეხვედრაშიც ასე იქნება.

"სამეფო კლუბს" სხვადასხვანაირად შეუძლია თამაში. "მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში მადრიდელებს ბურთის ფლობის 68 პროცენტი ჰქონდათ. ჩვენს მეტოქეს ბურთის დაჭერა შეუძლია და ის დაცვიდან შეტევაში გადასვლაზე არ გააკეთებს აქცენტს.

"რეალი" მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, რომელსაც თამაში სხვადასხვა სტილში შეუძლია, მაგრამ ჩვენც შეგვიძლია მსგავსი თამაში. დაელოდეთ და ნახავთ, რა ტაქტიკას ავირჩევთ", - თქვა კლოპმა.

შეგახსენებთ, რომ "ბორუსიასა" და "რეალს" შორის მატჩი 24 აპრილს, 22:45 საათზე დაიწყება.

მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:

ბორუსია VS რეალი: 15 წლის შემდეგ

"ის "ოქროს ბურთის" უდავო გამარჯვებულია" - რაისმა თავისი ფავორიტი დაასახელა
[VIDEO] "არსენალმა" "ბაიერნთან" ფრეს მიაღწია - "რეალმა", "ასტონ ვილამ" და "ბეტისმა" მორიგი გამარჯვებები მოიპოვეს
"კომომ" "მანჩესტერ იუნაიტედი" გაანადგურა, "გალათასარაიმ" "ლილს" სძლია
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა